„ფლანგვის დეტექტორმა“ გუშინ მორიგი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, 2020-22 წლებში პარლამენტის დეპუტატთა მესამედს, მიკროფონი თითქმის არ ჩაურთავს.
იმავე წლებში პარლამენტში ხმა არ ამოუღია ოპოზიციის საშუალოდ 10 დეპუტატს.
მათ შორის არიან დავით ბაქრაძე, ლევან ქარუმიძე და გრიგოლ ვაშაძე, რომელთა მივლინებებში 43,500, 22,300 და 7,300 ლარი დაიხარჯა.
NDI-ის მიხედვით, მოსახლეობის 73% მიიჩნევს, რომ პარლამენტი რეგულარულად არ ეკონტაქტება მოსახლეობას, ხოლო 62% ამტკიცებს, რომ პარლამენტი მათთვის უმნიშვნელო საკითხებზე იღებს კანონებს.