2020-2021 წლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები საქართველოში

2020-2021 წლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები საქართველოში

access_time2020-12-22 09:00:00

მიმდინარე წლის ციფრულმა ტრანსფორმაციამ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნესების აუცილებლობა წინა პლანზე მეტად წამოსწია. შესაბამისად, ციფრული ტექნოლოგიების ცოდნა გარდაუვალი გახდა 2020 წელს, მაშინ როდესაც ტურიზმის, სტუმარ-მასპინძლობის, უძრავი ქონებისა და სატრანსპორტო სექტორის სფეროს სპეციალისტების პოპულარობამ იკლო. 2020 წლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების სია ასეთია: პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი, ჯანდაცვის სპეციალისტი, ციფრული პროდუქტების მენეჯერი, ღრუბლოვანი ტექნოლოგიების ინჟინერი და კიბერ-უსაფრთხოების სპეციალისტი.

„2021 წელს, ქართულ შრომით ბაზარზე, პროფესიების კუთხით, რადიკალურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ამგვარად, მონაცემთა ანალიტიკოსი, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი, ციფრული მარკეტინგის მცოდნე, კვლავაც დარჩება წამყვან პროფესიებად. ამასთან, მოთხოვნა გაიზრდება ადამიანური რესურსების სპეციალისტებზეც, რაც განპირობებული იქნება, დისტანციური მუშაობის დროს, კადრების შენარჩუნებისა და ორგანიზაციული კულტურის მხარდაჭერის საქმიანობით,“ - განაცხადა myjobs.ge-ს ადამიანური რესურსების ჯგუფის ხელმძღვანელმა, ქრისტინე ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, კორონავირუსმა მკვეთრი ეკონომიკური დაღმასვლა გამოიწვია, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში. გარდა ამისა, ქრისტინე ჩიქოვანი განმარტავს, რომ დაწესებულმა შეზღუდვებმა და ლოქდაუნმა, მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინა შრომის ბაზარზე.

„თუკი მსოფლიოში დასაქმების ტენდენციებს შევხედავთ, დავინახავთ, რამდენად შემცირდა დაქირავებულთა რიცხვი და სამუშაო საათები, შესაბამისად, როგორ გაიზარდა უმუშევრობა. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მონაცემებით, 2020 წლის 1 კვარტალში, წინა წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, მსოფლიო მასშტაბით სამუშაო საათები 5.4%-ით შემცირდა, რაც 155 მილიონ სამუშაო ადგილს უტოლდება. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კი, 2019 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, სამუშაო საათების 4.9%-ით შემცირება იყო პროგნოზირებული, ანუ 140 მილიონი სამუშაო ადგილის დაკარგვა.“


ჩიქოვანის თქმით, პანდემიის დროს, თანამშრომლების გათავისუფლების ტენდენციები ისეთ სექტორებში დომინირებდა, როგორიც იყო სტუმარ-მასპინძლობა, კვებისა და მომსახურების სექტორი. მიმტანები, მზარეულები, ბარისტები, კაზინოსა და სასტუმროს თანამშრომელები უმუშევრები დარჩნენ, ან უხელფასო შვებულებაში გაუშვეს. საკმაოდ შემცირდა ოფისის თანამშრომელთა რიცხვიც. „მაგალითისთვის, მნიშვნელოვნად იკლო ოფის-მენეჯერის თანამშრომელთა რიცხვმა, ან ამ პოზიციაზე დაქირავებულთა მოვალეობები შეიცვალა, კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე. ცვლილების საჭიროება დღის წესრიგში არამხოლოდ ოფისის თანამშრომლების საქმიანობაში დადგა, არამედ ზოგადად კომპანიის ბიზნეს-მოდელში, რადგან ნაწილმა ფუნქცია საერთოდ დაკარგა, ხოლო დანარჩენებს დისტანციურ მუშაოებაზე მოუწია გადაწყობა. სავსებით ბუნებრივია, რომ ახალმა გარემოებამ მოთხოვნა გააჩინა ისეთ პროფესიებზე, როგორიცაა პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი, მონაცემთა ადმინისტრატორი, ციფრული პროდუქტების მენეჯერი, ვებ-დიზაინერი, ხელოვნური ინტელექტის ინჟინერი, ღრუბლოვანი ტექნოლოგიების ინჟინერი, მიტანის მომსახურების მძღოლები, გაყიდვების მენეჯერი და ჯანდაცვის სპეციალისტი.“

მიმდინარე წელს, დასაქმების ონლაინ პორტალმა myjobs.ge-მ, ვაკანსიების რიცხვის ყველაზე დიდი კლება სტუმარ-მასპინძლობის, სოფლის-მეურნეობისა და სამშენებლო სექტორებში ნახა. საკმაოდ მწირი იყო ხელოვნებასთან, გართობასა და რეკრეაციასთან დაკავშირებული ვაკანსიები.

ვაკანსიების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი myjobs.ge-ზე აპრილის თვეში იყო. ამ დროს პორტალზე მხოლოდ 9 ვაკანსია გამოქვეყნდა. ვითარების შეცვლა ივნისიდან დაიწყო. ყველაზე აქტიური თვე, გამოცხადებული ვაკანსიების კუთხით, სექტემბერი იყო და გამოცხადებული ვაკანსიების რიცხვი თითქმის გაორმაგებულიც კი იყო, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

forbes.ge

თეგები:
პროფესია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up