2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 64 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა

2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 64 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა

access_time2021-03-02 17:20:00

2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 64 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, აქედან 19 სახელმწიფო და 45 კერძო. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.


წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, დაწესებულებათა რაოდენობა 2 ერთეულით გაიზარდა.


უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 60.9% ქალაქ თბილისშია. 


2020/2021 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულია 46.7 ათასი სტუდენტი, აქედან სახელმწიფო უნივერსიტეტებში 29.3 ათასი, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში - 17.4 ათასი. სტუდენტთა მიღება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, გაიზარდა 3.4 ათასით. ზრდა ძირითადად კერძო უნივერსიტეტებზე მოდის.


საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რიცხოვნობამ 157.3 ათასი შეადგინა, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 5.7%-ით მეტია. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობს სტუდენტთა საერთო რიცხოვნობის 63.9%, ხოლო კერძოში - 36.1%. სტუდენტთა საერთო რიცხოვნობიდან 50.9% ქალია, ხოლო 49.1% - კაცი.


2020 წელს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაამთავრა 23.5 ათასმა სტუდენტმა, რაც წინა წელთან შედარებით 5.1%-ით ნაკლებია. კურსდამთავრებულებიდან 57.4% არის ქალი, ხოლო 42.6% - კაცი. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა 2.2-ჯერ აღემატება კერძო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულების რიცხოვნობას.



2020-2021 სასწავლო წელს სტუდენტების უდიდესი ნაწილი (16.3%) მოდის 20 წლის ასაკის სტუდენტებზე.




2020/2021 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საზღვარგარეთ სასწავლებლად გაიგზავნა 289 სტუდენტი, რაც 367 სტუდენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან გაგზავნილი სტუდენტების რიცხოვნობა 1.7-ჯერ აღემატება კერძო უნივერსიტეტებიდან გაგზავნილ სტუდენტთა რიცხოვნობას.
უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობამ, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, 14.6 ათასი შეადგინა, რაც 9.7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან
შედარებით.



უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულია 9.8 ათასი პროფესორმასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.0%-ით ნაკლებია.
პროფესორ-მასწავლებელთა 55.3% არის ქალი, ხოლო 44.7% - კაცი. მათი უდიდესი ნაწილი, 39.2% არის ასოცირებული პროფესორი.



2020 წლის მონაცემებით, სადოქტორო პროგრამებს ახორციელებდა 32 უნივერსიტეტი (2019 წელთან შედარებით არ შეცვლილა). აღნიშნულ უნივერსიტეტებში მიღებული დოქტორანტების რიცხოვნობა, წინა წელთან შედარებით, 20.6%-ით შემცირდა და 1 050 პირი შეადგინა. მცირედით გაიზარდა დოქტორანტების საერთო რიცხოვნობა (ძირითადად შეჩერებული სტატუსების აღდგენის შედეგად) და 4 010 შეადგინა, რაც 0.9%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.



2020 წელს სადოქტორო პროგრამებზე მიღებულთა რიცხოვნობის ზრდა ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და ხელოვნების პროგრამაზე დაფიქსირდა. 2020 წელს აღნიშნულ პროგრამაზე,
როგორც მიღებულ დოქტორანტთა (109), ისე კურსდამთავრებულთა (47) უმეტესობა ქალია. წინა წელთან შედარებით, კურსდამთავრებული დოქტორანტების რიცხოვნობა შემცირდა და 347 პირი შეადგინა. თუმცა, ზრდა აღინიშნა განათლებისა და სოფლის მეურნეობის სადოქტორო პროგრამებზე.



2020 წელს კურსდამთავრებულ დოქტორანტთა საერთო რიცხოვნობიდან 57.1% ქალია, ხოლო 42.9% - კაცი.



ზრდა აღინიშნა დოქტორანტების სამეცნიერო ხელმძღვანელების რიცხოვნობაში, რაც განპირობებულია დოქტორანტების რაოდენობის ზრდით. ამასთან, რიგ შემთხვევებში
დოქტორანტს ყავს 2 ხელმძღვანელი: ქართველი და უცხოელი. 2020 წელს, ისევე როგორც წინა წლებში, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, დოქტორანტთა საერთო რიცხოვნობიდან დიდი ნაწილი მოდის 35 წლის და უფროს ასაკობრივ ჯგუფზე. 2020 წელს შემცირებულია უცხოელი დოქტორანტების რიცხოვნობა. უცხოელი დოქტორანტებიდან 56.3% კაცია, ხოლო 43.7% ქალი.



2020 წლის ბოლოსთვის, საქართველოში ფუნქციონირებდა 92 საგანმანათლებლო დაწესებულება (აქედან 40 საჯარო, ხოლო 52 კერძო), რომლებიც ახორციელებდნენ სტუდენტების
მიღებას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. 2020 წელს ჩარიცხულია 9 399 სტუდენტი, რომელთაგან 49.8 % ქალია, ხოლო 50.2 % - კაცი. 2019 წელთან შედარებით სტუდენტების მიღება შემცირებულია 18.5 %-ით.



რაც შეეხება მონაცემებს რეგიონების მიხედვით, ჩარიცხული სტუდენტების მიხედვით ლიდერობს ქ. თბილისი (38.9 %), რომელსაც მოსდევს აჭარა (17.2 %), იმერეთი (9.4 %), სამერელოზემო სვანეთი (7.4 %), ქვემო ქართლი (6.1 %) და კახეთი (6.0%).



2020 წელს, კურსდამთავრებულთა რიცხოვნობამ შეადგინა 3 424 სტუდენტი, რომელთაგან 51.2% ქალია და 48.8% კაცი. კურსდამთავრებულთა უმეტესობა მოდის ჯანდაცვის (23.3%), ინჟინერიის (14.0%) და ინჟინერია, წარმოება და მშენებლობის (13.5%) პროგრამებზე.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up