2019 წლის შედეგებით „კრისტალი“ არასაბანკო საფინანსო სექტორის მოწინავე კომპანიაა

2019 წლის შედეგებით „კრისტალი“ არასაბანკო საფინანსო სექტორის მოწინავე კომპანიაა

access_time2020-03-05 12:30:48

„კრისტალმა“, ქვეყანაში წამყვანმა არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტმა, 2019 წლის (საქართველოს ეროვნულ ბანკთან რეგულატორული ანგარიშგების მონაცემებზე დაყრდნობით) შედეგები შეაჯამა. 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „კრისტალის“ მთლიანმა სესხებმა 311 მლნ ლარზე მეტი, მთლიანმა აქტივებმა 350 მლნ ლარზე მეტი, კაპიტალმა თითქმის 67 მლნ ლარი, ხოლო წმინდა მოგებამ თითქმის 6 მლნ ლარი შეადგინა, რის შედეგადაც „კრისტალი“ არასაბანკო საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს შორის წამყვან პოზიციაზეა.


გარდა ძლიერი ფინანსური მაჩვენებლებისა, 2019 წელი „კრისტალისთვის“ აღსანიშნავი იყო შემდეგი მნიშვნელოვანი აღიარებებითა და მიღწევებით:


• „კრისტალმა“ პირველმა გამოუშვა 15 მლნ ლარის მოცულობის კორპორაციული ობლიგაციები, ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
• „კრისტალმა“ მიიღო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდო გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვის კუთხით საუკეთესო პრაქტიკისთვის
• საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „მიკროფინანზამ“ „კრისტალს“ A- შეფასება მიანიჭა
• წამყვანმა საერთაშორისო ჟურნალმა ფინანსური სექტორის თაობაზე Global Finance -მა „კრისტალი“ აღიარა ყველაზე სწრაფად მზარდ არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტად და საუკეთესო კომპანიად ინვესტორებთან ურთიერთობის მიმართულებით.


„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „კრისტალის“ ყველა თანამშრომელს მათი მუშაობისთვის, მომხმარებელს - ლოიალობისთვისა და ნდობისთვის, პარტნიორსა და ინვესტორს - მუდმივი მხარდაჭერისთვის - „კრისტალის“ ძლიერი პოზიცია და შედეგები თითოეული მათგანის დამსახურებაა. მოგეხსენებათ, 2019 მნიშვნელოვანი გამოწვევებით სავსე წელი იყო მიკროსაფინანსო სექტორისთვის და „კრისტალმა“ არათუ წარმატებით გაართვა თავი ამ სირთულეებს, არამედ 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა აჩვენა მთლიანი სესხების, მთლიანი აქტივებისა და კაპიტალის მაჩვენებლებით“, აღნიშნა „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, არჩილ ბაკურაძემ. „სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ 2019 წელი აღსანიშნავი იყო არა მხოლოდ კარგი ფინანსური მაჩვენებლებით, არამედ მნიშვნელოვანი მიღწევებით სოციალური პასუხისმგებლობისა და კორპორაციული მართვის მიმართულებით. „კრისტალის“ ძლიერი მხარე ყოველთვის იყო და იქნება პასუხისგებლობის მაღალი გრძნობა მისი თანამშრომლების, კლიენტებისა და პარტნიორების მიმართ და სწორედ ამის აღიარება მოხდა 2019 წელს მიღებული ჯილდოებით. „კრისტალი“ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს არა მხოლოდ ბიზნესის წარმატებით წარმართვას, არამედ იმასაც თუ როგორ ვმართავთ ჩვენს საქმიანობას და რამდენად ვნერგავთ ქვეყანაში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. „კრისტალს“ აქვს შორსმიმავალი, უაღრესად საინტერესო გეგმები, რომლებიც უკვე წელს პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს არსებულ და მომავალ თანამშრომელსა და კლიენტზე“, დაამატა არჩილ ბაკურაძემ.



კრისტალის შესახებ:


„კრისტალი“ ქვეყანაში წამყვანი არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 311 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორტფელს, ემსახურება 100,000 ზე მეტ მომხმარებელს, ოპერირებს 50 ფილიალითა და ასაქმებს 1,000-ზე მეტ თანამშრომელს. „კრისტალის“ აქციონერებს შორის არიან წამყვანი დასავლური ფონდები: Agrif Cooperatief U.A. და DWM Funds S.C.A.-SICAF-SIF. მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული და განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებით, „კრისტალი“ ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას. „კრისტალი“ პირველი არასაბაკო საფინანსო ორანიზაციაა, რომელმაც გლობალური სარეიტინგო სააგენტოს, FitchRatings-ის შეფასება ‘B’/Stable მოიპოვა და ასევე პირველმა გამოუშვა 10 მლნ ლარის მოცულობის კორპორაციული ობლიგაციები. 2018 წლის 13 დეკემბერს, „კრისტალი“ საქართველოში წლის პასუხისმგებლიან ბიზნესად დასახელდა.


(R)


თეგები:
კრისტალი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up