2019 წლის სექტემბრიდან დიდი ბრიტანეთი საქართველოში საინფორმაციო პროექტს განახორციელებს

2019 წლის სექტემბრიდან დიდი ბრიტანეთი საქართველოში საინფორმაციო პროექტს განახორციელებს

access_time2018-11-08 20:30:00

2019 წლის სექტემბრიდან დიდი ბრიტანეთი საქართველოში საინფორმაციო პროექტს იწყებს, რომელიც საქართველოში ბრიტანული კულტურის, განათლების, ბიზნესისა და სპორტის მიღწევების დემონსტრირებას გულისხმობს. ამის შესახებ ევროპის საკითხებში ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა, სერ ალან დუნკანმა თბილისში სტუმრობისას, ბრიტანეთის საელჩოს მიღებაზე განაცხადა.


პროექტის ფარგლებში კინოსა და მუსიკის მიმართულებით საქართველოში ფესტივალები, გამოფენები, მასტერ-კლასები, დისკუსიები, ლექციები ჩატარდება. ასევე, საქართველოში პირველად გამოიფინება დავით აღმაშენებლის ერთადერთი აქამდე შემორჩენილი მონეტა, რომელზეც დავით მეფეა გამოსახული და რომელიც ბრიტანეთის მუზეუმში ინახება.


პროექტის კულტურულ ნაწილს ბრიტანეთის საბჭო განახორციელებს, სხვა მიმართულებები კი, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს კომპეტენცია იქნება.პროექტის ძირითადი ბენეფიციარები ახალგაზრდები იქნებიან, 18-35 წლის მოქალაქეები.



„საქართველოში ბრიტანული სეზონით გვსურს, დავეყრდნოთ ჩვენს მჭიდრო და ხანგრძლივ მეგობრობას, ასევე სამომავლოდ დავსახოთ თანამშრომლობის ახალი ჰორიზონტი. მოხარული ვარ, რომ პროგრამა საშუალებას გვაძლევს, ქართულ საზოგადოებას საუკეთესო პოზიციიდან წარვუდგინოთ ბრიტანული კულტურის, განათლების, სპორტის მიღწევები“, – აღნიშნა საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, ჯასტინ მაქენზ სმიტმა.


1tv





"ყაზტრანსგაზი" და კალაძის ინტერესები - კომპანიის წამყვან თანამდებობებს თბილისის მერის პროტეჟეები იკავებენ

access_time2019-01-20 21:29:31
დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა - ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი? დედაქალაქის მერია პასუხისმგებლობას იხსნის და ხელს კანონში არსებული რეგულაციებისკენ იშვერს, რომლის მიხედვითაც, ექსპლუატაციაში მიღებამდე კორპუსში ადამიანების ცხოვრება დაშვებულია. დიდი დიღომში მომხდარი უბედური შემთხვევისგან ქალაქის მერის მიერ პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობას პოლიტიკური ოპონენტები უზნეობად აფასებენ. კახა კალაძე...

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ბრენდების ნაკლებად ცნობილი შემქნელები

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ბრენდების ნაკლებად ცნობილი შემქნელები
access_time2019-01-20 20:00:48
მსოფლიო ბრენდების მფლობელების და დამაარსებლების...

ფარული ჩანაწერი, რომელმაც კვირიკაშვილი გადაიყოლა და საბედისწერო სიტყვა „ოლიგარქი“

ფარული ჩანაწერი, რომელმაც კვირიკაშვილი გადაიყოლა და საბედისწერო სიტყვა „ოლიგარქი“
access_time2019-01-19 21:30:38
ფარული ჩანაწერები, რომელმაც პრემიერი გიორგი კვირიკაშვილის პოსტი შეიწირა - ამბავი, რომლის გამოც ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მთავარ ბანკირს - მამუკა ხაზარაძეს, დაუპირისპირა და გიორგი კვირიკაშვილს გადადგომა აიძულა, ფარულ ჩანაწერს უკავშირდება. წყარო კურიერს უყვება, რომ...

10 წლის ჩელენჯი - 10 ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ

10 წლის ჩელენჯი - 10 ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ
access_time2019-01-20 12:00:01
გასული 10 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკამ მნიშვნელოვანი გარდაქმნები გაიარა, ამიტომ გადავწყვიტეთ წარმოგვედგინა რამდენიმე ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ 2008 წლისა და 2018 წლის...

ზურაბ გურული - „ ისტერიკა იმაზე, რომ დიღომში მომხდარ ტრაგედიას კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან, არის უშედეგო ფარსი“

ზურაბ გურული - „ ისტერიკა იმაზე, რომ დიღომში მომხდარ ტრაგედიას კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან, არის უშედეგო ფარსი“
access_time2019-01-19 20:00:36
ზურაბ გურული — აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ასევე მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური ანესთეზიოლოგიის პროფესორი — დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად...


მსგავსი სიახლეები

up