2019 წლის საზღვაო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

2019 წლის საზღვაო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

access_time2019-06-15 15:49:01

2019 წლის საზღვაო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. სეზონის გახსნის ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე ესწრებოდნენ. მათ მაშველებს და დამსწრე სტუმრებს სიტყვით მიმართეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.



ღონისძიებაზე, ასევე, წყალზე სამაშველო ღონისძიებებში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის დაჯილდოვდა 3 მაშველი, რომლებმაც გასულ სეზონზე 350-მდე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოახერხეს. მაშველებს სიგელები და საჩუქრები გადაეცათ.



ღონისძიების დასასრულს, სამსახურის ტექნოლოგიური სიახლის სამაშველო დრონების პრეზენტაცია გაიმართა.




გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განახლებულ სეზონს სხვა სიახლეებითაც ხვდება.



აჭარის ტერიტორიაზე, შავის ზღვის სანაპირო ზოლზე 250-მდე მაშველი იმუშავებს, რაც 50-ით მეტია, ვიდრე წინა სეზონის მაშველთა რაოდენობა იყო.



პირველად, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე გოგო მაშველები გამოჩნდებიან. მათი მოვალეობა იქნება პლაჟზე პატრულირება, საჭიროების შემთხვევაში დახმარების გამოძახება, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში უშუალოდ სამაშველო პროცესში ჩართვა.



მაშველები აჭარაში სრულად აითვისებენ შავი ზღვის სანაპირო ზოლს და ევროპული სტანდარტების შესაბამისად იქნებიან აღჭურვილები.








თბილისის ყველაზე საშიში უბნები გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით

თბილისის ყველაზე საშიში უბნები გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით
access_time2019-10-19 14:13:12
„თბილისი ენერჯი“ დედაქალაქში, გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით, ყველაზე საშიში უბნების ჩამონათვალს ავრცელებს. „კომერსანტი“ „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ: „თბილისის უბნები, სადაც მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში გაზის კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარების დემონტაჟის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა: • სანზონა • ვაზისუბანი• გლდანი• ჩუღურეთი• ისანი -...

გიორგი ქობულია: კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ჰქონდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე რაიმე გამოძიება დაიწყებოდა

გიორგი ქობულია: კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ჰქონდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე რაიმე გამოძიება დაიწყებოდა
access_time2019-10-19 14:08:30
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ ანაკლიის კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ბევრად უფრო ადრე ჰქონდა, ვიდრე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყებოდა. „ინვესტორების მოძიების და საინვესტიციო ვალდებულების შესრულების პრობლემა ბევრად უფრო ადრე იყო, ვიდრე დაიწყებოდა სისხლის სამართლის საქმე და დაიძაბებოდა ურთიერთობა ხაზარაძე-ჯაფარიძესა და მთავრობას შორის- განაცხადა გიორგი ქობულიამ ტვ „პირველის“ ეთერში.მისი თქმით,...

ვითარება გურამიშვილის გამზირზე, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა [ფოტო]

ვითარება გურამიშვილის გამზირზე, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა [ფოტო]
access_time2019-10-19 12:08:50
გურამიშვილის გამზირზე, კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, ყველა პირი გამოიკითხება, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ, ჟურნალისტებს ადგილზე...

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა
access_time2019-10-19 09:21:35
ურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. არის ნგრევა. როგორც ინტერპრესნიუსს საგანგებო...

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“
access_time2019-10-19 11:00:59
ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება, – ამის შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე შალვა ცხაკაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.   გადაცემაში ბიზნესომბუდმენისა და საქართველოს ბიზნესგაერთიანებების შეხვედრა განიხილეს, რომელიც შრომის კოდექსთან დაკავშირებულ საკამათო ცვლილებებს მიეძღვნა. ცვლილებების ინიციატორი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია და მისი...


მსგავსი სიახლეები

up