2019 წლის პრიორიტეტები, რაზეც დღეს ლევან დავითაშვილი პარლამენტში ისაუბრებს

2019 წლის პრიორიტეტები, რაზეც დღეს ლევან დავითაშვილი პარლამენტში ისაუბრებს

access_time2019-03-07 12:00:24

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს მოუსმენენ. შეხვედრა სულ რამდენიმე წუთში დაიწყება. 


მინისტრი დღევანდელ გამოსვლაში 2018 წელს შეაჯამებს და სამოქმედო გეგმებზე ისაუბრებს.


კომერსანტი გაგაცნობთ იმ პრიორიტეტებს რომელიც  2019 წელს სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს ექნება:

 

 

  • პარლამენტის აგრარულ კომიტეტთან ერთად, 2018 წელს მომზადდა საქართველოს კანონის პროექტი „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების შესახებ”. 2019 წლისთვის დაგეგმილია ქარსაფარი ზოლების გაშენება გარდაბნის, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში. ქარსაფარი ზოლების გაშენება ხელს შეუწყობს მიწების ნაყოფიერების შენარჩუნებას და სოფლად უკეთეს მოსავლიანობას.

 

  • 2019 წლის თებერვალში ევროპული ავტომატური სადგური ამოქმედდა ქ. რუსთავში, ანალოგიური სადგური ქ. კასპში უახლოეს მომავალში ამოქმედდება, ხოლო აპრილში თბილისში. იტალიის მთავრობის მხარდაჭერით 2019-2020 წლებში ქვეყნის მონიტორინგის ქსელს კიდევ 5 ახალი ევროპული ავტომატური სადგური შეემატება.

 

  • 2019 წლის 1 იანვრიდან დიზელის ხარისხის სტანდარტი ევრო 4 სტანდარდს შეესაბამება. 2020 წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში დიზელის საწვავის ხარისხი ევრო 5 სტანდარტამდე აიწევს.

 

  • 2019 წელს საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება ჰაერის ხარისხის მართვის ევროპული სტანდარტების დასანერგად და სამრეწველო ობიექტებიდან ჰაერის დაბინძურების სანქციების გამკაცრებისთვის. მნიშვნელოვნად გაიზრდება სამრეწველო სექტორიდან ჰაერის დაბინძურებისთვის დადგენილი სანქციები. დღეისთვის არსებული ჯარიმები იმდენად მცირეა, რომ მას პრაქტიკულად არანაირი შემაკავებელი ეფექტი არ გააჩნია.

 

  • ქვეყანაში პირველად ინერგება ტყის ეროვნული აღრიცხვა . ტყის ეროვნული დონის აღრიცხვა აპრობირებული მეთოდია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, რომელიც ხორციელდება ყოველ 10 წელიწადში ერთხელ და საშუალებას აძლევს ქვეყანას მიღებული ინფორმაცია გამოიყენოს ტყესთან დაკავშირებული სტრატეგიული მიზნების დაგეგმვაში. ტყის ეროვნული აღრიცხვის პირველი სამუშაოები 2019 წელს განხორციელდება კახეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონებში.  

 

  • 2019 წელს დაცული ტერიტორიების ფართობი 190 00 ჰა-ით გაიზრდება

 


რაჭის, ერუშეთის, რიონის ეროვნული პარკები, თრუსოს და არაგვის დაცული ლანდშაფტები, პონტოს მუხის აღკვეთილის, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების გაფართოების შედეგად დაცული ტერიტორიების ფართობი  გაიზრდება 189 775 ჰა-ით, რაც ჯამში უზრუნველყოფს დაცული ტერიტორიების ფართობის ზრდას 9,5% დან 12,3% მდე.

 

  • 2019 წლის 1 აპრილიდან აიკრძალება ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკები და  ჩანაცვლდება ბიოდეგრადირებადი პარკებით. ამასთანავე, 2019 წელს ამოქმედდება პლასტიკის პარკების კომპოსტირებისა და ბიოდეგრადაციის განსაზღვრის ლაბორატორია.

 

  • 2019 წლის 1 დეკემბრიდან მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების განხორციელება დაიწყება რაც გულისხმობს გარკვეული პროდუქციის მწარმოებლებისა და იმპორტიორების მიერ პასუხისმგებლობის აღებას ამ პროდუქციის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების მართვაზე ისე, რომ შემცირდეს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება.

 

  • 2019 წელს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სტრუქტურული ოპტიმიზაციის შედეგად, 3-ჯერ გაიზრდება გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების მობილური ჯგუფების (ეკიპაჟების) რაოდენობა, რაც უზრუნველყოფს სამოქმედო ტერიტორიების სრულად დაფარვას და შედეგად, სამართალდარღვევათა პრევენციასა და შემაკავებელი გარემოს გაუმჯობესებას;

 

  • მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2019 წელს ახალქალაქის, წალკის, დმანისის  მუნიციპალიტეტებში რძის გადამმუშავებელი საწარმოები აშენდება და  აღიჭურვება.  საწარმოს სიმძლავრე შეადგენს დღიურად 10 ტონას.

 

  • 2019 წელს ღვინის ეროვნული სააგენტო კერძო სექტორთან თანამშრომლობით აგრძელებს აქტივობების განხორციელებას სტრატეგიულ ბაზრებზე. 7,5 მლნ ლარამდე გაიზარდა მარკეტინგული აქტივობების ბიუჯეტი და ამასთან მათი ინტენსივობაც. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობას  11 საერთაშორისო გამოფენაში მიიღებენ.

 

  • სახელმწიფო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს  2019 წელსაც გაატარებს

 

  • 2019 წელს მშენებლობა-რეაბილიტაციით დაგეგმილია  სამელიორაციო ინფრასტრუქტურის  53 გარდამავალი სარეაბილიტაციო პროექტის დაწყება.  სამელიორაციო ინფრასტრუქტურის  სარემონტო სამუშაოები  დაახლოებით 374 ობიექტზე ჩატარდება.

 




კომერსანტი





„ოლიგოპოლიური ნიშნების მატარებელი, არაფორმალური ჯგუფების გავლენების მიერ მართული ბიზნეს გარემო -ბიზნესომბუდსმენის აპარატი გასაუქმებელია“

„ოლიგოპოლიური ნიშნების მატარებელი, არაფორმალური ჯგუფების გავლენების მიერ მართული ბიზნეს გარემო -ბიზნესომბუდსმენის აპარატი  გასაუქმებელია“
access_time2019-11-11 18:23:03
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ბიზნესომბუდსმენის აპარატი არის გასაუქმებელი - ეს არის ზედმეტი ხარჯი ქვეყნის ბიუჯეტისთვის და “ხელისუფლებასთან საქმის დალაგების” არსის მატარებელი სტრუქტურა - სიმართლე არის ეს! - თუ ქვეყანაში იქნება სამართლიანი, ღია, კონკურენტული გარემო და გამჭვირვალე ეფექტიანი ბიუროკრატია, ბიზნესომბუდსმენები საჭირო არიან - ამის...

„უკვე ვხედავთ მკაფიო ინტერესს პრინციპულად განსხვავებული ბაზრებიდან“ – Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი

„უკვე ვხედავთ მკაფიო ინტერესს პრინციპულად განსხვავებული ბაზრებიდან“ – Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი
access_time2019-11-11 19:30:30
“რუსული ემბარგოსგან გამოწვეული კრიზისი სამწუხაროდ კახეთში ვიგრძენით ძალიან მწვავედ”, აცხადებს Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი ქეთი მიქაშავიძე. თუმცა მისივე განმარტებით, ალტერნატიული ბაზრების ჩანაცვლებით სექტორმა გარკვეულწილად დანაკარგის მეტნაკლები დაბალანსება მოახერხა. „წლევანდელ სეზონთან დაკავშირებით მოლოდინი გვქონდა განსაკუთრებული, სხვადასხვა რეგიონში ველოდით უკეთეს შედეგებს ვიდრე სამწუხაროდ მივიღეთ. კახეთში მომუშავე...

„შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ლექვინაძე მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას ახერხებდა“- ბიზნესის შეფასება

„შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ლექვინაძე  მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას ახერხებდა“- ბიზნესის შეფასება
access_time2019-11-11 18:30:31
„ბატონ ირაკლი ლექვინაძესთან ყველა საკითხი, რომელიც ჩვენ გვინდოდა მიგვეტანა მივიტანეთ და მან კარგი კომუნიკატორისა და შუამავლის როლი შეასრულა.“ - ასე აფასებს კომპანია „ნატახტარის“კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკიოლოზ ხუნძაკიშვილი ბიზნესობუდსმენის ირაკლი ლექვინაძის განვლილ საქმიანობას ბიზნესომბუდსმენის პოსტზე. როგორც ცნობილია, ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ ლევან...

ილონ მასკი: მთავარი ინჟინერიც რიგითი მუშა უნდა იყოს

ილონ მასკი: მთავარი ინჟინერიც რიგითი მუშა უნდა იყოს
access_time2019-11-11 20:30:20
SpaceX და Tesla-ს დამაარსებელი ილონ მასკი სან-ფრანცისკოში  კოსმოსური სტარტაპების გამოფენაზე   სიტყვით  გამოვიდა. ღონისძიების ორგანიზატორი აშშ-ს სამხედრო -საჰაერო ძალები და კოსმოსურ ინდუსტრიაში მომუშავე კონსალტინგური კომპანია Starburst Aerospace იყო . გამოფენაში მონაწილეობა  75-მა კოსმოსურმა სტარტაპმა მიიღო , რომელმაც ა თავისი პროდუქცია საინვესტიციო ფონდებს და სამხედროებს...

#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა

#იმოგზაურევისოლთანერთად  - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა
access_time2019-11-11 15:00:01
„ვისოლ ჯგუფის“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა. ტურში მონაწილეობა საქართველოში მოქმედი მედია-საშუალებების წარმომადგენლებმა, ბლოგერებმა და ინფლუენსერებმა მიიღეს. მედია-ტური ოთხივე სეზონზე საქართველოში შიდა ტურიზმის ხელშეწყობას და დაცული ტერიტორიების სააგენტოს და „ვისოლ ჯგუფის“ ერთობლივი პროექტის #იმოგზაურევისოლთანერთად ახალი ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი სოციალური მედია გათამაშების...


მსგავსი სიახლეები

up