2020 წლის პოზიტიური მოვლენები

2020 წლის პოზიტიური მოვლენები

access_time2020-12-31 10:00:52

2020 წელი საქართველოსთვის ერთ-ერთი რთული წელი იყო თავისი გამოწვევებით და კრიზისებით. მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობამ კარანტინი უკვე მორედ გამოცხადა, ოფიციალურად ხელისუფლებამ წერტილოვანი შეზღუდვები აამოქმედა თუმცა, მათი გადაწყვეტილებით ქვეყანა რეალურად ისევ დაიკეტა. ათი ათასობით ადამიანი, ჩაკეტილ ქალაქებში უმუშევრები, შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები ქვეყანა მძიმე სოციალურ- ეკონომიკურ და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაშია თუმცა, ამჯერად „კომერსანტი“ 2020 წლის პოზიტიური მოვლენებს  გაგაცნობთ:

 

 

საქართველოში ამერიკის ელჩად კელი დეგნანი დაინიშნა




 

საქართველოში ამერიკის ელჩად კელი დეგნანი 2019 წელის მიწურულს დაინიშნა, თუმცა საქმიანობას ელჩი 2020 წელს შეუდგა. საქართველოში ამერიკის ელჩის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ამერიკელ დიპლომატს, იან კელის უფლებამოსილების 3-წლიანი ვადა ამოეწურა. ეს თანამდებობა წელიწადზე მეტხანს იყო თავისუფალი და ელჩის მოვალეობას, მისი მოადგილე ელიზაბეთ რუდი ასრულებდა.


 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნა




 

ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნა. უნივერსიტეტში პირველ სასწავლო წელს სწავლა 246 სტუდენტმა მენეჯმენტს, მათემატიკას და კომპიუტერულ მეცნიერებებს მიმართულებით დაიწყო . უნივერსიტეტის მშენებლობისთვის  „ქართუ ფონდის“ მიერ მილიარდი ევრო გამოიყო. აკადემიური კორპუსი, სტუდენტური საცხოვრებელი და სხვა დამხმარე კორპუსების ნაწილი დასრულებულია, ნაწილის მშენებლობა კი 4-5 წელიწადში დასრულდება.

 

 

ბათუმის სტადიონი გაიხსნა

 

 



14 წლიანი მოლოდინის შემდეგ ბათუმის სტადიონი გაიხსნა. ბათუმში სტადიონი 2006 წელს დაანგრიეს და მას შემდეგ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და ისტორიული გუნდი, ბათუმის „დინამო“ საკუთარი სტადიონის გარეშე დარჩა. ბევრი დაპირების და გამართული ტენდერის მიუხედავად, მშენებლობა მხოლოდ 2017 წელს დაიყო და 2020 წლის აგვისტოში დასრულდა. სტადიონი 20 000 მაყურებელზეა გათვლილი და უეფას IV კატეგორიის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. სტადიონის მშენებლობა აჭარის ბიუჯეტიდან, დაახლოებით 141 მლნ ლარით დაფინანსდა.

 

 

ხაშურის შემოვლითი, 13 კმ-იანი გზა გაიხსნა.

 



 

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის პროექტის ნაწილი – ხაშურის შემოვლითი გზა გაიხსნა. ახალი გზის საშუალებით გადაადგილების დრო 40-50%-ით შემცირდა და მგზავრობა არსებულ გზაზე 20 წუთის ნაცვლად, 10 წუთშია შესაძლებელი.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით და ევროკავშირის ფინანსური გარანტიით განხორციელდა და 133 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო მსოფლიო ბანკის (WB) ფინანსური მხარდაჭერის წილი პროექტში 50 მლნ ლარია.


 

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდა



 

 ჭავჭავაძის გამზირი მრავალთვიანი რეაბილიტაციის შემდეგ, 2020 წლის პირველ აგვისტოს, საბოლოოდ გაიხსნა. ქუჩაში გასულ მოქალაქეებს მნიშვნელოვანი ცვლილებები დახვდათ. რეაბილიტაციის დასრულების პარალელურად შეიცვალა სატრანსპორტო გადაადგილების სქემამაც.

 

 

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი გაიხსნა



 

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი გაიხსნა. 60 ჰექტარზე გაშენებული ბაღი, ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას აერთიანებს.  შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში, 18 ჰექტარზე გაშენდა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან გადმორგული 29 უნიკალური სახეობის 200-ზე მეტი გიგანტური ხე.  42 ჰექტარზე კი, მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან, წლების განმავლობაში შემოტანილი სხვადასხვა ეგზოტიკური სახეობის ათასობით ხე-მცენარეა წარმოდგენილი. მცენარეთა უნიკალურ კოლექციასთან ერთად, პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს, რომელთა უმეტესობა წითელ ნუსხაშია შეტანილი. პროექტის ღირებულება 10 მლნ ლარზე მეტია.

  

 

კურორტ წყალტუბოს გენერალური გეგმა ექნება




 

კურორტ წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფცია რამდენიმე თვეში ექნება, შესაბამის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა. მას შემდეგ რაც „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა „წყალტუბოს აღორძინების“ გეგმას ჩაუყარა საფუძველი, ეს კურორტის ახალ სიცოცხლისთვის გადადგმული ერთადერთი ქმედითი ნაბიჯია. საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომელიც ითვალისწინებდა წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის შემუშავაბას, კომპანია „ბაუ დიზაინმა“ გაიმარჯვა. კომპანიის მიერ წარმოდგენილი გუნდი დაკომპლექტებულია როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ექსპერტებითა და დარგის სპეციალისტებით. მათ შორისაა Cushman & Wakefield-ის ადგილობრივი გუნდი და კომპანიის საერთაშორისო პარტნიორი ფრედერიკ ლე ფიშუ.

 

 

 

იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკი მოეწყობა


 



კომერსანტის ექსკლუზივი დადასტურდა, ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკი მოეწყობა.ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ყოფილი იპოდრომის ტერიტორია საჩუქრად, უსასყიდლოდ თბილისის მუნიციპალიტეტს გადაეცა. ფონდი „ქართუმ“ ვალდებულება აიღო, უახლოეს პერიოდში ამ ტერიტორიაზე ახალი მულტიფუნქციური სარეკრეაციო ზონა მოაწყოს. პროექტზე ჰოლანდიური კოპანია მუშაობს და მშენებლობა რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდება. დედაქალაქის მერის განცხადებით პროექტის განხორციელებას დაახლოებით 3 წელი დასჭირდება.


 

ლანჩხუთი ევროპაში


 


ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ შესახებ საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ახლახანს შეიტყო. მაშინ, როცა რუმინული კლუჟი დაამარცხეს და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდნენ. ქართული ფეხბურთის ისტორიაში „ლანჩხუთი“ გახდა პირველი გუნდი, რომელმაც უეფას საკლუბო ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი მოიგო. თუმცა „ლანჩხუთი“ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის შვედურ „როსენგარდთან“ დამარცხების შემდეგ გამოეთიშა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up