2019 წლის პოზიტიური მოვლენები

2019 წლის პოზიტიური მოვლენები

access_time2019-12-30 18:30:21

2019 წელი საქართველოსთვის ერთ-ერთი რთული წელი იყო თავისი გამოწვევებით და კრიზისებით. მაგალითად, საპარლამენტთაშორისო ასამბლეას რუსეთის დუმის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სავარძელიდან უძღვებოდა, შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული არჩევნების კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა და ჩააგდო,  ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარი გამოწვევად კვლავ სიღარიბე რჩება. მოკლედ, მომხდარი მოვლენების სია, რომელმაც ქვეყანა მძიმე სოციალურ- ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩააგდო დიდია თუმცა, ამჯერად „კომერსანტი“ 2019 წლის პოზიტიური მოვლენებს  გაგაცნობთ:

 

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ფრენები Ryanair-მა დაიწყო


 


მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა და ცნობილმა ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა ნოემბერში საქართველოს ბაზარზე ოპერირება ერთდროულად ორ აეროპორტში დაიწყო.  პირდაპირი ავიარეისები სრულდება მილანი-თბილისის მიმართულებით და ქუთაისიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით. პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 6 ნოემბერს შესრულდა, მომხმარებლებს Ryanair-ის ბილეთების შეძენა €16.99-დან შეეძლოთ.

 

საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა



2019 წლის 27 ნოემბრიდან საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყანა საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარეობას ჩაიბარებს. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავდნენ, თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა  საკუთარი წვლილი შეიტანოს ორგანიზაციის ღირებულებებისა და პრინციპების დაცვაში. ევროპის კონტინენტზე დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის ხელშეწყობით, ინსტიტუციების განმტკიცებითა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებით, საქართველო, როგორც ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, ადასტურებს მის ერთგულებას ევროპის საბჭოს ძირითადი პრინციპების მიმართ.


საქართველომ თავმჯდომარეობისთვის ოთხი პრიორიტეტი განსაზღვრა: 1. ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა; 2. სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; 3. ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება; 4. დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

 

საქართველო 2021 წლის ევრობასკეტს უმასპინძლებს




 

საქართველოში ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩები ჩატარდება. ტურნირი ოთხ ქვეყანაში ჩატარდება - ჩეხეთში (ჯგუფური ეტაპი), საქართველოში (ჯგუფური ეტაპი), იტალიაში (ჯგუფური ეტაპი) და გერმანიაში (ჯგუფური ეტაპი + დასკვნითი ნაწილი). 2021 წლის ევრობასკეტი სტარტს 17 აგვისტოს აიღებს და 29 აგვისტომდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობას 24 გუნდი იღებს.

 

საქართველოში ჰოლივუდური ბლოკბასტერი „ფორსაჟი 9“  გადაიღეს

 



პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ჰოლივუდის კინომწარმოებელმა კომპანიამ UNIVERSAl PICTURES-მა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმის Fast and Furious 9 (ფორსაჟი 9) ეპიზოდი გადაღო. ფილმის ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღება 19 აგვისტოს დაიწყო და 20 სექტემბერს დასრულდა. „ფორსაჟი 9“-ის გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგებოდა, აქედან 425 ადგილობრივი პერსონალი იყო. საქართველოში გადაღებების წარმოებისათვის ბიუჯეტი 32 მილიონამდე ლარით იყო განსაზღვრული. აღსანიშნავია, რომ გადასაღებ მოედანზე ქართული წარმოების მრავალ ფუნქციური ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდა.

 

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო




2019 წელს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. მოსამზადებელი სამუშაოები გულისხმობდა მისასვლელი გზების მომზადებას, ხიდების მშენებლობასა და იმ ინფრასტრუქტურის შექმნას, რომელიც აუცილებელია ძირითადი სამუშაოების დაწყებისთვის. „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობა სვანეთის რეგიონში, კერძოდ მდინარე ნენსკრაზე, ჭუბერის ხეობაშია დაგეგმილი. მისი სიმძლავრე 280 მეგავატი იქნება. იგი საშუალებას მოგვცემს მივიღოთ დამატებითი 1,200 000 000 კილოვატი საათი ენერგია წლის განმავლობაში. ჰესი ექსპლუატაციაში 2025 წლისთვის შევა. შეგახსენებთ, რომ ნენსკრა ჰესის“ ჯამური ინვესტიცია 600 მილიონ დოლარს შეადგენს.

 

საქართველომ აზიური ფაროსანა დაამარცხა

 



საქართველომ 2,5-წლიანი ბრძოლის შემდეგ აზიური ფაროსანა დაამარცხა. ბოლო წლებში, სახელმწიფოს მიერ ჩატარებული მასშტაბური სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნადაა შემცირებული მავნებლის რაოდენობა და სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის მიყენებული ზარალი. 2019 წელს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონიძიებები დასავლეთ საქართველოს 391 ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა. აჭარაში, გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდა 282 930 ჰექტარი; ცივი შესხურებით - სოფლების, სიმინდის ყანების და ტყის პერიმეტრის 141 611 ჰექტარი ფართობი. სოფლების ტერიტორიებზე განთავსდა 4 346 ფერომონი, ხოლო ტყის პერიმეტრებზე 91 999 „მოიზიდე და გაანადგურე სადგური. აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2016 წლის შემოდგომაზე გავრცელდა და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სოფლის მეურნეობას. აღსანიშნავია, რომ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს სახელმწიფო მომავალ წელსაც გეგმავს.

 

  ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა უკვე დაიწყო

 



ქუთაისი ოფიციალურად დაიბრუნებს ავტომშენებელი ქალაქის სტატუსს, თანაც უძველესიდან პირდაპირ სუპერთანამედროვეზე გადაერთვება და დაიწყებს როგორც ჩინური, ისე სრულად ქართული, ზვიად ციკოლიას დიზაინით შექმნილი ელექტრომობილების წარმოებას წარწერით: Made in Georgia! ქართული ინდუსტრიული ჰოლდინგი Aigroup ქუთაისში 100 ჰა ფართობზე აშენებს ინდუსტრიულ კომპლექსს, სადაც ელექტრომობილების საწარმოს გარდა, იმუშავებს მზის პანელების და სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქტების საწარმოებიც. ყველა მათგანის ამუშავების შემდგომ კომპლექსში 3000-მდე კაცი დასაქმდება და როგორც კომპანიაში ამბობენ, 100% ადგილობრივი მცხოვრები იქნება. საწყის ეტაპზე დაახლოებით 300 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება და მისი ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში ბაზარზე 5000 ელექტრომობილი გამოვა. ელექტრომობილების წარმოების დაწყების შესახებ მემორანდუმი 2019 წლის მაისში გაფორმდა მემორანდუმის მიხედვით 4 მოდელის ელექტრო-ავტომობილის წარმოება იგეგმება. ესენია : „New EADO EV460 Sedan“, “New EADO Hatchback”, “Benni-EV360”, “CS55 EV”.  

 


ბაჩო ადამია




დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-06-18 21:00:37
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:     1. ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესების წილი გენერაციაში 19%-ს აჭარბებს     ენგურჰესის გამომუშავება რეაბილიტაციის შემდეგ, მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 98%-ით გაიზარდა და 404 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია. ძირითადად მის ხარჯზე, 24%-ით 1.221...

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-06-18 18:00:43
18 ივნისის ვაჭრობის შედეგად სებ–ის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 9 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 110 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.1681 ლარი გახდა (ეს კურსი 19 ივნისს შევა ძალაში). 18 ივნისს მოქმედი...

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“
access_time2021-06-18 15:55:24
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, („საყდრისის კომიტეტი “, „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმები “) დაბა კაზრეთში „არემჯის “გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. მინისტრმა რეგულარული მონიტორინგის ფარგლებში „არემჯი კოპერის“ #4 ფუჭი ქანების სანაყაროს...

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს
access_time2021-06-18 15:18:53
საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე პარტნიორი საინვესტიციო ბანკების დახმარებით, 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების  მწვანე ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. კომპნიის ცნობით, საპროცენტო განაკვეთი 7 წლის ვადით 4%-ით განისაზღვრა.  „ახალი ობლიგაციებით...

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა
access_time2021-06-18 20:00:07
Google-ის თანადამფუძნებლის სერგეი ბრინის მეუღლე ანა ვოიჟიტოვსკი მილიარდერი გახდა მას შემდეგ, რაც მისი კომპანია 23andMe, რომლის პროფილიცაა გენეტიკური ტესტირება, ბირჟაზე გავიდა.   ამ დროისთვის ის უკვე იყო მულტიმილიონერი - 2020 წელს მან ამერიკის ყველაზე მდიდარ self-made ქალ-მეწარმეებს შორის 49–ე ადგილი დაიკავა - ამ კატეგორიაში შედიან ქალები, რომლებიც თავისით და არა მეუღლეებთან გაშორებით ან მემკვიდრეობის მიღებით გამდიდრდნენ.   23andMe ბირჟაზე...


მსგავსი სიახლეები

up