2019 წლის პოლიტიკური პერფორმანსები

2019 წლის პოლიტიკური პერფორმანსები

access_time2019-12-28 16:00:47


2019 წლის პოლიტიკური პერფორმანსები

პოლიტიკა

პუბლიკა avatar

პუბლიკადეკემბერი, 2019

Article main image

მძიმე პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პროცესების გარდა, 2019 წელი პოლიტიკური პერფორმანსებითაც გამორჩეული იყო. წარმოგიდგენთ, „პუბლიკის“ შეფასებით, წლის პოლიტიკურ პერფორმანსებს:

სალომე ზურაბიშვილი წმინდა ნინოს ჯვრით

1 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღე ფოკის მამათა მონასტერში აღნიშნა. შემდეგ კი წმინდა ნინოს ჯვრით ხელში მომლოცველებს გაუძღვა და მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.

მსვლელობის ამსახველი ფოტოები პრაზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა, რასაც სოციალურ ქსელში არაერთი სახალისო ფოტო და ვიდეომონტაჟით შექმნილი ვიზუალური მასალა მოჰყვა.

ლგბტ დროშა ლევან ვასაძის თავზე

8 ივლისს რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ შეკრებილ ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების აქციას ლგბტ+ თემის დროშამ გადაუფრინა.

„ქართული მარში“, ლევან ვასაძის მხარდამჭერი და სხვა ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ „ღირსების მარშს“ აპროტესტებდნენ და „გარყვნილების პროპაგანდის აკრძალვას“ ითხოვდნენ. სწორედ ამ დროს აქციის თავზე ლგბტ+ დროშიანი დრონი გამოჩნდა.

გახარიას ბიუსტი


24 ივნისს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე მაშინ ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას ბიუსტი მიიტანეს. აქციის მონაწილეებმა ბიუსტს ცალი თვალი წითელი ნაჭრით აუხვიეს. გიორგი გახარიას ბიუსტი ღილაკზე თითის დაჭერით ბოდიშს იხდის.

გიორგი გახარიას ბიუსტი 2018 წელს კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის წლისთავისთვის მოამზადეს აქტივისტებმა და პირველად პარლამენტთან 2019 წლის მაისში მიიტანეს.

ჩუსტები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

24 ივლისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დაწყების წინ საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჩუსტები მიიტანა.

ანა დოლიძის თქმით, ჩუსტები იმის აღსანიშნავად მიიტანა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არასამუშაო საათებში ტარდება გასაუბრებები და შრომითი უფლებები ირღვევა.

შმაქსი

3 ოქტომბერს პოლიტიკურმა პარტიამ „გირჩი“ მძღოლებს, რომლებიც რეგულაციების გამო ვეღარ ტაქსაობენ „შმაქსაობა“ შესთავაზა. პარტიის ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ სწორედ ამ დღეს „შმაქსის„ პრეზენტაცია გამართა და თქვა,  რომ „შმაქსი“ საგანმანათლებლო პროექტია. „შმაქსაობით“ ბევრი მძღოლი დაინტერესდა და როგორც პარტიაში ამბობდნენ, 24 ოქტომბერს თბილისში უკვე 420 „შმაქსისტი“ მოძრაობდა.

არჩილ თალაკვაძე ბოქლომით

14 ნოემბერს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩააგდო, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებას ითვალისწინებდა. კანონპროექტის ჩაგდებას პროტესტი მოჰყვა. პარლამენტის პიკეტირების დროს სიმბოლურად პარლამენტის შესასვლელ ჭიშკარს აქტივისტებმა ბოქლომები დაადეს.

18 ნოემბერს საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირების მეორე დღეს სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო. მათ წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი. აქციის დაშლის შემდეგ მმართველი პარტიის წევრებმა პარლამენტში სპეცრაზმის დახმარებით შესვლა შეძლეს, სადაც ბიუროს სხდომა უნდა გამართულიყო. სწორედ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მიიტანა ბოქლომი და აქციის მონაწილეებს მიმართა: „მე მინდა, მათ სამახსოვროდ გადავცე და დავუბრუნო ეს გაჭრილი ჯაჭვი“,- თქვა თალაკვაძემ.

ვხედავ მეცხვარეს

25 ნოემბერს „გირჩის“ მხარდამჭერებმა ფოტომონტაჟით დამზადებული ბიძინა ივანიშვილის „ხატებით“ და წარწერებით „წმინდა ბიძინა“, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცეტრთან აქცია-პერფორმანსი გამართეს.

აქტივისტებმა ბიძინა ივანიშვილს უმღერეს ვხედავ მეცხვარეს. როგორც აქტივისტები ამბობდნენ, პერფორმანსი „მეფე ბიძინას ვუმღეროთ თავის რეზიდენციასთან“ იმავე სტილში გამართეს, როგორც მღვდლობაშეჩერებულ ბერ ნიკოლოზს (ნარიმან მაქარაშვილი) მრევლი.

სუნი პარლამენტში

12 დეკემბერს პლენარულ სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების უვადოდ არჩევაზე კენჭისყრა უნდა გამართულიყო, ასევე, ნიკა მელიასთავის უფლებამოსილების შეჩარებაზე უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება, სხდომა უსიამოვნო სუნის გამო შეწყდა და პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს სთხოვა უსაფრთხოების გამო დარბაზი დაეტოვებინათ. სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „სირცხვილიამ” აიღო.  სისტემა ყარს”, –  ამის შესახებ მოაძრაობა საკუთარ facebook-გვერდზე წერდა.

თემიდას გაშიშვლება

16 დეკემბერს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრმა გოგი წულაიამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან პერფორმანსი მოაწყო. პერფორმანსი უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას ეძღვნებოდა. გოგი წულაიას თქმით, სასამართლო ქვეყანაში გაუპატიურებული და ღირსებააყრილია.

 

პუბლიკა




„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში

„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში
access_time2020-08-09 15:01:24
ივნის-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბეკო საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა.   „თუ 2020 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებს, წინა წლის 7 თვეს შევადარებთ, გეტყვით, რომ აქ გაყიდვების მხრივ სიტუაცია იგივე დონეზეა. ეს კი პანდემიის პირობებში კარგი მაჩვენებელია. ზაფხულში მაჩვენებლები უფრო დამაიმედებელია, მეტიც, იანვარ-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა. გაყიდვების ზრდას ხელს უწყობს ისიც, რომ წელს 3 ახალი მაღაზია...

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი
access_time2020-08-09 20:00:07
ე.წ. დიდი ლოქდაუნისას გაუაფებული ბენზინი საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირების გზას დაადგა. კერძოდ, 29 ივლისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი...

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა
access_time2020-08-09 18:00:10
  შვედეთმა თავისი ეკონომიკა 1980 წლის შემდეგ რეკორდული ვარდნისგან ვერ დაიცვა  - კარანტინზე და თვითიზოლაციაზე უარის თქმის მიუხედავად, ქვეყნის მშპ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,8%-ით შემცირდა  - ასეთია შვედეთის სტატისტიკის სამმართველოს მონაცემები.   პირველ კვარტალთან შედარებით ვარდნა თითქმის ანალოგიურია - 8,6%.   ასევე მკვეთრად დაეცა ექსპორტი და ამავე დროს მასშტაბური ფინანსური დახმარების პროგრამების მიუხედავად,...

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა
access_time2020-08-09 16:00:20
აფხაზეთში ნამდვილი კრიპტო-ციებ-ცხელებაა. ეს ძალიან მარტივად იხსნება - კერძოდ კი, ელექტროენერგიაზე ფანტასტიურად დაბალი ტარიფებით.   ერთი კილოვატი ელექტროენერგია აფხაზეთში 1 ცენტზე ოდნავ მეტი ღირს - დანარჩენი მსოფლიოსთვის წარმოუდგენელი ფასი. გასაგებია, რომ ის კრიპტოფერმებს იზიდავს, და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება - მხოლოდ ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა, ჯამურად კი მათი რაოდენობა 8000-ს აღწევს.   ისინი მიტოვებულ შენობებში,...

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება
access_time2020-08-09 13:40:12
Facebook-ის აქციების ღირებულება რეკორდულ დონეზე  - 225, 8 დოლარამდე გაიზარდა - ეს უმსხვილესი კომპანიების მხრიდან სოციალურ ქსელში რეკლამაზე ბოიკოტის და კონგრესში მიმდინარე ანტიმონოპოლიური გამოძიების ფონზე ხდება. ყველა ამ უსიამოვნების მიუხედავად, სოციალური ქსელის აუდიტორია და მოგებაც პროგნოზირებულზე მეტად იზრდება. ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციები 7%-ით გაძვირდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წლის მანძილზე Facebook-ის...


მსგავსი სიახლეები

up