2019 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში საქართველოს მომხმარებელთა დაახლოებით ერთ მესამედს  კიბერსაშიშროება დაემუქრა

2019 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში საქართველოს მომხმარებელთა დაახლოებით ერთ მესამედს კიბერსაშიშროება დაემუქრა

access_time2019-11-13 11:15:19


კომპანია „კასპერსკის ლაბორატორიის" წარმომადგენლობა საქართველოში ინფორმაციით, მიმდინარე წლის სამი კვარტალის განმავლობაში, პერსონალურ კომპიუტერების მფლობელ ქართველი მომხმარებელთა 30%-ს ერთხელ მაინც დაემუქრა სხვადასხვა ტიპის ინტერნეტ საფრთხეები, ხოლო 32%-ს კი თავს დაესხნენ ეგრეთ წოდებული ლოკალური საფრთხეები - მავნე პროგრამები, რომლებიც კომპიუტერში აღწევენ არა ინტერნეტის საშუალებით, არამედ სხვადასხვა მოსახსნელი მედიისგან. მაგ: ფლეშ დრაივები, გარე მყარი დისკები და ა.შ. გარდა ამისა, საქართველოში მობილური მოწყობილობების მფლობელების დაახლოებით 1%-ი პირისპირ აღმოჩნდა მავნე პროგრამულ უზრუნველყოფასთან. ამის შესახებ მოწმობენ „კასპერსკის ლაბორატორიის“ მონაცემები.


კიბერსაშიშროება აქტუალურია არა მხოლოდ სახლის მოწყობილობის მომხმარებლებისთვის. ქართული კომპანიების თანამშრომლებს შორის, იმ თანამშრომელთა პროცენტული მაჩვენებელი, ვინც 2019 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით ინტერნეტში განიცადა მავნე პროგრამების თავდასხმის მცდელობა ადგენს 10% -ს. ლოკალური საფრთხეების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია და ადგენს 20%-ს.


როგორც „კასპერსკის ლაბორატორიის" წარმომადგენლობაში აცხადებენ, აქტიურად იზრდება კრიპტოგრაფებისა და გამომძალველების რიცხვიც. ამგვარად, გასული წლის შუა პერიოდში (2018 წლის მეორე კვარტალი) კომპანიამ მთელს მსოფლიოში აღმოაჩინა ასეთი მავნე პროგრამების დაახლოებით 7, 5 ათასი ნიმუში. ხოლო 2019 წლის მეორე კვარტლის შედეგების მიხედვით, მათი რიცხვი უკვე 16 ათასს აღწევდა. საქართველოში ბოლო სამი კვარტლის განმავლობაში დაახლოებით 222 მომხმარებელი შეეჯახა თავდასხმებს კრიპტოგრაფების მხრიდან.



„კიბერდამნაშავეებისათვის თავდასხმის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია ფიშინგი. ეს არის ყალბი ვებ-გვერდების შექმნა ან ყალბი ელ.ფოსტის გაგზავნა, რაც შეიძლება მაქსიმალურად ემთხვეოდეს ცნობილი კომპანიებისა და მომსახურებების ლეგიტიმური რესურსებსა და შეტყობინებებს. ამრიგად, კიბერდამნაშავეები ცდილობენ შეასუსტონ მომხმარებლის სიფხიზლე, გამოიწვიონ მისი ინტერესი მიღებული წერილის ან ღია გვერდის მიმართ და აიძულონ მათ ჩამოტვირთვონ მავნე პროგრამა ან გაიზიარონ კონფიდენციალური ინფორმაცია.საქართველოში 2019 წლის სამი კვარტლის განმავლობაში კომპანიის გადაწყვეტილებებმა დაბლოკეს ფიშინგურ გვერდებზე გადასვლის 108 ათასზე მეტი მცდელობა“-აღნიშნავენ „კასპერსკის ლაბორატორიის" წარმომადგენლობაში. 


ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თავდამსხმელები იყენებენ სხვადასხვა შეტევების ვექტორებს და აქტიურად აუმჯობესებენ მათ ინსტრუმენტს. ამიტომ თანამედროვე მომხმარებლებს ყოველთვის სჭირდებათ სიფხიზლე. მხოლოდ ერთი ანტივირუსი უკვე დიდი ხანია რაც საკმარისი არ არის. ჭეშმარიტად საიმედო დაცვა უნდა იყოს კომპლექსური და ისეთ ტექნოლოგიებს უნდა მოიცავდეს, რომელთაც შეეძლებათ მოიგერიონ როგორც ფიშინგი, ასევე პროგრამა-გამომძალველები.


„კასპერსკის ლაბორატორიის" წარმომადგენლობაში განმარტავენ, რომ კიბერ საფრთხეებისგან თავის დასაცავად, ექსპერტები რეკომენდაციას იძლევიან, რომ მომხმარებლებმა დაიცვან რამდენიმე ძირითადი წესი: არ გადავიდნენ წერილებიდან, შეტყობინებებიდან ან SMS-დან საეჭვო ბმულებზე, რეგულარულად დააინსტალირონ განახლებული ოპერაციული სისტემა და ჩამოტვირთონ პროგრამები მხოლოდ ოფიციალური მაღაზიებიდან. ასევე აუცილებელია ყველა აკაუნტის რთული და განსხვავებული პაროლის გამოყენება, რეგულარულად უნდა გაკეთდეს მნიშვნელოვანი მონაცემების სარეზერვო ასლები, არუნდა მიეცეს პროგრამებს ისეთი ფუნქციები, რომლებიც არ გჭირდებათ და დააინსტალირეთ საიმედო უსაფრთხოების გადაწყვეტა, მათ შორის მობილური მოწყობილობებისთვისაც.


თავის მხრივ, ორგანიზაციებს, მათ შორის, საშუალო და მცირე ბიზნესის სეგმენტიდან, რეკომენდაცია ეძლევათ ჩაატარონ კიბერ-ცოდნის ტრენინგები თანამშრომლებისთვის, სადაც ისინი შეისწავლიან ციფრული გარემოში უსაფრთხო ქცევის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ინფორმაციის დაკარგვისა ან გაჟონვის შემთხვევებში რეზერვული ასლების გაკეთებას ან ფაილების გაშიფრვას. ასევე მიზანშეწონილია, რომ რეგულარულად განაახლოთ პროგრამა, რათა თავი აარიდოთ ღია დაუცველობას და აირჩიოთ შესაბამისი უსაფრთხოების გადაწყვეტილება მოსახერხებელი მენეჯმენტით და შემოწმებული უსაფრთხოების მახასიათებლებით.


„კომერსანტი“




კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება

კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება
access_time2019-12-15 11:00:41
კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება და მის ნაცვლად, უცხო სახელმწიფოში ეკონომიკურ საკითხებზე საქმიანობის განხორციელება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს დაეკისრება. შესაბამისი ცვლილებები „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება 16 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე...

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ყველა მთავრობის წყევლაა, მისი გაუქმება პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია“

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა  ყველა მთავრობის  წყევლაა, მისი გაუქმება პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია“
access_time2019-12-15 10:00:50
რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა, გიორგი ხიშტოვანმა ქართულ ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა შეაფასა და 2020 წლის პერსპექტივები ისაუბრა. მისი თქმით, ლარის გამყარებაზე დადებითი როლი რამდენიმე ფაქტორმა ითამაშა. გიორგი ხიშტოვანი საზოგადოების მხრიდან ეროვნული ბანკის მიმართ ნდობის გაზრდაზე საუბრობს და ამბობს,რომ ლარის გამყარება ეკონომიკურ მაჩვენებლებში არსებულ კონკრეტულ ცვლილებებთან არ არის...

მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია აუქციონზე 7.5 მლნ ლარად გაიყიდა

მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია აუქციონზე 7.5 მლნ ლარად გაიყიდა
access_time2019-12-14 15:00:33
კამპანია „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია ელექტრონულ აუქციონზე ცოტა ხნის წინ გაიყიდა. აუქციონის საწყისი ფასი 1 840 000 ლარი იყო, თუმცა ვაჭრობის შედეგად ყოფილი რეზიდენცია 7 510 000 ლარად გაიყიდა. რეზიდენცია კომპანია „აი ღვინის სახლმა“ იყიდა. კომპანიის  მფლობელი ყოფილი სპორტსმენი და მოქმედი ბიზნესმენი ბენო ქაშაკაშვილია.   ქაშაკაშვილი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველია . ბიზნესმენმა...

საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა

საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა
access_time2019-12-14 11:00:58
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე საქართველოში პირველი, ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა, პროექტირების სამუშაოები უკვე დასრულებულია. ხის კენწეროების ბილიკები მოიცავს კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს. მსგავსი ბილიკები მხოლოდ მსოფლიოს წამყვან ეროვნულ პარკებშია. ბილიკი, წინასწარი გათვლებით 1 წლის განმავლობაში 60 000 – 100 000 ადამიანის მასპინძლობას შეძლებს. პროექტის მიხედვით, ბილიკი წრიული იქნება და მისი სიგრძე 500 მეტრი...

საქართველოს აეროპორტებში უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდებისათვის ხმაურის მოთხოვნები დაინერგება

საქართველოს აეროპორტებში უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდებისათვის ხმაურის მოთხოვნები დაინერგება
access_time2019-12-14 20:00:22
2020 წელს ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (GCAA) გეგმავს საქართველოს აეროპორტებში უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდებისათვის ხმაურის მოთხოვნების დანერგვას, აღნიშნულის შესახებ განცხადებას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან კარანაძე აკეთებს. კარანაძის თქმით, აღნიშნული წესის მიზანია საქართველოს აეროპორტებში საჰაერო ხომალდების ექსპლუატირების დროს ხომალდის...


მსგავსი სიახლეები

up