„2019 წლის პირველ კვარტალში საწვავის ფასები ლიტრზე  შესაძლოა 30–50 თეთრით შემცირდეს“

„2019 წლის პირველ კვარტალში საწვავის ფასები ლიტრზე შესაძლოა 30–50 თეთრით შემცირდეს“

access_time2019-01-04 19:00:07

„2019 წლის პირველ კვარტალში არის საფუძვლიანი მოლოდინი, რომ საწვავის ფასები ლიტრზე დაახლოებით 30–50 თეთრით შემცირდება“–ამის შესახებ „კომერსანტთან“ ბიზნესის ანალიტიკოსმა ჯაბა თარიმანაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2019 წელს ბენზინის გაიაფებაა მოსალოდნელი.“ფასები ბენზინზე დაბალია და მოსალოდნელია, რომ 2019 წელს კლების ტენდენცია შენარჩუნდეს, რაც ძალიან კარგია!” - წერს აშშ-ის პრეზიდენტი Twitter-ზე.


თარიმანაშვილი აცხადებს, რომ საწვავის გაიაფების მოლოდინი ამერიკის მსგავსად საქართველოშიც იქნება.


მისი შეფასებით, ნავთობისთვის 2018 წელი ხმაურიანი იყო. ოქრომბრისთვის ნავთობის ფასები ოთხი წლის მაქსიმუმიდან, მომდევნო თვეებში 30$–ით შემცირდა. ჭარბი მიწოდებისა და მოთხოვნის წონასწორობის ძიებაში, არასტაბილური ვითარება 2019 წლის განმავლობაშიც გაგრძელდება.


როგორც თარიმანაშვილი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკური რისკების გათვალისწინება და იმ ფაქტორების, რომლებმაც შეიძლება შეამცირონ გლობალური ეკონომიკური ზრდა და ნავთობზე მოთხოვნა.




„ავსტრიის ქალაქ ვენაში, 2018 წლის დეკემბრის დასაწყისში, ოპეკ–ის წევრების შეხვედრისას სამი ლიდერი სახელმწიფო გამოიკვეთა. კერძოდ რუსეთი, საუდის არაბეთი და აშშ., რომელთა ნავთობის მოპოვება აღემატება დანარჩენი 15 წევრის მოპოვების მოცულობებს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი და საუდის არაბეთი ოპეკის წევრ და 10 არაწევრ სახელმწიფოსთან ერთად, ნავთობის მოპოვების შემცირებით ცდილობენ გლობალურად ნავთობის ფასების აწევას, პრეზიდენტი ტრამპი აქტიურად უჭერს მხარს ფასების კლებას. შესაბამისად აშშ–ს ფიქლის ნავთობის მოპოვება რეკორდულ ნიშნულზეა.



მიმდინარე ფასების პირობებში, საქართველოში ძირითადი პროდუქტების: ევრო დიზელის ფასი ლიტრზე 2.10 ლარის ფარგლებში, ხოლო რეგულარის ტიპის ბენზინის ფასი ლიტრზე 1.90 ლარის ფარგლებში უნდა იყოს“–აღნიშნავს თარიმანაშვილი.



მისივე შეფასებით, აუდიტირებული ანგარიშგების მიხედვით იმპორტიორებისთვის საკმაოდ დიდი ზარალის მომტანი იყოს ვალუტის კონვერტაციისას გაწეული ხარჯი. აუცილებელია ეროვნულმა ბანკმა დააწესოს ზღვარი ვალუტის გაცვლის სპრედზე, რადგან იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყანაში ბანკების მიერ დაწესებული სპრედი 3–4 თეთრის ფარგლებში ბიზნესს ახრჩობს.



გარდა ამისა, აუცილებელია კონვერტაციების ნაკადი მხოლოდ ოფიციალური არხებით განხორციელდეს, რაც შეამცირებს ლარის რყევებს. ამავე დროს კონვერტაციის სპრედი ბანკებში უნდა შემცირდეს 0.5–1 თეთრამდე, ისევე როგორც ამას დღეს ბანკების მაგივრად მეორადი ვალუტის გაცვლის ბაზარი – სავალუტო ჯიხურები სთავაზობენ.



GlobalPetrolPrices-ის მონაცემების მიხედვით, ლიტრი ბენზინი ამერიკის შეერთებულ შტატებში 69 ცენტია.დღევანდელი მონაცემებით, ბენზინის ფასი ყველაზე მაღალი ჰონგ-კონგშია - $2.01. ყველაზე დაბალი კი, საწვავი ირანში ($0.29), სუდანსა ($0.13) და ვენესუელაში ($0.01) ღირს.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 





ვენეცია დაიტბორა - ქუჩები და ისტორიული ადგილები წყლით არის დაფარული

ვენეცია დაიტბორა - ქუჩები და ისტორიული ადგილები წყლით არის დაფარული
access_time2019-11-13 20:51:02
ვე­ნე­ცი­ა­ში წყალ­დი­დო­ბაა - წყლის დონე რე­კორ­დულ მაჩ­ვე­ნე­ბელს მი­უ­ახ­ლოვ­და. ევ­რო­ნი­უ­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მერ­მა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და, ის ფიქ­რობს, რომ სტი­ქია კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა. „ეს კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბის შე­დე­გია, ძა­ლი­ან ძვი­რად დაგ­ვიჯ­დე­ბა,“ - და­წე­რა ლუ­ი­ჯი ბრუ­გა­ნომ „ტვი­ტერ­ზე“. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყლის დო­ნემ ორ­შა­ბა­თის­თვის 187 სმ-ს მი­აღ­წია, რაც სულ ოდ­ნავ ჩა­მორ­ჩე­ბა...

„საზოგადოების გადაგდების მცდელობა“- რა საჭიროა პარლამენტში მაჟორიტარები?

„საზოგადოების  გადაგდების მცდელობა“- რა საჭიროა პარლამენტში მაჟორიტარები?
access_time2019-11-13 21:30:36
პარლამენტმა საარჩევნო ცვლილების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადადო.აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს სხდომაზე უმრავლესობის ლიდერთან, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ აცნობა.   მანამდე კი, რუსთაველზე საპროტესტო აქციებისა და 20 ივნისს დემონსტრანტების ძალისმიერი...

ონლაინ მედია რეიტინგებში „კომერსანტი“ მე-10 ადგილზეა

ონლაინ მედია რეიტინგებში „კომერსანტი“ მე-10 ადგილზეა
access_time2019-11-13 18:40:00
საქართველოს პირველი არხის ანალიტიკურმა სამსახურმა ჩაატარა კვლევა, რომელიც ეყრდნობა საერთაშორისო მთვლელის alexa.com-ის, ასევე youtube.com-ისა და google analytics-ის მონაცემებს.ALEXA.COM არის გლობალური სარეიტინგო სისტემა, რომელიც ახდენს მსოფლიოში არსებული ვებგვერდების რანგირებას სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით. იგი წარმოადგენს საიტების შედარებითი ანალიზის ინსტრუმენტს, რომელსაც...

გორში რე|ბანკის ფილიალი გაიხსნა

გორში რე|ბანკის ფილიალი  გაიხსნა
access_time2019-11-13 16:10:25
გორში რე|ბანკის, პაშა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების ქვე-ბრენდის, ფილიალი გაიხსნა. დღეიდან მომსახურების მიღებას მომხმარებლები უკვე ქალაქ გორში, სტალინის გამზირზე #13-ში შეძლებენ. თბილისში რე|ბანკის სამი ფილიალი ემსახურება მომხმარებლებს შემდეგ მისამართებზე: ომარ ხიზანიშვილის ქ. #15, ჯავახეთის ქ. #75 და პეკინის გამზ. #19, ასევე ბათუმში - ილია ჭავჭავაძის ქუჩა #53, ქუთაისში - აკაკი წერეთლის ქუჩა #5 და ზუგდიდში მერაბ კოსტავას ქუჩა #54. რე|ბანკი მომხმარებელს სამ ძირითად...

ივანე მაჭავარიანი: 2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს შრომის ანაზღაურება გაეზრდება

ივანე მაჭავარიანი: 2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს შრომის ანაზღაურება გაეზრდება
access_time2019-11-13 16:25:34
2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს გაეზრდება შრომის ანაზღაურება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას. პრეზენტაციის დროს მან ისაუბრა ზოგადი განათლების სისტემაში დასაქმებული პედაგოგებისთვის წელს დაწყებული პროგრამის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ პროგრამამ ასაკით პენსიონერ პედაგოგებს საშუალება მისცა ღირსეული ჯილდოს მიღებასთან ერთად დაეტოვებინათ სისტემა, ამავე დროს, გამოათავისუფლა საათები...


მსგავსი სიახლეები

up