2019 წლის მონაცემებით,ბანკებმა 193 333 596 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება დაისაკუთრეს

2019 წლის მონაცემებით,ბანკებმა 193 333 596 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება დაისაკუთრეს

access_time2019-11-05 15:00:59

2019 წლის მე-3 კვარტალის მონაცემებით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ანგარიშზე ჯამში 193 333 596 ლარის ღირებულების დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება ირიცხება, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (155,3 მლნ ლარი) გაზრდილია. ამის შესახებ ინფორმაცია, კომერციული ბანკების ანგარიშგებაშია აღნიშნული.


2019 წლის მე-3 კვარტალის მდგომარეობით, ყველაზე მეტი ქონება „საქართველოს ბანკმა” დაისაკუთრა. „საქართველოს ბანკის” დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება 83,8 მლნ ლარს უტოლდება, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია (62,4 მილიონ ლარი).


მეორე პოზიციაზეა თიბისი ბანკი”, მის მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება ამავე პერიოდში 59,7 მლნ ლარს უტოლდება, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით (56,1 მილიონ ლარი) ასევე გაიზარდა.


მესამე ადგილზე „ქართუ ბანკია”, რომლის მიერ დასაკუთრებულმა უძრავმა და მოძრავმა ქონებამ 2019 წლის მესამე კვარტალში 24, 4 მლნ ლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ბანკის მიერ დასაკუთრებული ქონება კი 26.8 მილიონი ლარი იყო.


მომდევნო პოზიციაზე 12,7  მილიონი ლარის დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონებით  „ბაზის ბანკია“, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით (8,9 მილიონი ლარი) გაზრდილია.


მეხუთე პოზიციაზე „ვითიბი ბანკი ჯორჯიაა“, რომლის მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება 9,1 მილიონ ლარს შეადგენს. რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით (8,9 მილიონ ლარი) გაზრდილია.




სხვა კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობები ასე გამოიყურება:

სილქ როუდ ბანკი – 648 509 ლარი.

კრედო ბანკი – 316 540 ლარი.

ფინკა ბანკი საქართველო – 225 639 ლარი.

ხალიკ ბანკი საქართველო – 532 487 ლარი.

ტერაბანკი – 1 639 652 ლარი.

ლიბერთი ბანკი – 54 770 ლარი.

ზირაათ ბანკი საქართველო – 95 753 ლარი.

პროკრედიტ  ბანკი – 56 684 ლარი.


2019 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, „იშ ბანკი საქართველოს“ და „პაშა ბანკი საქართველოს“ დასაკუთრებული ქონება არ აქვთ.


ნინო თამაზაშვილი





ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება
access_time2020-05-26 16:00:59
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის...

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ სტუმრებს 8 ივნისიდან მიიღებს

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“  სტუმრებს  8 ივნისიდან მიიღებს
access_time2020-05-26 17:15:05
სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერია” 8 ივნისიდან სტუმრებთან შესახვედრად ემზადება.სასტუმროს გუნდი მოხარულია კვლავ უმასპინძლოს სტუმრებს და აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე – 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმროს გარე სივრცეები: “ივერია ტერასა” და “ივერია კაფე”. მეორე ეტაპზე -15 ივნისიდან სასტუმრო სრული დატვირთვით ამუშავდება, გაიხსნება ღია და დახურული აუზები.მესამე ეტაპზე – 22 ივნისს გაიხსნება იტალიური და აზიური რესტორნები – “ფილინი” და “უმამი” რადისონის ჯგუფისთვის...

„საქართველოს ხელისუფლებამ „გაზპრომთან“ მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -"ნაცმოძრაობას” გიორგი გახარიასთან კითხვები აქვს

„საქართველოს ხელისუფლებამ  „გაზპრომთან“  მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -
access_time2020-05-26 15:00:12
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით,როდესაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში კითხვებზე საპასუხოდ მივა, "ნაციონალური მოძრაობა” აპირებს „გაზპრომთან“ დაკავშირებით დაუსვას კითხვა. "რა თქმა უნდა, ჩვენ დავუდებთ პრემიერს გათვლებს, ამ სამი წლის განმავლობაში, როდესაც კონტრაქტი შეცვალა საქართველოს მთავრობამ რუსეთთან, რა რაოდენობის ზარალი განიცადა ქვეყანამ, რატომ აზარალეს ქართული სახელმწიფო, რატომ არაფერს ვიღებთ ჩვენ გაზის...

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას
access_time2020-05-26 12:00:56
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოც წერილს უგზავნის. აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის მეთაურისთვის გამოგზავნილ მილოცვაში ხაზს უსვამს ათწლეულების განმავლობაში აშშ-სა და საქართველოს შორის მტკიცე პარტნიორობას, რომელიც საერთო ღირებულებებს და ინტერესებს ეფუძნება. „ძვირფასო პრემიერ-მინისტრო! ამერიკელი ხალხის სახელით, გულწრფელად მოგესალმებით და გილოცავთ...

როგორც შეძლებს მომხმარებელი ელექტროენერგიის ღირებულების შემცირებას

როგორც შეძლებს მომხმარებელი ელექტროენერგიის ღირებულების შემცირებას
access_time2020-05-26 18:30:36
საათობრივი ვაჭრობის ამოქმედების შემდეგ, მივიღებთ აქტიურ მომხმარებელს, რომელსაც მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების შემცირება შეეძლება – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელმა ირინა მილორავამ გადაცემა “ბიზნესპარტნიორის ოთხეულში” განახადა. როგორც მილორავამ განმარატა, ახალი ბაზრის წესებით, საათობრივი ვაჭრობა ინერგება საბითუმო დონეზე და შემდეგ გავრცელდება...


მსგავსი სიახლეები

up