2019 წლის მონაცემებით საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 3%-ით გაიზარდა

2019 წლის მონაცემებით საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 3%-ით გაიზარდა

access_time2020-01-09 15:20:32

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2019 წლის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში 5,200,419 მგზავრს მოემსახურა რაც 3%–ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 5,033,118 მგზავრი).



დეკემბერში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისის გარდა, ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივ აეროპორტში:



თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დეკემბერში 221,760 მგზავრს მოემსახურა, რაც -15% ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 261,097
მგზავრი ). ხოლო 12 თვის ჭრილში, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -3% კლება დაფიქსირდა და შეადგინა 3,692,202 (2018 წელი 3,808,650 მგზავრი).



ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2019 წლის დეკემბერში 45% გაიზარდა და 82,551 მგზავრი შეადგინა (2018 წლის დეკემბერი 57,088 მგზავრი). რაც შეეხება 12 თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2019 წელს 873,907 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42% მეტია. (2018 წელი - 617,342).




2019 წელს, ავიასანქციების მიუხედავად, ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2019 წლის დეკემბერში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 26,239 მგზავრმა ისარგებლა. რაც 42% მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წლის დეკემბერი 18,492 მგზავრი). რაც შეეხება წლიურ ჯამს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2019 წელს, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 4%-ით გაიზარდა და 624,178 მგზავრი შეადგინა. (2018 წელი 598,862 მგზავრი).



რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, 2019 წელს 10,132 მგზავრმა ისარგებლა. რაც 23 % მეტია გასული წელთან შედარებით. (2018 წელი - 8,264 მგზავრი).



მესტიის აეროპორტი დეკებრის თვეში 595 მგზავრს მოემსახურა, რაც 97 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წლის დეკემბერი 302 მგზავრი). 12 თვის ჭრილში კი თამარ მეფის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი 23 % გაიზარდა. (2018 წელი - 6,741 მგზავრი).



ამბროლაურის აეროპორტი დეკემბერში 67 მგზავრს მოემსახურა, რაც 179 % მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2018 წლის დეკემბერი - 24 მგზავრი). რაც შეეხება 12 თვის ჯამს, ამბროლაურის აეროპორტში 2019 წელს მგზავრთნაკადი, მესტიის აეროპორტის მსგავსად, 23 % გაიზარდა და 1,866 მგზავრს მოემსახურა. (2018 წელი - 1,523 მგზავრი).







სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობის გასასხვისებლად მორიგი აუქციონი 30 სექტემბერსაა ჩანიშნული

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობის გასასხვისებლად მორიგი აუქციონი 30 სექტემბერსაა ჩანიშნული
access_time2022-09-24 23:00:00
თბილისში კოსტავას 68-ში მდებარე სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა მორიგ აუქციონზე იყიდება. მიმდინარე აუქციონზე, რომელიც 30 სექტემბერსაა ჩანიშნული, ობიექტის საწყისი ღირებულება დღგ-ს გარეშე 65 000 000 ლარს, ხოლო დღგ-ს ჩათვლით 76 700 000 ლარს შეადგენს, რომელიც მყიდველს შემდეგი გრაფიკით უნდა გადაიხადოს: 45% - ხელშეკრულების დადებიდან 1 თვეში; 20% - არაუგვიანეს 2022 წლის 31...

ევროპის ავტომობილების ბაზარი პანდემიამდელ ზრდის დონეს დაუბრუნდა

ევროპის ავტომობილების ბაზარი პანდემიამდელ ზრდის დონეს დაუბრუნდა
access_time2022-09-25 11:00:20
აგვისტოს თვეში, ევროპაში ავტომობილების გაყიდვები 4,4%-ით გაიზარდა, რაც 650,305 მანქანას შეადგენს.    ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის (ASEA) მონაცემებით, ეს პირველი დადებითი შედეგი იყო 13 თვიანი ვარდნის...

ბელარუსმა მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვა 6 თვით გაახანგრძლივა

ბელარუსმა მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვა 6 თვით გაახანგრძლივა
access_time2022-09-24 21:01:27
ბელარუსის მინისტრთა საბჭომ ქვეყნიდან ხორბლისა და სხვა მარცვლეულის ექსპორტზე აკრძალვა, კიდევ ექვსი თვით გაახანგრძლივა. ამავდროულად, რეზოლუციის მოქმედება არ ვრცელდება ბელარუსის რესპუბლიკის გარეთ ექსპორტირებულ საქონელზე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრ ქვეყნებში. ბელარუსიდან დროებითი ექსპორტისთვის აკრძალული საქონლის სიაშია ხორბალი, ჭვავი, ქერი, სიმინდი, ფეტვი, წიწიბურა, შვრია და სხვა...

საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს - პუტინმა კანონს ხელი მოაწერა

საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს - პუტინმა კანონს ხელი მოაწერა
access_time2022-09-24 18:00:05
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში თავისუფლების 10 წლამდე ვადით შეზღუდვას ითვალისწინებს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, შესაბამისი დოკუმენტი გამოქვეყნებულია იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალზე. ამასთან, კანონი დეზერტირობისთვის, ან სამხედრო მოსამსახურეების მიერ გაწვევის შემთხვევაში სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობის...

საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა - კახა კალაძე

საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა - კახა კალაძე
access_time2022-09-24 17:20:47
საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა, ეს გამოწვეულია ქეთევან დედოფლისა და მელიქიშვილის ქუჩებზე მიმდინარე მნიშვნელოვანი და საშვილიშვილო სამუშაოების გამო, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, რაც შეეხება წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების რეაბილიტაციას, პროცესი ქეთევან დედოფლისა და მელიქიშვილის ქუჩებზე სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება. „ეს სამუშაოები დაიწყება მას...


მსგავსი სიახლეები

up