გაზაფხულზე  „ჯეოლაივი“ ქართულ ზეთისხილს და ზეთისხილის ზეთს ექსპორტზე დუბაისა და ჩინეთში პირველად გაიტანს

გაზაფხულზე „ჯეოლაივი“ ქართულ ზეთისხილს და ზეთისხილის ზეთს ექსპორტზე დუბაისა და ჩინეთში პირველად გაიტანს

access_time2019-01-22 15:00:12


მიმდინარე წლის აპრილიდან კომპანია „ჯეოლაივი“ ქართულ ზეთისხილს და ზეთისხილის ზეთს ექსპორტზე პირველად გაიტანს. როგორც „კომერსანტს“ კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი სვანიძემ განუცხადა, საექსპორტო ქვეყნები დუბაი და ჩინეთი იქნება.


ქართული ზეთის ხილი და ზეითუნის ზეთი დუბაიში კარფურის მაღაზიებში გაიყიდება, როგორც „ჯეოლაივის“ დამფუძნებლი აღნიშნავს, კარფურის ცენრალური ოფისისგან ლოგოს გამოყენების უფლების მოპოვებამ კომპანიას სხვა ქვეყნის  „კარფურის“ ქსელში პროდუქციის შეტანა გაუადვილა.

 

პირველ ეტაპზე ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჯამში პროდუქციის 100 ტონაზე მეტი გავა. რაც შეეხება ექსპორტისთვის საჭირო თანხებს, ბიზნესმენი ამ ეტაპზე ზუსტ რიცხვს ვერ ასახელებს, რადგან ბიუჯეტის შედგენის პროცესი სწორედ ამჟამად მიმდინარეობს.

 

„ჩვენ წინასწარ შევისწავლეთ როგორც ევროპული ისე აზიური ბაზრები და ვიცით, რომ პროდუქციაზე დუბაიში და ჩინეთში მოთხოვნა აუცილებლად იქნება,“ - განაცხადა გიორგი სვანიძემ.  

 


„ჯეოლაივის“ დამფუძნებლის თქმით, კარფურის ცენრალური ოფისისგან ლოგოს გამოყენების უფლების მოპოვებამ კომპანიას დუბაის „კარფურის“ ქსელში პროდუქციის შეტანა გაუადვილა.

 

შეგახსენებთ, რომ ქართულ ზეთისხილის საწარმო „ჯეოლაივმა“ კარფურის ცენტრალური ოფისისგან ლოგოს გამოყენების უფლება 2018 წლის ბოლოს მიიღო, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანიას შეუძლია სოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც კარფურის მაღაზიათა ქსელია წარმოდგენილი, ქართული ზეთისხილი და ზეთისხილის ზეთი შეიტანოს.


ქართული ზეთისხილის ზეთი 250 გრამიან, 500 გრამიან და 750 გრამიან მინის ქილებში იყიდება. ზეთისხილის მარინადი კი - 250, 500 და 750 გრამიან მინის ქილებშია წარმოდგენილი.


ქართული ზეთისხილის ზეთის ფასი ნახევარლიტრიან ქილაში 13 ლარიდან - 16 ლარამდე მერყეობს. ხოლო 250 გრამიანი ქილის ფასი 7 ლარიდან - 9 ლარამდეა.

კომპანიას ზეთისხილის ნერგები 50 ჰექტარზე აქვს გაშენებული. „ჯეოლაივი“ რამდენიმე წელია საქართველოში ზეთისხილის პლანტაციების გაშენებით არის დაკავებული.  ძირითადი პლანტაციები და ქარხანა კახეთშია განთავსებული. კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 5 მილიონი ლარია.

ამჟამად ქართული ზეთისხილის ზეთი და ზეთისხილი კარფურში, გუდვილში, ნიკორაში და აგროჰაბში შედის.

 

კომერსანტი






TheTimes: ბიზნესმა ჰაკერებს გამოსასყიდის სახით 2019 წელს 25 მლრდ. დოლარი გადაუხადა

TheTimes: ბიზნესმა ჰაკერებს გამოსასყიდის სახით 2019 წელს 25 მლრდ. დოლარი გადაუხადა
access_time2020-08-03 19:55:48
კიბერ-დამნაშავეებმა 2019 წელს მხოლოდ ბრიტანულ ბიზნეს-კომპანიებს 250 მლნ. დოლარზე მეტი გამოსძალეს. ჰაკერები, ძირითადად  ცნობილ კომპანიებს რუსეთიდან ან აღმოსავლეთ ევროპიდან ვირუსული პროგრამებით უტევენ, შემდეგ კი ქსელებთან წვდომის აღდგენის სანაცვლოდ მათგან მილიონებს ითხოვენ. კომპანიებს მათი პრობლემების გასაჯაროება, მონაცემთა დაკარგვა და რეგულატორების მხრიდან ჯარიმების დაკისრება აშინებთ, ამიტომაც ისინი დღეს უფრო მეტად, ვიდრე გასულ წლებში, ფულის გადახდისთვის მზად...

საზმაუს შენობას აუქციონზე მესამედ 23 მლნ ლარის ფასდაკლებით გაიტანენ

საზმაუს შენობას აუქციონზე მესამედ 23 მლნ ლარის ფასდაკლებით გაიტანენ
access_time2020-08-03 15:15:25
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობის გასაყიდად გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი კვლავ ვერ შედგა. ის 16 ივლისს დაიწყო და 31 ივლისს უშედეგოდ დასრულდა. ქონების საწყისი ფასი 110 343 600 ლარი იყო. შენობის გასაყიდად ახალი აუქციონი დღეს, 3 აგვისტოს გამოცხადდა. მაუწყებლის ფინანსების და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორმა ნოდარ ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ ქონების ფასი 10%-ით შეამცირეს ისევე, როგორც ეს პირველი აუქციონის დასრულების შემდეგ...

„ჩიკორი“ ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავს

„ჩიკორი“ ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავს
access_time2020-08-03 16:30:23
კომპანია „ქარელის ხილი“, რომელიც ბაზარზე „ჩიკორის“ ბრენდით არის წარმოდგენილი, სამომავლოდ საკუთარი ბაღების გაშენებას გეგმავს, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დირექტორმა ანანო ბეჟანიშვილმა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანია ხილს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს, პროდუქციის 10% კი საკუთარი ბაღებიდან მიღებული მოსავალია. „ჩვენს საკუთრებაში არსებული ბაღებიდან მაქსიმალურ მოსავალს ვერ ვიღებთ, რადგან ხეხილი ჯერ პატარაა. რამდენიმე წელიწადში მათი მსხმოიარობა...

რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს

რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს
access_time2020-08-03 10:15:13
რე|ბანკი აგვისტოში 1 წლის ხდება. ბანკმა გასულ წელს მომხმარებლებს სრულიად ინოვაციური საბანკო პროდუქტი შესთავაზა – ტოპ|ქარდი, განვადების შოპინგ ბარათი. ეს რეალურად ეფექტური 0%-იანი განვადების ბარათია, თუკი მყიდველი რე|ბანკის პარტნიორების დაწესებულ ვადებს დაიცავს. ტოპ|ქარდის განვადებით სარგებლობა მხოლოდ რე|ბანკის პარტნიორ ობიექტებში არ არის შესაძლებელი. მომხმარებელს ასევე შეუძლია, 45 დღემდე უპროცენტო გადავადებით, ეფექტური 0%-დან, ივაჭროს ყველგან, მათ შორის, ადგილობრივ და...

საქართველოში უმუშევრობის დონე კორონავირუსის პანდემიის გამო 12%-ით გაიზარდა

საქართველოში უმუშევრობის დონე კორონავირუსის პანდემიის გამო 12%-ით გაიზარდა
access_time2020-08-03 17:40:10
თვითდასაქმებულებზე კომპენსაციის სახით ჯამურად 48 048 300 ლარი, ხოლო დასაქმებულებზე 68 771 800 ლარია გაცემული. ციფრებით ადასტურებს, რომ პანდემიამ, უმუშევრობის დონე 12%-ით გაზარდა. სპეციალისტები ,,რეზონანსთან“ აღნიშნავენ, რომ ეს არ არის სრული სურათი და რეალურად უფრო მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები...


მსგავსი სიახლეები

up