2019 წლის ფლანგვის ტოპ 19 შემთხვევა

2019 წლის ფლანგვის ტოპ 19 შემთხვევა

access_time2020-01-08 14:48:57

ქართული სახელმწიფო უწყებებისა და საჯარო მოხელეების მიერ საბიუჯეტო სახსრების დაუდევარი თუ კორუფციული ხარჯვა ყოველდღიურ მოვლენად გადაიქცა. ღარიბი ქვეყნის ხაზინიდან მთელი წლის განმავლობაში, ხშირად საჯარო სამსახურში მყოფი ადამიანების პირადი გამორჩენისთვის, მილიონობით ლარი ნიავდება.


ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსი, რომელიც ბიუჯეტის სახსრების უთავბოლო ხარჯვას დოკუმენტურად წარმოადგენს, “ფლანგვის დეტექტორია”, რომელიც რეგულარულად იკვლევს და ვიზუალიზაციის სახით აქვეყნებს მონაცემებს საქართველოს მასშტაბით საჯარო სამსახურებისა და ჩინოვნიკების მხრიდან ჩადენილი დარღვევებისა თუ დაუდევრობის შესახებ.


ჩვენ გადავხედეთ მონაცემებს და შევარჩიეთ 2019 წლის 19 ყველაზე დიდი და სავარაუდოდ, კორუფციული ფლანგვის ფაქტი, რომელიც “ფლანგვის დეტექტორმა” გამოაქვეყნა.


გაეცანით ფლანგვის ჰიტებს და გაიგეთ, ვინ დაიკავა “საპატიო” საპრიზო ადგილები.


19.  აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2-მილიონიანი ტენდერი 2 წლის წინ გაკეთებული გზის ხელახლა რეკონსტრუქციაზე გამოაცხადა.



პირველი ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო 3-წლიანი გარანტია, თუმცა უწყებამ 2 წელში ახალი, შედარებით ძვირად ღირებული ტენდერი მაინც გამოაცხადა.


 გზის ხელახალი რეაბილიტაცია მას შემდეგ განხორციელდა, რაც ივანიშვილის ამოთხრილი ხეები გზის სივიწროვის გამო სოფ.ზენითში გაიჭედა.

 აუდიტის დასკვნით, მეორე რეკონსტრუქციაში გადახდილი 1.9 მილიონი ლარიდან მხოლოდ 1 მილიონის სამუშაო შესრულდა.

 ფუჭი იყო თავდაპირველი რეაბილიტაციის ხარჯიც, 631 ათასი ლარი, რადგან ხელახალი რეაბილიტაცია 2 წელიწადში ჩატარდა.


ამ დროს ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა გზის შეკეთებას უკვე წლებია, უშედეგოდ ითხოვს, მაგრამ ადგილობრივი მთავრობის ბიუჯეტი მხოლოდ ივანიშვილის ხეების კომფორტულ ტრანსპორტირებაზეა ორიენტირებული.


18. უსაქმური პარლამენტარების 80% “ქართული ოცნებიდანაა”.



მდუმარე პარლამენტარების შენახვა 2018 წლის განმავლობაში 1657000 დაჯდა.

ამ დეპუტატებს პარლამენტში არ უსარგებლიათ სიტყვის უფლებით, არ გაუკეთებიათ კომენტარი, არ დაუსვამთ კითხვა და შესაბამისად, არ მიუღიათ მონაწილეობა საკანონმდებლო საქმიანობაში სრულფასოვნად. ამასთან, მდუმარე დეპუტატები გამოირჩევიან საპარლამენტო სხდომების გაცდენით. ამ მხრივ გამორჩეულია კობა ნაყოფია. მან 49 პლენარული სხდომიდან 47 გააცდინა. ის წინა წლებშიც ყველაზე გამცდენი პარლამენტის წევრი იყო.


წლის ყველაზე მდუმარე პარლამენტარების სიაში არიან ისეთებიც, რომლებსაც წინა წლებშიც არ უსარგებლიათ საკუთარი მიკროფონით. მაგალითად, ენზელ მკოიანი და გიორგი კოპაძე.


30 მდუმარე დეპუტატიდან 24 “ქართული ოცნებიდანაა”.



17. უსახლკაროთა თავშესაფრის ასაშენებლად ქუთაისის მერიამ ბიუჯეტიდან 4.3 მილიონი ლარი მოითხოვა.



ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, თავშესაფრის რეალური ღირებულება 2.3 მილიონს შეადგენს.

 მერიამ კონკურსის პროცესი ისე წარმართა, რომ მასში მონაწილეობა მიეღო მხოლოდ ერთ დაინტერესებულ ორგანიზაციას, შპს „სანოს“.

შპს “სანომ”, რომელსაც საჭიროზე თითქმის ორჯერ დიდი თანხა გადაუხადეს ბიუჯეტიდან, სამუშაოების დასრულებაც ვერ უზრუნველყო.


16. “ნიუ ატლასი” 2015 წლიდან იგებს სახელმწიფო ტენდერებს და სტაბილურად არღვევს ტენდერის პირობებს.


თავდაცვის სამინისტრო უხარისხო ნიმუშის წარდგენის შემდეგ ცვლის ტენდერის პირობებს და პროდუქტს იწონებს.

 2015 წლიდან უნიფორმის შესყიდვის ტენდერების 30% არაკონკურენტულ გარემოში იმართება, რაც პროდუქციის ფასს ზრდის.

“ნიუ ატლასი” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შავ სიაში შეიყვანა, მაგრამ ამ დროისთვის კომპანია შავ სიაში აღარ ფიქსირდება.


15. საპატრიარქოს ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტს სახელმწიფომ ბოლო 6 წელში 13,2 მილიონი გადაურიცხა;



უნივერსიტეტის რექტორი რუსეთის ტროლების ფაბრიკაში წარმოებული ყალბი ამბების გავრცელებაშია ჩართული; სპირიდონისთვის მიუღებელია ოკუპანტი რუსეთის კრიტიკა, რადგან მისი აზრით, ეს ასუსტებს მართლმადიდებლობას და მოგვიწოდებს ვილოცოთ რუსეთის, უკრაინის და ბელორუსის გაერთიანებისთვის.


14. 2013 წელს ფოთის მუნიციპალიტეტმა 468000 ლარის ავანსი მისცა “ნიუ ქონსთრაქშენს”, რომელმაც ვალდებულება ვერ შეასრულა



2014 წელს გამოცხადებულ ახალ ტენდერში “კორპორაცია ხიდმა” გაიმარჯვა, ავანსად 510000 აიღო და ერთ წელში მისი დირექტორი ამ თანხის მითვისებისთვის დააკავეს.2017 წელს კვლავ გამოცხადდა ტენდერი, “ელიტა ბურჯს” 1863000 ლარად 2018 წლის იანვარში უნდა დაესრულებინა სამუშაო, მაგრამ პირველი ეტაპიც კი არ დაუსრულებია და დამატებით დაფინანსებას მოითხოვს.


შპს “ელიტა ბურჯი” ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ოფშორული კომპანია და “ქართული ოცნების” მსხვილი დამფინანსებელია.


13. ცოლის გარდა, 2014-2017 წლებში, იოსებ მაკრახიძის ძმის კომპანიას ტენდერებიდან 319 267 ლარი აქვს მიღებული.



სრული მდუმარების მიუხედავად, “ქართული ოცნების” დეპუტატს ანაზღაურების სახით 55 ათას ლარზე მეტი აქვს მიღებული.


12. ფოთში 4.1 მილიონად გარემონტებული სანაპირო ზოლი დაზიანებულია და კვლავ გარემონტებას საჭიროებს.





მუნიციპალიტეტმა კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოები ხარისხის შეუმოწმებლად ჩაიბარა.


ვრცლად იხილეთ


sadplan.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up