პანორამა თბილისის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობაზე ბიძინა ივანიშვილის ფონდი 10 მლნ აშშ დოლარს დახარჯავს და 2019 წლის ბოლოს დასრულდება

პანორამა თბილისის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობაზე ბიძინა ივანიშვილის ფონდი 10 მლნ აშშ დოლარს დახარჯავს და 2019 წლის ბოლოს დასრულდება

access_time2018-12-07 17:00:00


პანორამა თბილისის პროექტის ფარგლებში, 2019 წლის ბოლოს თბილისში საბაგირო აშენდება და მას საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქცია ექნება, რომელიც ხელს შეუწყობს, როგორც ტურისტების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და სწრაფ გადაადგილებას.

 

საბაგიროს მშენებლობა უკვე დაწყებულია. პროექტის ფარგლებში, საბაგიროს ორ დამოუკიდებელ ხაზზე დამონტაჟდება 8- ადგილიანი 34 გონდოლა, რომლებიც საათში 1 000 ადამიანის გადაადგილებას უზრუნველყოფს. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 10 მლნ აშშ დოლარს აღემატება. ამჟამად, პროექტის ფარგლებში, სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულია 50 ადამიანი.

 

ეკოლოგიურად სუფთა, სატრანსპორტო საშუალება სათავეს აიღებს თავისუფლების მოედანთან მდებარე უმაღლესი კლასის ბრენდის „Luxury Collection“-ის სასტუმროდან, რომელიც შემდგომ უკვე დაუკავშირდება სოლოლაკის ქედზე მდებარე საკონფერენციო ცენტრის მასშტაბურ პროექტს და ბოლოს თაბორის ქედზე არსებულ სასტუმროსა და გოლფ კლუბს.

 

პროექტს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“ ახორციელებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირბის ფონდის ინიციატივით არის შექმნილი.


 

სრული პროექტის დაგეგმარებას და საბაგირო დანადგარებით აღჭურვას უზრუნველყოფს ავსტრიულ-შვეიცარიული კომპანია „დოპელმაიერი“ (Doppelmayr), ხოლო სამონტაჟო სამუშაოებს განახორციელებს ავსტრიული კომპანია „არ-ემ-ესი“ (RMS).

 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ სწორედ ამ პროექტის მეშვეობით, საქართველო იქნება რიგით მეორე ქვეყანა, სადაც განთავსდება შენობაში ინტეგრირებული საბაგიროს სადგური. პირველად, მსგავსი პროექტი კომპანია „დოპელმეიერმა“ ჩინეთში, კერძოდ მაკაოს რეგიონში განახორციელა. 


შეგახსენებთ, 2016 წლის ოქტომბერში „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ინიციატივით ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული საინვესტიციო პროექტებისთვის შეიქმნა.



ლიკა გურაბანიძე








დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-06-18 21:00:37
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:     1. ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესების წილი გენერაციაში 19%-ს აჭარბებს     ენგურჰესის გამომუშავება რეაბილიტაციის შემდეგ, მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 98%-ით გაიზარდა და 404 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია. ძირითადად მის ხარჯზე, 24%-ით 1.221...

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-06-18 18:00:43
18 ივნისის ვაჭრობის შედეგად სებ–ის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 9 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 110 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.1681 ლარი გახდა (ეს კურსი 19 ივნისს შევა ძალაში). 18 ივნისს მოქმედი...

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“
access_time2021-06-18 15:55:24
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, („საყდრისის კომიტეტი “, „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმები “) დაბა კაზრეთში „არემჯის “გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. მინისტრმა რეგულარული მონიტორინგის ფარგლებში „არემჯი კოპერის“ #4 ფუჭი ქანების სანაყაროს...

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს
access_time2021-06-18 15:18:53
საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე პარტნიორი საინვესტიციო ბანკების დახმარებით, 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების  მწვანე ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. კომპნიის ცნობით, საპროცენტო განაკვეთი 7 წლის ვადით 4%-ით განისაზღვრა.  „ახალი ობლიგაციებით...

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა
access_time2021-06-18 20:00:07
Google-ის თანადამფუძნებლის სერგეი ბრინის მეუღლე ანა ვოიჟიტოვსკი მილიარდერი გახდა მას შემდეგ, რაც მისი კომპანია 23andMe, რომლის პროფილიცაა გენეტიკური ტესტირება, ბირჟაზე გავიდა.   ამ დროისთვის ის უკვე იყო მულტიმილიონერი - 2020 წელს მან ამერიკის ყველაზე მდიდარ self-made ქალ-მეწარმეებს შორის 49–ე ადგილი დაიკავა - ამ კატეგორიაში შედიან ქალები, რომლებიც თავისით და არა მეუღლეებთან გაშორებით ან მემკვიდრეობის მიღებით გამდიდრდნენ.   23andMe ბირჟაზე...


მსგავსი სიახლეები

up