მიხეილ ჭკუასელის ახალი ბიზნეს სქემა - 2019 წლის ბოლომდე „გურიელის ჩაის ბაღებს“ ორი ბაღი დაემატება

მიხეილ ჭკუასელის ახალი ბიზნეს სქემა - 2019 წლის ბოლომდე „გურიელის ჩაის ბაღებს“ ორი ბაღი დაემატება

access_time2019-07-15 12:00:24

2019 წლის ბოლომდე „გურიელის ჩაის ბაღებს“ გურიაში კიდევ ორი ბაღი დაემატება. საუბარია, გურიის რეგიონზე. ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია „გეოპლანტის“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ჭკუასელმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, პროექტში ჩაერთვება ორი ფერმერი, რომელსაც უკვე აქვს ჩაის პლანტაციები და მიკროფაბრიკა.


„ძალიან საინტერესო სქემაა. ხშირად ფერმერი ამზადებს ჩაის, მაგრამ მასაც არ აქვს იმდენი შესაძლებლობა რომ შეფუთოს და გასაღების ბაზრები მოიძიოს. ჩვენ ამაში დავეხმარებით. პროდუქტს მათი სახელი დაეწერება, მაგრამ „გურიელის ჩაის ბაღების“  ბრენდის ქვეშ გაიყიდება. აქ ორმრივი ინტერესია. მისი მხრიდან ის, რომ ხდება მისი სახელის გაპიარება და ჩვენ კი  ვზრდით ასორტიმენტს,“ აცხადებს ჭკუსელი.


კომპანიამ „გურიელი“ ბაზარზე გურიელის ჩაის ბაღები/ Gurieli Tea Gradens 2018 წლის ოქტომბერში გამოიტანა. გურიელის ახალი ხაზი აერთიანებს ადგილწარმოშობის ჩაის (Single Origin Tea). კომპანიაში განმარტავენ, რომ ჩაის ბაღები შერჩეულია განსაკუთრებული ნიადაგის, კლიმატური პირობების და გეოგრაფიული მახსიათებლების მიხედვით. გურიელის ჩაის ბაღები არ მუშავდება ჰერბიციდებით და პესტიციდებით.


დღეისათვის გურიელის ჩაის ბაღები საქართველოს სამ რეგიონშია: გურია – ნარუჯის ჩაის ბაღი, სამეგრელო – ჩხორიას ჩაის ბაღი და იმერეთი – წყნორის ჩაის ბაღი. ბაღებში გაშენებულია ორი ჯიში : ქართული #1 სელექციური და კიმინი. ამ სერიაში წარმოდგენილია ადგილწარმოშობის, მონო ჩაი – მხოლოდ ერთი ბაღიდან მოწეული, მხოლოდ ერთი კონკრეტული ჯიშისგან დამზადებული, რაც უფრო მკაფიოდ გამოხატავს ჯიშის და ბაღის ადგილმდებარეობის ხასიათს.



ექსპორტი უკვე განხორციელდა უკრაინაში და მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა ქვეყნებთანაც. ეს არის დასაყენებელი ჩაი, 100 გრამიან შეფუთვებში.კომპანია „გეოპლანტის“ გენერალური დირექტორი იმედოვნებს, რომ მომავალ წელს „გურიელის ჩაის ბაღების“ გეოგრაფია გაფართოვდება.



კომპანია „გეოპლანტი“ 1996 წელს დაფუძნდა. საქმიანობის ძირითადი მიმართულება იყო სანედლეულო ჩაის წარმოება. კომპანია ფლობს 330 ჰა ჩაის პლანტაციას, ორ პირველადი გადამუშავების და ორ დასაფასოებელ საწარმოს, რომლებიც აღჭურვილია ჩაის გადამუშავების და დაფასოების უახლესი ტექნოლოგიებით და მანქანა-დანადგარებით IMA (იტალია), Fuso (იაპონია), Marden Edwards (დიდი ბრიტანეთი), T&I Global (ინდოეთი). 2014 წელს კომპანიამ დანერგა სურსათის უვნებლობის სისტემა HACCP. 2016 წელს კომპანიამ დანერგა ISO 22000:2005.კომპანია ჩაის „გურიელის“ ბრენდის ქვეშ აწარმოებს. პროდუქციის რეალიზება ხდება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.


სოფო ქსოვრელი






საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს
access_time2021-06-14 18:45:14
ბელარუსულმა ავიაკომპანიამ „ბელავია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების რაოდენობას 15 ივნისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის. „15 ივნისიდან ბათუმის რეისების რაოდენობა გაორმაგდება – კვირაში 7–დან 14–მდე. „ბელავია“ საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. 15 ივნისიდანვე იგეგმება თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდაც – ნაცვლად არსებული 7 რეისისა კვირაში – 11 რეისამდე. ოთხი რეისი დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათ–კვირას“, – განაცხადეს...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...


მსგავსი სიახლეები

up