საბანკო რეგულაციის ამოქმედებიდან 9 თვის შემდეგ „ბეკო“  სამ მაღაზიას გახსნის

საბანკო რეგულაციის ამოქმედებიდან 9 თვის შემდეგ „ბეკო“ სამ მაღაზიას გახსნის

access_time2019-09-27 12:00:30

თბილისი, რუსთავი და ბათუმი , 2019 წლის ბოლომდე ტექნიკის მაღაზიათა ქსელი 3 ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ „კომერსანტს“  ბეკოს გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა. როგორც ბიზნესმენი აცხადებს ბრენდმა გაფართოვება მას შემდეგ გადაწყვიტა რაც საბანკო რეგულაციების ამოქმედებიდან 9 თვის შემდეგ გაყიდვები გაეზარდათ.

 

„საბანკო რეგულაციების ამოქმედებიდან 9 თვის შემდეგ, მდგომარეობა დადებით კუთხით შეიცვალა. გამომდინარე იქედან, რომ რეგიონებში გაყიდვების კუთხით კარგი მდგომარეობა გვაქვს გადავწყვიტეთ ოქტომბრის დასაწყისში ყველაზე დიდი მაღაზია გავხსნათ. ტექნიკის სახლი 1180 კვ.მ. მოეწყობა. ამის შემდეგ დაგეგმილი გვაქვს კიდევ ერთი ფილიალის გახსნა რუსთავში, რომელიც ნოემბრის დასაწყისში გაიხსნება.  მაღაზიის ფართი 650 კვ.მ. იქნება. ორივე მაღაზიაში დაახლოებით მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება. თბილისში გაყიდვების კუთხით სტაბილური მდგომარეობაა. ვგეგმავთ ახალი მაღაზიის გახსნას საბურთალოს „სითი მოლში“.  ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუ პირობებზე შევთანხმდებით მაღაზია უახლოეს მომავალში გაიხსნება“, განმარტავს მეჰმედ მელექი.

 


 

ბიზნესმენი „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ გაყიდვების ზრდა დაკავშირებულია მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა შემცირებასთან. რის შემდეგაც ადამიანები არჩევანენ შედარებით, დაბალფასიან პროდუქციაზე, ამ შემთხვევაში კი  „ბეკოზე“აჩერებენ  და არა შედარებით ძვირადღირებულ „ბოშზე“ და „სიმენსზე“.  მეჰმედ მელექის თქმით, „ბეკოში“ შედარებით ოპტიმალური ფასებია, რაც მომხმარებლის რაოდენობას ზრდის.


ბაჩო ადამია





რაზე ესაუბრა გახარია საპარლამენტო უმრავლესობას?-პირველი კომენტარი

 რაზე ესაუბრა გახარია საპარლამენტო უმრავლესობას?-პირველი კომენტარი
access_time2019-11-15 20:33:48
ქვეყანას პროპორციული სისტემა ექნება, როგორც ეს გვაქვს კონსტიტუციაში - 2024 წლიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში განუცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, პროპორციული საარჩევნო სისტემა ხარისხობრივად ცვლის...

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს
access_time2019-11-15 19:57:11
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „პირველ რიგში, მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობიდან და პოლარიზაციიდან გამომდინარე, ჩვენი ერთობლივი მონაპოვრის - სტაბილურობის შენარჩუნება არის ჩემი მთავარი საზრუნავი და ხალხის მოთხოვნა. ამ მოთხოვნას ყველამ პატივი უნდა ვცეთ. ჩვენი საზოგადოება გადაიღალა მუდმივი სკანდალებითა და კრიზისებით. მას სჭირდება პერსპექტივის დანახვა...

საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს

საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს
access_time2019-11-15 18:17:34
საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა. ავიაკომპანია Myway Airlines-ის ყოფილმა მეწილემ და კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა თანამოაზრეებთან ერთად კომპანია Aero Georgia Group-ი ჩამოაყალიბა, რომელიც რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს, თუმცა მისი საქმიანობა მაინც ავიაციასთან იქნება მჭიდრო კავშირში. იგორ აფციაური ამბობს, რომ ავიაციის სფეროში მომუშავე საკუთარი კომპანიის დაფუძება დიდი ხანია სურდა. ქართული ავიაკომპანია Aero Georgia Group-ი საქმიანობა...

ეკონომიკა და ლარის კურსი მორიგი დიდი დარტყმის წინაშეა

ეკონომიკა და ლარის კურსი მორიგი დიდი დარტყმის წინაშეა
access_time2019-11-15 19:45:18
20 ივნისის შემდეგ, ქვეყანაში ვითარება 14 ნოემბერს დაიძაბა. სახელმწიფო კიდევ ერთი არასტაბილურობის საფრთხის წინაშეა. პოლიტიკური ვითარება რომ ჩიხშია, ფაქტია. ახლა მთავარია რა ეკონომიკურ ბერკეტს იპოვნის ხელისუფლება, რომ ქუჩის პროტესტმა ეროვნულ ვალუტას და მთლიანად ეკონომიკას მორიგი დარტყმა არ მიაყენოს. ახლა ყველაფერი პროტესტის მასშტაბსა და ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. 2019 წლის 19 ივნისის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,7664 ლარის უტოლდებოდა. 20-21 ივნისს...

რა შეიცვლება 2020 წლიდან თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაში

რა შეიცვლება  2020 წლიდან თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაში
access_time2019-11-15 22:30:57
გერმანული კომპანიის - „გოპა“ სპეციალისტებმა თბილისის მერიის, საჯარო უწყებებისა და სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებს თბილისში „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების“ განვითარების მიმართულებები გააცნეს. მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ცნობით, 2020 წლიდან მერია სატრანსპორტო ნაკადების მართვის კომპლექსურ პლატფორმას ქმნის. იგი ხელს შეუწყობს ტრანსპორტის მენეჯმენტის დახვეწას, გზებზე ტრანსპორტის გამტარიანობის გაზრდასა და საცობების...


მსგავსი სიახლეები

up