2019 წლის ბიზნეს გარიგებები მსოფლიოში

2019 წლის ბიზნეს გარიგებები მსოფლიოში

access_time2019-12-30 22:40:13

2019 წელს მსოფლიოს ნომერ პირველი მილიარდერი ჯეფ ბეზოსი მეუღლეს დაშორდა. განქორწინების შემდეგ ყოფილ მეუღლეს, მაკენზი ბეზოსს 35 მილიარდი დოლარი ერგო. წელსვე არაბულმა „საუდი არამკომ“ ბირჟაზე აქციები პირველად განათავსა. 2019 წელი ნეგატიური აღმოჩნდა „ბოინგისთვის“, MAX 737-ის ავიაკატასტროფების შემდეგ, კომპანიის გაყიდვები შემცირდა, აღნიშნული ბოინგის წარმოება კი შეჩერდა. მთელი წლის განმავლობაში მსოფლიო მედიას ყურადღება ორი უმსხვილესი ეკონომიკის ქვეყნის - ჩინეთის და ამერიკის სავაჭრო ომზე ჰქონდა გამახვილებული. საბოლოოდ, პეკინმა და ვაშინგტონმა ზოგიერთ ნაწილში შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა ორი ქვეყნის ერთწლიანმა სავაჭრო ომმა მსოფლიო ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.

 

გარდა ამისა, წელს მსოფლიოში რამდენიმე მნიშვნელოვანი ბიზნესგარიგება შედგა. „ბიზნესპრესნიუსი“ ბიზნეს-სუბიექტებს შორის მიღწეული შეთანხმებების ნაწილს გთავაზობთ:

 

Fiat Chrysler და Peugeot Citroen გაერთიანდნენ

 

ამერიკულ-იტალიური კონცერნი Fiat Chrysler Automobiles (FCA) და ფრანგული საავტომობილო გიგანტი PSA Peugeot Citroen სრულად შერწყმაზე საბოლოოდ შეთანხმდნენ. გარიგების მოცულობამ 50 მილიარდი დოლარი შეადგინა. შერწყმის დასრულება მომდევნო წელიწადნახევრის განმავლობაში მოხდება. ამის შემდეგ კი კონცერნი გახდება მსოფლიოში რიგით მეოთხე, ყველაზე მსხვილი საავტომობილო კომპანია მსოფლიოში Volkswagen Group–ს, Toyota–სა და Renault-Nissan-Mitsubishi–ის ალიანსის შემდეგ.

 

არაბმა მილიარდერმა მოდის სახლი Roberto Cavalli იყიდა

 

გაერთიანებული არაბეთის საემიროების დეველოპერული კომპანია Damac Properties-ის ხელმძღვანელმა ჰუსეინ საჯვანიმ სახელგანთქმული იტალიური მოდის სახლი Roberto Cavalli იყიდა. Roberto Cavalli მანამდე იტალიურ კომპანია Clessidra-ს კუთვნილება იყო. საჯვანი 2002 წლიდან გახლავთ მისივე დაფუძნებული კომპანიის Damac Properties-ის ხელმძღვანელი, მისი ქონება Forbes-ს 1,9 მილიარდ დოლარად აქვს შეფასებული.

 

ლუი ვიტონმა Tiffany & Co შეიძინა

 

ლუი ვიტონმა Tiffany & Co 16 მილიარდ დოლარად შეიძინა. ტიფანის შემოსავლები ბოლო წლებში მკვეთრად შეამცირა იმან, რომ ტურისტები ძვირადღირებულ მაღაზიაში არც ისე ბევრს ხარჯავდნენ. როგორც LVMH-ის მილიარდელმა მფლობელმა, ბერნარდ არნოლტმა განაცხადა, ტიფანის შეუდარებელი მემკვიდრეობა გააჩნია და მის სხვა ბრენდებთანაც ახლოსაა. არნოლტმა 2011 წელს 5,2 მილიარდ დოლარად Bulgari-ც შეიძინა და ბიზნესში ერთ-ერთი მოწინავე მოთამაშე გახდა.


 

British Airways-მა Air Europa იყიდა

 

საერთაშორისო ბრიტანულმა ავიაკომპანია IAG-მა, რომელიც British Airways-სა და Iberia-ს ფლობს, ესპანეთის ავიაკომპანია Air Europa იყიდა. როგორც დასავლური ბიზნეს-გამოცემები წერენ გარიგების ფასი 1 მილიარდი ევრო იყო, რაც დაახლოებით, 1.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ Air Europa 2018 წლისთვის 66 თვითმფრინავს ფლობდა. კომპანია წლის განმავლობაში დაახლოებით, 11,8 მილიონ ადამიანს მოემსახურა. ცნობისთვის: IAG-ი British Airways-ისა და Iberia-ს გარდა, Vueling-ს, Aer Lingus-სა და დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Level-ს ფლობს.

 

USA Today 1,4 მლრდ დოლარად გაიყიდა

 

2019 წელს გაიყიდა ცნობილი ამერიკული გაზეთი USA Today. გაზეთი მედია კონცერნ Gannett Co-ს ეკუთვნოდა, New Media Investment Group-მა 1,4 მილიარდ დოლარად შეისყიდა. მხარეებმა შეთანხმებას გუშინ საღამოს მიაღწიეს. მედია სახლ New Media Investment Group-ის საკუთრებაში ამერიკის შეერთებული შტატების 47 შტატში 263 ადგილობრივი გაზეთია. 156 მათგანი კი, გამომცემლობამ ჯერ კიდევ გასულ წელს შეიძინა.

 

ფრანგმა ებრაელმა მილიარდერმა sotheby's -ის სააუქციონო სახლი იყიდა

 

ფრანგმა ებრაელმა მილიარდერმა პატრიკ დრაჰიმ sotheby's -ის სააუქციონო სახლი თავის კოლექციას მიამატა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთი-ისრაელის სატელეკომუნიკაციო და მედიაბიზნესების მფლობელმა სააუქციონო სახლში 3.7 მილიარდი დოლარი გადაიხადა. დრაჰი რამდენიმე ფრანგული მედიასახლის მფლობელია. მათ შორის: ახალი ამბების არხ BFM-ის და გაზეთ Liberation-ის. ის Forbes-მა მსოფლიოს 200 ყველაზე მდიდარ ადამიანების რეიტინგში შეიყვანა. Sotheby’s სააუქციონო სახლების ტოპ-ლიგას მიეკუთვნება და Cristie’s კონკურენტია. სააუქციო სახლი წელიწადში მინიმუმ 300 აუქციონს აწყობს. სოტბი 1744 წელს ლონდონში დაფუძნდა, ხოლო მეოცე საუკუნიდან კი, აშშ-სა და აზიაშიც გაიხსნა.

 

„შევრონიმ“ „ანადარკო“ იყიდა

 

„შევრონმა“ 33 მილიარდ დოლარად იყიდა ნავთობგიგანტი „ანადარკო პეტროლეუმი“. ეს იყო სანავთობე ბიზნესში უდიდესი გაერთიანება მას შემდეგ, რაც 2016 წელს „როიალ დაჩ შელმა“ BG ჯგუფი შეიძინა. „ანადარკოს“ შესყიდვით, „შევრონი“ ფიქალის ნავთობის და გათხიერებული ბუნებრივი აირის ბიზნესში პოზიციებს გაიმყარებს. „ანადარკო“ ერთ-ერთი ბოლო დამოუკიდებელი ამერიკული ნავთობკომპანია, რომელიც პერმაიენის აუზის ფარგლებში, დელავერის აუზის 75 მილის სიგანის კორიდორში მოპოვების ლიცენზიას ფლობს და მოზამბიკის (აფრიკა) გათხიერებული ბუნებრივი გაზის პროექტის მთავარი მონაწილეა. „ანადარკოს“ შესყიდვის გარიგების მოცულობაში შედის ის 15 მილიარდი დოლარიც, რომელიც ამ კომპანიას კრედიტორებისა მართებს. ნავთობკომპანიები პერმაიენის აუზზე დღიურად 4 მილიონ ბარელ ფიქალურ ნავთობს მოიპოვებენ. „IHS მარკიტი“ ვარაუდობს, რომ ამავე აუზზე 2023 წლისთვის მოპოვება 5.4 მილიონ ბარელს მიაღწევს. შედარებისთვის, ეს იმაზე მეტია, რასაც OPEC-ის ქვეყნები საუდის არაბეთის გამოკლებით მოიპოვებენ.

 

ჩინური ჯგუფი გერმანიის ძვირადღირებული სასტუმროს მფლობელი გახდა

 

ჩინური Huazhu Group- ის შვილობილმა კომპანიამ გერმანული Deutsche Hospitality-ის ძვირადღირებული სასტუმროების ქსელი Steigenberger შეიძინა. ახალი მფლობელის თქმით, გარიგების ღირებულება 700 მილიონი ევროა. აღსანიშნავია, რომ ჩინური ჯგუფ Huazhu-ს აქციები Nasdaq-ზე ივაჭრება.

 

 

Bpn.ge





დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-05-05 21:00:52
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. განვითარების სტრატეგიის არარსებობა, შეუსრულებელი ხელშეკრულებები და გაუმჭვირვალე ხარჯი - როგორ მუშაობს „მთის კურორტების კომპანია“ კომპანიის განვითარების სტრატეგიის არარსებობა, შეუსრულებელი...

საყოველთაო ვაქცინაციის დასრულებას 45 მლრდ. დოლარი დასჭირდება

საყოველთაო ვაქცინაციის დასრულებას 45 მლრდ. დოლარი დასჭირდება
access_time2021-05-05 20:00:45
დედამიწის მთლიანი ზრდასრული მოსახლეობის კორონავირუსისგან აცრას 45 მლრდ. დოლარი დასჭირდება - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეუსმა.   მისი თქმით, ეს თანხა 19 მლრდ. დოლარს დაემატება, რომელიც მიიღო საერთაშორისო პროგრამა ACT Accelerator-მა, რომელიც ორგანიზაციამ მსოფლიოში კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნა.   „ჩვენი შეფასებით, 45 მლრდ. დოლარი საკმარისი იქნება იმისთვის რომ ზრდასრული მოსახლეობის დიდი უმრავლესობა აიცრას“-...

East-fruit: ახალქალაქის რაიონში გლეხები 700 ტონა კარტოფილის გადაყრას აპირებენ

East-fruit: ახალქალაქის რაიონში გლეხები  700 ტონა კარტოფილის გადაყრას აპირებენ
access_time2021-05-05 19:00:30
ახალქალაქის რაიონის სოფელ ალასტანში გლეხებს და ფერმერებს თითქმის 700 ტონა კარტოფილი ულპებათ. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ მთავრობის მხრიდან სასწრაფო დახმარებას ელის, წინააღმდეგ შემთხვევაში მზადაა მოსავალი გადაყაროს.   მათი თქმით, კარტოფილის რეალიზებას მასშტაბური იმპორტი ართულებს.   „ამ წელს მოსახლეობას მოსავლის გადაყრა მოუწევს, რადგანაც არც ერთი მყიდველი ჩვენთან ჯერ არ მოსულა. მთავრობა სულ ლაპარაკობს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, მაგრამ...

5 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

5 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-05-05 18:00:45
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 5 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 5 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 6 მაისისაა) ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან...

როდიდან ამოქმედდება ელექტრონული ლარის საპილოტე ვერსია

როდიდან ამოქმედდება ელექტრონული ლარის საპილოტე ვერსია
access_time2021-05-05 16:05:55
„ციფრული ლარს მოვიაზრებთ ნაღდი ფულის ჩასანაცვლებლად“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში საქმე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ განაცხადა.   მისი თქმით, ელექტრონული ლარის უპირატესობა იქნება დაბალი საოპერაციო ხარჯი და ამასთან, მომენტალურობა. გარდა ამისა, ციფრული ვალუტის გამოყენებისას არ იქნება საჭირო ანგარიშის ქონა რომელიმე ბანკში და არ საჭიროებს შუამავალს.   როგორც პაპუნა ლეჟავამ განმარტა, ელექტრონული ლარის...


მსგავსი სიახლეები

up