2019 წლის ბიუჯეტი 12 729 700 000 ლარით განისაზღვრა

2019 წლის ბიუჯეტი 12 729 700 000 ლარით განისაზღვრა

access_time2018-10-01 17:31:00

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 12 729 700 000 ლარით არის განსაზღვრული. ეს ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველადი ვარიანტია, რომელიც მთავრობიდან პარლამენტში უკვე შევიდა.



დოკუმენტში წერია, რომ 2019 წლის ეკონომიკური პროგნოზი 4,5%-ით განისაზღვრა.



„მომდევნო წლებში ეტაპობრივად იზრდება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და 2020 წელს შეადგენს 5%-ს, 2021 წელს 5,5%-ს, ხოლო 2022 წელს 6,0%-ს“, - ნათქვამია სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში.



დოკუმენტის მიხედვით, 2019 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 45.1 მლრდ ლარია, ხოლო 2022 წლისთვის პროგნოზირებულია მისი გაზრდა 57,9 მლრდ ლარამდე. ფინანსთა სამინისტრო ელოდება, რომ 2018 წელს საგადასახადო შემოსავლების გადაჭარბებით შესრულდება, შესაბამისად განახლებული პროგნოზი შეადგენს 10 500,0 მლნ ლარს.



2018 წლის განახლებული პროგნოზიდან არის გაანგარიშებული 2019 წლის მაჩვენებელიც, რომელიც მშპ-ს 24,8%-ია და ნომინალურ გამოხატულებაში შეადგენს 11 200,0 მლნ ლარს.




საგადასახდო შემოსავლებში საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენელებლი 3 365.0 მლნ ლარით არის პროგნოზირებული, საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტის წილი 3 115,0 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების წილი 250,0 მლნ ლარს.



"საგადასახადო შემოსავლების პროგნოზირებულ მაჩვენებელში მოგების გადასახადის სავარაუდო მოცულობა 786.0 მლნ ლარით არის განსაზღვრული, დამატებული ღირებულების გადასახადის - 4 482.0 მლნ ლარით. 2019 წლისთვის აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი 1 505.0 მლნ ლარის ოდენობით არის პროგნოზირებული, იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი - 83 მლნ ლარით; სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი - 40 მლნ ლარით; „2019 წელს აქტიურად გაგრძელდება წინა წლებში წარმოქმნილი ზედმეტად გადახდილი გადასახადების (ძირითადად დღგ) დაბრუნების პროცესი და მოსალოდნელია რომ 2019 წელს დაბრუნდება 400 მლნ ლარზე მეტი“, - წერია დოკუმენტის განმარტებით ბარათში.



დოკუმენტის თანხმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ჯამური ასიგნებებიდან საბიუჯეტო ხარჯები 11 268 2 მლნ ლარს შეადგენს, გრანტები - 96,5 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები 1 365 0 მლნ ლარის.



ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობიდან, 3 773.1 მლნ ლარი სოციალურ უზრუნველყოფაზე მოდის, 1 473.8 მლნ ლარი - შრომის ანაზღაურებაზე, 1 194.0 მლნ ლარი - საქონელსა და მომსახურებაზე და სხვა. ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია, რომ 2019 წელს სახელმწიფო არსებულ ვალდებულებებს 933.9 მლნ ლარით შეამცირებს, საიდანაც 893.8 მლნ ლარი მიმართული იქნება საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების დაფარვაზე, ხოლო 40.1 მლნ ლარი - საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების და დავალიანების დაფარვაზე.



imedinews.ge








თეგები:
ბიუჯეტი



ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგრობიზნესში წავიდა

ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგრობიზნესში წავიდა
access_time2020-09-18 19:30:26
ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგროსექტორით დაინტერესდა. გიორგი თაბუაშვილი10 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენებული ქლიავის ბაღებიდან პირველი მოსავალი უკვე მიიღო.   როგორც გიორგი თაბუაშვილმა ბიზნესპარტნიორს განუცხადა, ქლიავის ბაღები კასპშია გაშენებული. მისი თქმით,  რაოდენობა მცირეა, თუმცა მომავალში ბევრად მეტის მოლოდინი აქვთ.   „მეოთხე წელს სტენლის ჯიშის ქლიავის პირველი მოსავალი მივიღეთ, რაც დაახლოებით 4 ტონა იყო. მომავალ წელს, ამ დროს უკვე ემპრესის...

პანდემიამ ევროპის ქვეყნებს შორის საზღვრები დააბრუნა

პანდემიამ ევროპის ქვეყნებს შორის საზღვრები დააბრუნა
access_time2020-09-18 19:00:47
ევროპელებს ათწლეულების მანძილზე საზღვრების არსებობო თითქმის დაავიწყდათ - თუმცა, 2020-ში საკითხი ისევ რეალობად იქცა. ზოგი საზღვარი გაიხსნა, ზოგი არა, ზოგი ღიაა მხოლოდ გარკვეული ქვეყნებს მოქალაქეებისთვის, სხვებისთვის კი - ჯერაც დახურულია. სულ რამდენიმე კვირაში შენგენის ზონის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. „ევროპელებს დაავიწყდათ, რომ ცალკეულ სახელმწიფოებს საზღვრების დახურვის უფლებამოსილება აქვთ. შენგენის შეთანხმებაში შავით...

18 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

18 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-09-18 18:25:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 18 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

ანა მიქაძე: ფერმერებს რეალიზაციის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ

ანა მიქაძე: ფერმერებს რეალიზაციის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ
access_time2020-09-18 17:42:25
კოვიდ პანდემიის გავლენის ფონზე ჩავარდნილმა ტურიზმმა, სასტუმროებისა და რესტორნების დახურვამ ყველის გაყიდვები შეამცირა. საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, ფერმერებს რეალიზაციის არეალის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ. ამასთან პრობლემას წარმოადგენს პირუტყვის საკვებიც. ანა მიქაძის თქმით, ამ პრობლემების ფონზე, უფრო საქონლის  ხორცად გაყიდვის ტენდენცია შეინიშნება.   „ადამიანებს ინტერესი ეკარგებათ, ვინაიდან კორონავირუსის გამო...

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის დელეგაცია წინანდლის ფესტივალის გახსნას დაესწრო

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის დელეგაცია წინანდლის ფესტივალის გახსნას დაესწრო
access_time2020-09-18 15:00:11
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი  დელეგაციასთან ერთად წინანდლის მამულში გამართულ კონცერტს დაესწრნენ.  სტუმრებს შორის იყვნენ ესპანეთის, პორტუგალიის, საბერძნეთის, რუმინეთის, მაროკოს, საუდის არაბეთის, კონგოს, კენიის და სხვა ქვეყნების წარმოამდგენლები,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - მარიამ ქვრივიშვილი. წინანდლის ფესტივალის პირველ...


მსგავსი სიახლეები

up