იაპონიაში, აპრილში, 2019 წლის აპრილთან შედარებით, ავტომობილების შიდა გაყიდვები 28.6%-ით შემცირდა, რაც ახალი კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
მონაცემები ცხადყოფს, თუ რამდენად დიდია პანდემიის გავლენა მსოფლიოში ეკონომიკის სიმძლავრით მესამე ქვეყნისთვის. გასულ თვეში აქ მხოლოდ 270 393 ავტომობილი გაიყიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს რიცხვი 378 687 იყო.
იაპონიაში გაყიდული ავტომობილების უმეტესობა ადგილობრივი წარმოებისაა.
imedinews.ge