2019 წლის 9 თვის მონაცემებით მგზავრთა ნაკადი 5%-ით გაიზარდა

2019 წლის 9 თვის მონაცემებით მგზავრთა ნაკადი 5%-ით გაიზარდა

access_time2019-10-10 15:00:37


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის ცხრა თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 4 139 955 მგზავრს მოემსახურა. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადი 5.40%-ით (212 090 მგზავრით) არის გაზრდილი. დაფიქსირებული მაჩვენებელი დაახლოებით 9-10%-ით ჩამორჩება სააგენტოს საპროგნოზო მონაცემებს მოცემული პერიოდისთვის (მგზავრთნაკადის ზრდის 9 თვის ჯამური მაჩვენებელი დაახლოებით 14-15% უნდა ყოფილიყო), რაც მიმდინარე წლის 8 ივლისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტას უკავშირდება.




თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ცხრა თვეში 2 971 398 მგზავრს მოემსახურა, რაც 0.68%-ით (20 180 მგზავრით) მეტია, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა.


იანვარ-სექტემბერში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 524 068 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 2.01% ით (10 336 მგზავრით) მეტია 2018 წლის 9 თვეში დაფიქსირებულ მგზავრთა რაოდენობაზე.



2019 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 39.79%-ით გაიზარდა. სულ გადაყვანილ იქნა 629 618 მგზავრი - 179 201 მგზავრით მეტი ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში.


რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში 6 497 მგზავრს მოემსახურა, რაც 1 093 მგზავრით, შესაბამისად 20.23%-ით მეტია ვიდრე გასული ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. ამბროლაურის აეროპორტმა განვლილ ცხრა თვეში 1 519 მგზავრი მიიღო, რაც 193 მგზავრით მეტია (15%) ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მომსახურებული მგზავრების რაოდენობა.


2019 წლის განვლილი ცხრა თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 512 რეისით მეტი განხორციელდა ვიდრე გასული წლის სამ კვარტალში. სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ იყო - 19 307, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 16 901, ხოლო ჩარტერების 2 406. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 2.72%-ს შეადგენს.


უმნიშვნელო კლება დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხით. მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 18 507.686 ტონა შეადგინა, რაც 380.08 ტონით, შესაბამისად, 2.01%-ით ნაკლებია ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაზიდული ტვირთის ოდენობა.


ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტალში, საქართველოს აეროპორტებში საჰაერო ხომალდების აფრენა-დაფრენის რაოდენობა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 13%-ით შემცირდა, რაც ასევე საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტას უკავშირდება. აღსანიშნავია შიდა ფრენების რაოდენობის მატება, რომელიც EUROCONTROL-ის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.6%-ით გაიზარდა.


2019 წლის განვლილ პერიოდში, საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემდეგი ავიაკომპანიები შემოვიდნენ: AIR FRANCE; Air Malta; „SmartLynx Airlines (ჩარტერული რეისები); GetJet (ჩარტერული რეისები); „Onurair (ჩარტერული რეისები); „Uzbekistan Airways და Aircompany Armenia.





ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს

ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს
access_time2020-08-04 18:15:55
HSBC (ჰონგ-კონგისა და შანხაის საბანკო კორპორაცია) სამუშაო ადგილების შემცირების დაჩქარებას გეგმავს. ბანკის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული უმოქმედო სესხების რაოდენობამ შესაძლოა $13 მილიარდს მიაღწიოს. HSBC-ს ხელმძღვანელის ნოელ ქუინის განცხადებით ეს „აჩქარებს“ ადრეული რესტრუქტურიზაციის გეგმას, რომელიც 35 000 სამუშაო ადგილს მოიცავდა. ქუინის თქმით, ბიზნესის გასაძლიერებლად, ბანკი ასევე „დამატებით აქტივობებს“ გამოიკვლევს. BBC-ის ინფორმაციით, ევროპის უმსხვილესი...

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!
access_time2020-08-04 17:00:31
კომერციული ბანკები, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, თანხის გადახდას ერთიანად ითხოვენ. ინფორმაცია როგორც ბანკის მსესხებლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასტურდება. ასეთ ვითარებაში ათასობით ოჯახს გაკოტრება ელის. პირველ ეტაპზე, სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, უგამონაკლისოდ, ყველა კომერციულმა ბანკმა დაუწესა მსესხებლებს. მიზეზი პანდემია და საგანგებო რეჟიმი იყო, რომლის გამოც, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ . ბანკებისა და მთავრობის ერთობლივი...

მოსკოვი კვიპროსის ოფშორებს რუსული ბიზნესისთვის ხურავს

მოსკოვი კვიპროსის ოფშორებს რუსული ბიზნესისთვის ხურავს
access_time2020-08-04 19:30:06
...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-04 21:00:02
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Doctor Goods, Group Inn, KTW, ყვარლის ედემი - Bellingcat კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს საერთაშორისო საგამოძიებო გამოცემა Bellingcat საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს. Bellingcat-ის ცნობით, პანდემიის პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ...

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია
access_time2020-08-04 14:05:06
უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ...


მსგავსი სიახლეები

up