2019 წლის 7 თვეში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 12%-ით გაიზარდა

2019 წლის 7 თვეში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 12%-ით გაიზარდა

access_time2019-08-13 13:45:23

საქართველოს ეროპორტების გაერთიანებამ აეროპორტების მგზავრთნაკადის სტატისტიკა გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ივლისში ქართული აეროპორტები ჯამში, 571,848 მგზავრს მოემსახურნენ, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.3%-ით ნაკლებია.


მათი შეფასებით, შემცირება 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერებამ გამოიწვია.


დოკუმენტის მიხედვით, ავიასანქციების შედეგი ყველაზე ნაკლებად ქუთაისის აეროპორტზე აისახა, შესაბამისად, ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტი, რომლის ნაკადიც გაიზარდა, სწორედ ქუთაისი იყო.


ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 85,738 მგზავრი, ზრდა - 14%;



თბილისის აეროპორტი - 384,632 მგზავრი, კლება 10%;


ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი - 100,432 მგზავრი, კლება - 9.7%;


ცნობისთვის: 2019 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში დაფიქსირდა მგზავრთნაკადის ზრდის მნიშვნელოვანი დინამიკა. 2019 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით (იანვარი-ივნისი), საქართველოს ხუთივე აეროპორტი ჯამში 2,486,780 მგზავრს მოემსახურა, რაც 18%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს - 2018 წელს 2,103,126 მგზავრი.


რაც შეეხება, 2019 წლის იანვარ-ივლისის ჯამური სტატისტიკას, აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 7 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის ზრდის ტემპი 18%-დან 12%-მდე შემცირდა - საქართველოს აეროპორტები ჯამში - 3,058,473 მგზავრს მოემსახურა, რაც 12% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 2,719,931 მგზავრი).








საირმის ტყეში რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიციით სამონადირეო მეურნეობა გაშენდება

საირმის ტყეში რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიციით სამონადირეო მეურნეობა გაშენდება
access_time2019-08-19 17:30:56
საირმის ტყეში სამონადირეო კომპლექსის მოწყობის მიზნით რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიცია განხორციელდება. აუქციონი სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მოპოვების მიზნით 2...

„ფორსაჟი 9“-ში ქართული წარმოების ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება

„ფორსაჟი 9“-ში ქართული წარმოების ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება
access_time2019-08-19 15:55:25
ჰოლივუდის ფილმის – Fast and Furious 9-ის („ფორსაჟი 9“) ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებები საქართველოში დღეს დაიწყო.  გადასაღებ მოედანზე ჰოლივუდის ერთ-ერთ ცნობილ ბლოკბასტერში ქართული წარმოების მრავალ ფუნქციური ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება.  ინფორმაცია “კომერსანტს“ თავდაცვის სამინისტროშიც დაუდასტურეს. ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გადაღებულ კადრებშიც ჩანს, როგორი იღებენ ქართული წარმოების მრავალ ფუნქციური ჯავშანმანქანა ერთ-ერთ ყველაზე...

„Gulf Georgia“ „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს

„Gulf Georgia“  „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს
access_time2019-08-19 14:30:32
“კომერსანტის“ ინფორმაციით, ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი, რომელიც ამავდროულად  „Gulf Georgia“-ს  უმსხვილესი აქციონერია, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს. როგორც “კომერსანტს“ წყარომ განუცხადა მოლაპარაკებები დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „Gulf“-ი „ვისოლის“ რამდენიმე ავტოგასამართი სადგურების შეძენით იყო დაინტერესებული, ამჟამად კი მოლაპარაკებები მთლიანად „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვაზე...

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე არსებულ “შავ წერტილებს“ ადამიანების სიცოცხლე ეწირება - ახალი გზის ერთი წლის სტატისტიკა - 10 დაღუპული, 48 - დაშავებული -

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე არსებულ “შავ წერტილებს“ ადამიანების სიცოცხლე ეწირება -  ახალი გზის ერთი წლის სტატისტიკა - 10 დაღუპული, 48 - დაშავებული -
access_time2019-08-19 13:00:19
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე წლის განმავლობაში 23 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. 10 ადამიანი დაიღუპა, 48 კი დაშავდა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა მიაწოდა. ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზა 2018 წელს არის აშენებული. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გზა გამართულია და მაქსიმალურად არის აღჭურვილი ყველა საჭირო საგზაო ნიშნით. „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო...

ხელისუფლების გაუგებარი სავიზო პოლიტიკის გამო ქვეყანა ტურისტულ პოტენციალს კარგავს - ავიაკომპანია INDIGO-სთან მოლაპარაკებები შეფერხდა

ხელისუფლების გაუგებარი სავიზო პოლიტიკის გამო ქვეყანა ტურისტულ პოტენციალს კარგავს - ავიაკომპანია INDIGO-სთან მოლაპარაკებები შეფერხდა
access_time2019-08-19 10:00:29
„ინდურ ავიაკომპანია INDIGO-სთან, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე 43% უკავია საქართველომ მოლაპარაკებები განაახლა. როგორც „კომერსანტს“ TAV Georgia-ს წარმომადგენელმა განუცხადა, ქართულ მხარესა და ინდურ ავიაკომპანიას შორის კომუნიკაცია რამდენიმე დღის წინ შედგა. „თუმცა, საბოლოოდ მაინც არ არის გადაწყვეტილი  INDIGO წელს დაიწყებს ფრენას საქართველოში თუ არა 2020 წლიდან,“ - აცხადებენ TAV Georgia-ში. ინდურ...


მსგავსი სიახლეები

up