2019 წლის 6 თვეში სადაზღვევო კომპანიებმა 345,32 მლნ ლარის პრემია მოიზიდეს - TOP 10 სადაზღვევო კომპანია

2019 წლის 6 თვეში სადაზღვევო კომპანიებმა 345,32 მლნ ლარის პრემია მოიზიდეს - TOP 10 სადაზღვევო კომპანია

access_time2019-09-12 17:00:29


სადაზღვევო სექტორში 2019 წლის 6 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 345.32 მილიონი ლარი, რაც 50.04 მილიონი ლარით მეტია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.



ამავე პერიოდის შედეგებით სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგებამ შეადგინა 19,57 მილიონი ლარი, აქტივები შეადგენს 952,67 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 231,27 მილიონ ლარს. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიების წმინდა მოგება 16.34 მილიონ ლარს შეადგენდა, აქტივები — 699.37 მილიონ ლარს, კაპიტალი კი 180.69 მილიონ ლარს.




დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მოზიდული პრემიის მიხედვით,ლიდერი იმედი L-ია, კომპანიამ 2019 წლის 6 თვის განმავლობაში 58,74 მლნ ლარი მოიზიდა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 37,99 მლნ ლარი იყო.



რეიტინგში მეორე ადგილზეა „ჯიპიაი ჰოლდინგი“ 56.62 მლნ ლარით, თუმცა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პორტფელი 10.43 მლნ.ლარით შეუმცირდა.



მესამე ადგილზეა „ალდაგი“ - 51.26 მლნ. ლარით (ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.43 მლნ ლარია)




მეოთხე ადგილზეა „თიბისი“ — 39.29 მილიონი ლარით, რომელიც 10,7 მილიონი ლარით მეტია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.



მეხუთე ადგილზეა „არდი“, რომელმაც 2019 წელს 29.52 მლნ ლარის პრემია მოიზიდა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 23.14 მლნ ლარის.



მეექვესე ადგილზეა „ირაო“, 2019 წლის 6 თვეში კომპანიამ 19,47 მლნ ლარის პრემია მოიზიდა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს თანხა 16,38 მლნ ლარს შეადგენდა.



მეშვიდე ადგილზეა „უნისონი“, რომელმაც 2019 წლის 6 თვეში 18.91 მლნ ლარის პრემია მოიზიდა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 19.11 მლნ ლარი იყო.



მერვე ადგილზეა „ალფა“, რომელმაც 2019 წლის 6 თვეში 14.78მლნ ლარის პრემია მოიზიდა, 2018 წლის 6 თვეში - 12.34 მლნ ლარის.



შემდეგ მოდის სადაზღვევო კომპანია „ბენეფიტი“, რომელმაც 2019 წლის 6 თვეში 13.70 მლნ ლარის პრემია მოიზიდა, 2018 წლის 6 თვეში კი - 7.94 მლნ ლარის.



ათეულის ბოლო ადგილზეა სადაზღვევო კომპანია „პეესპე“, რომელმაც 2019 წლის 6 თვეში 12.22 მლნ ლარის პრემია მიიღო, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი -13.88 მლნ ლარის.






2019 წლის 30 ივნისის მდგომარეობით რეგისტრირებულია 17 სადაზღვევო კომპანია, 16 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.


სოფო ქსოვრელი 




როგორ ჩნდება ახალი ვირუსი და რა უნდა ვიცოდეთ გლობალური ეპიდემიების შესახებ

როგორ ჩნდება ახალი ვირუსი და რა უნდა ვიცოდეთ გლობალური ეპიდემიების შესახებ
access_time2020-01-26 20:00:26
ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის შემთხვევები სულ უფრო იზრდება. საინტერესოა, რატომ წარმოიქმნება მუდმივად ახალ-ახალი ვირუსები? რატომ არ არსებობს უნივერსალური წამალი? მოსალოდნელია თუ არა ახალი გლობალური ეპიდემია?   როგორ წარმოიქმნება გლობალური ეპიდემია? გლობალურ ეპიდემიას ან პანდემიას უწოდებენ დაავადებას, რომელიც არა მხოლოდ ერთი ქვეყნის ან ქალაქის ფარგლებში ვრცელდება, არამედ მთელ მსოფლიოს მოიცავს და ამით ადამიანების...

Tesla-ს ახალი კონკურენტები გაუჩნდა

Tesla-ს ახალი კონკურენტები გაუჩნდა
access_time2020-01-26 19:00:51
Hyundai და Kia-მ ერთობლივად ჩადეს 100 მლნ.  საავტომობილო სტარტაპ Arrival-ში, რომლის ღირებულებაც შეფასდა 3 მლრდ. დოლარად - კომპანია შექმნა რუსეთის მოქალაქე დენის სვედრლოვმა, რომელიც ამჟამად საქმიანობს ინგლისში. შესაბამისად, კორეული გიგანტები მიიღებენ კომპანიის აქციების 3,3%-ს. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ გარიგების მიზანია კომერციული ელექტრომობილების საყოველთაო დანერგვა, და 2025 წლისთვის ამ ტიპის მანქანების მწარმოებელთა სამეულში...

Google-ის ახალი ყურსასმენი 40 ენიდან თარგმნის

Google-ის ახალი ყურსასმენი 40 ენიდან თარგმნის
access_time2020-01-26 15:00:16
Google-ის ახალი ყურსასმენი - Pixel Buds – თავსებადი იქნება Pixel-ის სმარტფონებთან.   მოწყობილობა შეუერთდება ვირტუალური თანაშემწეს პროგრამას Google Assistant და გააქტიურდება სპეციალური ღილაკის დაჭერით.   ყურსასმენის მართვა შესაძლებელია ხმოვანი მითითებებით - მაგალითად, მომხმარებელს შეეძლება სთხოვოს მოწყობილობას ჩართოს ესა თუ ის სიმღერა, დარეკოს ტელეფონით, უჩვენოს გზა, და ა.შ.   თუმცა, ახალი ყურსასმენის ყველაზე საინტერესო ფუნქცია იქნება...

Balenciaga მაღალ მოდაში ბრუნდება

Balenciaga მაღალ მოდაში ბრუნდება
access_time2020-01-26 17:00:19
  ჟან-პოლ გოტიე სამუდამოდ ტოვებს მოდის სცენას, თუმცა დემნა გვასალია იწყებს გააქტიურებას.   კერძოდ, დიზაინერმა განაცხადა, რომ ამა წლის ზაფხულში პირველად52 წლის მანძილზე Balenciaga წარმოადგენს კუტიურ-კოლექციას.   ბრენდის ისტორია შეწყდა 1968 წელს, როდესაც კრისტობალ ბალენსიაგამ  დახურა თავისი სამკერვალო, შემდეგ კი გარდაიცვალა. 1986 წელს კომპანია აღდგა, თუმცა, უარი განაცხადა მაღალი მოდის კოლექციების შექმნაზე.   დღეს...

„კრისტალბეთი“ გამარჯვებულ მოქალაქეს ჯეკპოტს არ აძლევს

„კრისტალბეთი“ გამარჯვებულ მოქალაქეს ჯეკპოტს არ აძლევს
access_time2020-01-26 11:00:22
არის შემთხვევები, როცა აზარტული თამაშების კომპანია „კრისტალბეთში“ მოთამაშეებმა ჯეკპოტი მოიგეს, თუმცა ონლაინტოტალიზატორი თანხას არ გასცემს, – ამის შესახებ ადვოკატებმა გიორგი ჩერქეზიამ და სალომე აბესლამიძემ, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას...


მსგავსი სიახლეები

up