Addmusic: სარეკლამო მუსიკის ბაზარზე პანდემიამდელი მოთხოვნა 25%–ით აღდგა

Addmusic: სარეკლამო მუსიკის ბაზარზე პანდემიამდელი მოთხოვნა 25%–ით აღდგა

access_time2022-05-13 20:00:24

Addmusic  სარეკლამო მუსიკის  სააგენტოა და  ის რეკლამებისთვის და კორპორაციული წვეულებებისთვის  მუსიკას ქმნის, კომპანიის  შექმნის  იდეასა და  სფეროს მიმართ  დაინტერესებაზე სარეკლამო მუსიკის სააგენტოს დამფუძნებელმა გიორგი სიბაშვილმა რადიო “კომერსანტის“  გადაცემაში “კომერსანტის დილა“  ისაუბრა.

 

როგორც გიორგი სიბაშვილმა აღნიშნა, 2015 წელს მეგობრებთან ერთად იმ დროისთვის  პოპულარული მუსიკის შარჟები გააკეთა, „ეს  ჩვენი  შარჟები წლების განმავლობაში ძალიან პოპულარული გახდა და სხვადასხვა  ბიზნესის  თუ სარეკლამო სფეროს ყურადღებას იქცევდა. ასე  ჩამოყალიბდა  ჯგუფი “ყველა“,  აღნიშნა მან.

 

„სარეკლამო სფერომ შეამჩნია, რომ ჩვენ  შეგვიძლია  ისეთი  რაღაცეების  გაკეთება, რაც  პოპულარული  ხდება,  ხალხს  მოსწონს  და  ჰიტდება,  შესაბამისად  დაგვიკავშირდნენ და  ჯგუფი  “ყველას“ ფარგლებში  4  შეკვეთა  გავაკეთეთ, რაღაც  ჰიტები  დავწერეთ, რომელზეც  ხალხმა  არ იცოდა, რომ  შეკვეთა იყო.

ამ ყველაფრიდან  გამომდინარე შემთხვევით  გაგვივარდა სახელი, რომ ჩვენ ჯგუფს შეეძლო რეკლამისთვის მუსიკის შექმნა და ვისაც  სჭირდებოდა გვიკავშირდებოდნენ და  გვიკვეთავდნენ. საბოლოოდ როცა ეს შეკვეთები მომრავლდა, გადავწყვიტეთ რომ რაღაც ფორმა მიგვეცა და ეს მიმართულება  გაგვეძლიერებინა. ახლა გაცხადებულად  ვეპატიჟებით  ყველას, ვისაც  რეკლამისთვის, ან  ნებისმიერი  კომერციული დანიშნულებისთვის მუსიკა  სჭირდება, ეს  შეიძლება  იყოს რომელიმე  ღონისძიების  მუსიკალური  გაფორმება,  კორპორაციული  ჰიმნი,  ცნობილი  ჰიტის  ადაპტაცია  ქართულ  ენაზე  და .ა.შ.“, -  აღნიშნა გიორგი სიბაშვილმა.

 

მისი თქმით,  სარეკლამო  ინდუსტრია დღეის  მდგომარეობით ჯანმრთელად  ნამდვილად  არ  არის, სფეროზე გავლენა პანდემიამაც  მოახდინა, რის გამოც 2019 წელთან  შედარებით 25% აქტივობა  აქვთ.


 

„სარეკლამო  ინდუსტრია  ჯანმრთელად ნამდვილად  არ არის, ამ სფეროს კარგი საზომი წინასაახალწლო პერიოდია,  ნოემბრის დასაწყისიდან  რომ  იწყებოდა  საახალწლო  ციებ-ცხელება ნოემბრის  ბოლოს  უკვე  ერთი  ამბავი  იყო და  სამუშაო ჯგუფს ღამის  თენება  უწევდა  და ახლა ეგეთი რეჟიმი აღარ  გვაქვს დიდი დიდი  დეკემბრის ბოლოს მოგვიწიოს 1-2 ღამის გათენება. დღეს პანდემიამდელი პერიოდის 25%–იანი  აქტივობა გვაქვს, თუმცა იმედია, რომ ეს პანდემიის გამოა და ვითარება ნელ-ნელა გამოსწორდება.

რაც შეეხება იმას,  თუ  რამდენად  იხდიან  ადამიანები  ორიგინალურ  მუსიკაში  ფულს,  ამ  მხრივ  ცვლილება  რის  ის,  რომ საქართველოში შემოვიდა და  ძალიან  ძლიერდება  საავტორო  უფლებების  დამცველი  ორგანიზაციები და  ისე  რომ  ვიღაცამ რაც  უნდა მოჭრას  და  დაადოს რეკლამას ეგრე ვეღარ გამოდის, რადგან როგორც კი ასე  ჩამოტვირთულ მუსიკას რეკლამას დაადებ ონლაინ სივრცეში გებლოკება და თუ ტელევიზიაში გაუშვებ შეიძლება საქმე სასამართლომდეც კი მივიდეს.“ -  აღნიშნა გიორგი სიბაშვილმა. ინტერნეტშიც არსებობს სპეციალურად ამ საქმისთვის მუსიკალური ბაზები, სადაც მუსიკის  შეძენა 30-70 დოლარამდე არის შესაძლებელი, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სარეკლამო კლიპი ძირითადად ემოციას ემყარება და ამ ემოციას  იწვევს  მუსიკა და თუ შენ  შენი ბიზნესის რეკლამისთვის გამოიყენებ მუსიკას, რომელიც 500 -ჯერ ა რის გამოყენებული ის ვერანაირ ემოციას მომხმარებელში ვეღარ აღძრავს“, -  აღნიშნა გიორგი სიბაშვილმა.

 

სიბაშვილმა აღნიშნა, რომ addmusic საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კომპანიაა, რასაც  4 საერთაშორისო ჯილდო მოწმობს.

 

„თავს  საერთაშორისო  ბაზარზე  კონკურენტუნარიანად  ვთვლით და ეს  სუბიექტური  შეფასება  არ  არის, ჩვენ ოთხი  საერთაშორისო  ჯილდო  გვაქვს საერთაშორისო  სარეკლამო  ფესტივალებზე, ერთი  ჯილდო  გვაქვს  ლონდონში, ერთი ბარსელონაში  ერთი ნიუ იორკში და  ერთი  ბათუმში.

ვერცხლის მედალი ბარსელონაში ერთ-ერთ ფესტივალზე მივიღეთ,  ჩვენ გავედით  მეორე  ადგილზე,  პირველ ადგილზე გავიდა  კლიპი,  სადაც  თამაშობენ  პელე  და მესი,  ჩვენ მიერ  შესრულებული  კლიპი რომელმაც  ვერცხლის  მადლი  დაიმსახურა დამზადდა  დოლიძეზე  ნახევრად სარდაფის  ტიპის  სტუდიაში“, – აღნიშნა გიორგი სიბაშვილმა.

 

 

 თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up