2019 წლის 6 თვეში თბილისში 9  სასტუმროს მშენებლობის  ნებართვა გაიცა - სად და რა ტიპის სასტუმროები აშენდება - რენდერები

2019 წლის 6 თვეში თბილისში 9 სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გაიცა - სად და რა ტიპის სასტუმროები აშენდება - რენდერები

access_time2019-08-27 13:00:51

2019 წელს თბილისში 9 ახალი სასტუმროს აშენების ნებართვა გაიცა. “კომერსანტის“ მიერ  თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ:


5 სართულიან სასტუმრო აშენდება თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ უბანში. არქიტექტურის სამხარურიდან კომერსანტის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ორბელიანის მოედანის მიმდებარედ ფხოვის ქუჩაზე  საბაჟო რკინიგზის ყოფილი უფროსი ზვიად შავიშვილი დაახლოებით 20 ნომრიან სასტუმროს ააშენებს.  მშენებლობის ნებართვა 2019 წლის 2 აპრილს გაიცა.



არქიტექტურის ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ საპროექტო შენობის პირველი სართული მაქსიმალურად გახსნილია ქუჩის მიმართულებით და აკავშირებს ქუჩას მცირე ზომის გამწვანებულ ეზოსთან.  ფასადი შეადგენს ულტრა გამჭირვალე, ლოკალურად დაბურულ, ორმაგ მინაპაკეტს.


შენობის მიწის პირა სართული  აგურითაა მოპირკეთებული და  ღობის ცალ მხარეს  დატანებული აქვს პანორამული დასაკეცი კარები  მაქსიმალური გახსნილობის საშუალებას იძლევა. შენობის შემდგომი სართულები შესრულებულია ბეოტნის მონოლითური კონსტრუქციით და შედგენს  სამ პლასტს რომელიც დინამიურად აგრძელებს მეზობელი შენობის პროპორციებს .




გამწვანება სუროს სხვა და სხვა სახეობის  სუროსებრი ოჯახის  მცენარეების კომბინაციით მოხდება.  ასევე იგეგმება გამწვანებული კედლის მოწყობაც. სასტუმროს კონცეფცია ითვალისწინებს ინტერიერის და ექსტერიერის მაქსიმალურ გამწვანებას.


2019 წლის 25 თებერვალს მშენებლობის ნებართვა მიიღო გიორგი ჩახვაშვილმაც, დამკვეთი 4 სართულიანი სასტუმროს აშენებას გარე კახეთის # 15-ში გეგმავს.

 


საპროექტო შენობა მიწის ზემოთ ოთხსართულიანია -1 სართულით .  პროექტის მიხედვით იგეგმება არსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის დაშლა და მის ნაცვლად 21 ნომრიანი საოჯახო ტიპის სასტუმროს მშენებლობა. სასტუმროში მოეწყობა კაფე ბარი და რესტორანი, საინფორმაციო-მიმღები პირველ სართულზე..


 


ფასადი მოპირკეთდება ნაწილობრივ აგურით და შეიღებება დეკორატიულად. აივნებზე მოეწყობა მოაჯირები მილკვადრატებით, შენობა შეიფუთება ალუმინის ორმაგი მინა პაკეტით (ფერი შავი). საპროექტო შენობა კარკასულია. გარე პერიმეტრი  ბლოკით შეღებულია  გათვალისწინებულია მისი ცეცხლმედეგობა. 

 

ყოფილი დეპუტატი კობა ამირხანაშვილი თბილისის ისტორიულ ნაწილში ვერეს უბანში სასტუმროს აშენებს. მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს შორის - საქანელას ქუჩაზე,  ნომერ 2-ში მდებარე ნაკვეთზე 5 სართულიანი სასტუმრო განთავსდება. მას 16 ნომერი ექნება. სასტუმროს მშენებლობაში სავარაუდოდ 1 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. არქიტექტურის სამსახურმა მშენებლობის ნებართვა 2019 წლის პირველ მარტს გასცა.


 



როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ ტერიტორიაზე განაშენიანება ამჟამად თითქმის მთლიანად განადგურებულია. ჯავახიშვილის ქუჩის (აღმართის) პერიმეტრის მოშენება და საქანელას ქუჩის სახლების უმეტესობა დანგრეულია. საპროექტო ტერიტორია დღეისათვის განაშენიანებული არ არის და საჭიროებს სამშენებლოდ მომზადებას. 






საპროექტო მიწის ნაკვეთზე ამჟამად განთავსებულია ავტო-პროფილაქტიკა (დიაგნოსტიკური ცენტრი), რომელიც ამჟამად არ ფუნქციონირებს, ხოლო არსებულ შენობა-ნაგებობას თავისი დღევანდელი იერ-სახით შეაქვს დისონანსი უკვე ჩამოყალიბებულ ურბანულ გარემოში და შეუფერებელია დედაქალაქის ცენტრალური, ისტორიული ნაწილისთვის. პროექტის მიხედვით, უნდა მოხდეს აღნიშნული არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი.

 

სასტუმროს აშენებას გეგმავენ დალი ქადარია და დალიდა ქადარია. საპროექტო ტერიტორია მდებარეობს საბურთალოზე, ლიხაურის N6- ა- ში. მიმდებარე ტერიტორია თავის დროზე განაშენიანდა ძირითადად ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებით. ტერიტორია შემოსაზღვრულია ქალაქის ცენტრალური უბნებით და მაღლივი მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობებით. მშენებლობის ნებართვა 2019 წლის 23 მაის გაიცა.




 2014 წელს საპროექტო ნაკვეთზე არსებულ საცხოვრებელ სახლს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და  სასტუმროდ გადაკეთდა. შემდეგ მესაკუთრეს  გაფართოების სურვილი გაუჩნდა და  შესაბამისი ინვესტიციაც განხორციელა.




ვინაიდან წარმოდგენილი სასტუმრო იქნება ტერიტორიაზე არსებული სასტუმროს დაქვემდებარებაში არ დაგეგმარდება სასტუმროსთვის დამახასიათებელი კლასიკური ფუქნციური ჯაჭვით, რადგან გარკვეული სერვისი და ტექნიკური დახმარება ექნება არსებული შენობის ხარჯზე. 3 სართულზე განთავსდება მხოლოდ  ნომრები. სასტუმროს ექნება  შშმ პირებისთვის ადაპტირებული ერთი ნომერიც.

 

თბილისში, საიათნოვას ქუჩა N 5 / საიათნოვას ქუჩა N 7-9-ში.  პროექტით დაგეგმილია 16.00 მ სიმაღლის 5 სართულიანი( საიდანაც 4 მიწისზედა სართულია და 1 მიწისქვედა), 25 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა.  მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს - 342.0 კვ.მ-ს . დამკვეთი დავით მირიანაშვილია.




 არქიტექტურულ ესთეტიკური თვალსაზრისით, უბნის სახასიათო განაშენიანების გათვალისწინების შესაბამისად, ასევე ისტორიულ-არქიტექტურული კვლევებზე დაყრდნობის და საბჭოს რეკომენდაციის გათვალისწინების შედეგად  შენობის გადახურვა მოხდება დატეხილი,  ქანობიანი სახურავით.






შენობის ფასადის დამუშავება სამი სახისაა, აგურით, ალუკაბონდით და მუქი ფერის მეტალით მოპირკეთება, მოეწყობა ალუმინის კარ-ფანჯრები, ვიტრაჟები, მთავარ ფასადზე გათვალისიწნებულია ხის ჩარჩოები და დეკორატიული ელემენტები


თბილისში უშანგი ჩხეიძის 22 ნომერში 65 ნომრიანი სასტუმრო აშენდება. არქიტექტურის სამხარურიდან კომერსანტის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით დამკვეთები აკაკი მაჭარაშვილი და ლევან ჩაჩუა არიან.  შენობას კონსტრუქციულად 5 სართული იქნება. როგორც ლევან ჩაჩუა აცხადებს პროექტში დაახლოებით 2 მლნ  დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. მშენებლობის ნებართვა 2019 წლის 15 თებერვალს გაიცა. სასტუმროს მშენებლობა კი 1 წელში დასრულდება.





როგორც არქიტექტურის ვებ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ შენობაში ვხვდებით 0 სართულზე  სადაც განთავსებულია შვიდი ნომერი აქედან ერთი ნომერი არის განკუთვნილი შშმპ-თვის. ფოიე, ოფისები, სან. კვანძები, ორი კიბე, ორი ლიფტი, აქედან ერთი არის სახანძრო და შშმპ-თვის, 7 ღერძზე ა-ბ მონაკვეთში დაპროექტებულია ბაღში გასასვლელი კარი, ასევე 1 ღერძზე ბ-ა მონაკვეთში განსაზღვრულია საევაკუაციო კარი, აქვე 1 ღერძთან ეზოში განლაგებულია საქვაბე და გენერატორი.


სანაპიროს მხრიდან პირველ სართულზე განთავსებულია სასაუზმე სივრცე, სამზარეულო, შეხვედრების ოთახი, სან. კვანძები. სახანძრო ტუმბო და წყლის ავზი. 


2, 3, 4 სართულები იდენტურია. თითოეულ სართულზე განთავსებულია 17 სასტუმრო ნომერი, ორი კიბე და ორი ლიფტი.


5 სართულზე შენობა ორ სეგმენტად არის გაყოფილი ტერასით(საზოგადოებრივი სივრცე) და ეს ორი სეგმენტი დაკავშირებულია შემინული დერეფნით. ასევე ბაღის მხარეს

განთავსებულია ვერანდა.


სასტუმრო შენობის მოპირკეთება გადაწყვეტილია შემდეგი მოსაპირკეთებელი მასალებით - აგური, ტრავერტინის ქვა, სპილენძის ფურცლები. გადახურვა შესრულებულია სპილენძის ფურცლებით.



შპს მაქრო კონსტრაქშენმა სასტუმროს მშენებლობის ნებართვა 2019 წლის 12 თებერვალს მიიღო. პროექტის მიხედვით ვირსალაძის ქუჩაზე, „ნოვოტელის“ ბრენდის 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება. დამკვეთი მურატ ავსია, საპროექტო მიწის ნაკვეთის ფართობი 1658 მ2. პროექტში ინვესტიციის სახით  30 მილიონი აშშ დოლარის განხორციელებააა დაგეგმილი.



საპროექტო შენობა 8 სართულიანია , საიდანაც ერთი წარმოადგენს მიწისქვეშა სართულს და აქ განთავსებულია საწყობები და დამხმარე სათავსები, სანაპიროს მხრიდან მიწისპირა სართული ნახევრად მიწაშია  და აქ მდებარეობს საცურაო აუზი, ფიტნეს დარბაზი და დარბაზები შეხვედრებისთვის, რომლებიც უკავშირდება გამწვანებულ ეზოს. ვირსალაძის ქუჩიდან მიწისპირა (1 სართულზე) განთავსებულია სასტუმროს ვესტიბიული, რესტორანი და ადმინისტრაციული ნაწილი. ხოლო სართულის ნახევარი , რომელიც 90 სმ–ით მაღლა მდებარეობს განკუთვნილია საცხოვრებელი ნომრებისთვის. შენობის დანარჩენი 6 სართული მთლიანად ეთმობა სასტუმროს ნომრებს (საერთო ჯამში 148 ნომერი). შენობის სართულები ერთმანეთს უკავშირდება ორი კიბით და 3 ლიფტით, რომლებიც თავისთავად ერთმანეთს კორიდორების და ტამბურების საშუალებით უკავშირდებიან.


შენობის ფასადის ნაწილი მოპირკეთებულია ძველი ქართული აგურით, ხოლო ნაწილი ფასადის კომპოზიტური მასალებით. ასევე გამოყენებულია  მინაპაკეტი და ალუმინის პროფილები.




მელაანის V შეს N5 დაგეგმილია 5 სართულიანი( საიდანაც 4 მიწისზედა სართულია და 1 მიწისქვედა), 17 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა მცირე ხნით დამსვებლებისათვის. პროექტის დამკვეთი ვლადიმერ არაბაჯიანია. მშენებლობის ნებართვა 2019 წლის 5 თებერვალს გაიცა.

 


2019 წლის 12 იანვარს მშენებლობის ნებართვა მიიღო დავით კაკიაშვილი. საპროექტო მიწის ნაკვეთი თბილისის ისტორიულ უბანში, ავლაბარში მდებარეობს.



საპროექტო შენობას აქვს სარდაფი და  სამი მიწისზედა სართული სასტუმროს ნომრებით,  მასშტაბით და პროპორციით შერწყმულია  გარემოსთან და  არ არღვევს უბნის განაშენიანებას; საპროექტო ობიექტი წარმოადგენს  ორ (ა და ბ ბლოკი) სამ სართულიან დამოუკიდებელი მოცულობისგან შემდგარ შენობებს, რომლებიც შიდა ეზოთი არიან ერთმანეთთან დაკავშირებული;


ბაჩო ადამია





გიორგი გახარია - ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი ეკონომიკისთვის და ეროვნულ ბანკს აქვს თავის მანდატი, რომელშიც უნდა იმოქმედოს

გიორგი გახარია - ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი ეკონომიკისთვის და ეროვნულ ბანკს აქვს თავის მანდატი, რომელშიც უნდა იმოქმედოს
access_time2019-10-23 15:22:20
ეროვნული ბანკის ძირითადი მიზანი გახლავთ ინფლაციის თარგეთირება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რეფინანსირების განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვაზე. „ეროვნული ბანკი თავის მანდატში ახორციელებს გარკვეულ ღონისძიებებს. რა თქმა უნდა, ფაქტია და ეს არის მაკროეკონომიკის ლოგიკა, რომ აღნიშნული მომავალ წელს, უახლოესი 6 თვის განმავლობაში შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას, თუმცა რა თქმა უნდა, ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი...

102700 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება

102700 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება
access_time2019-10-23 15:13:13
„საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2019 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 102700 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით 8.5 პროცენტამდე გაეზარდათ. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 5310 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული. 1 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე გაცემული სესხების რაოდენობა...

37,7 მლნ ლარით გაზრდილი შემოსავალი - რა მოგებაზე მუშაობს საქართველოში თურქული TAV-ი

37,7 მლნ ლარით გაზრდილი შემოსავალი - რა მოგებაზე მუშაობს საქართველოში თურქული TAV-ი
access_time2019-10-23 14:12:06
საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდა თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი თურქული კომპანიის „ტავ ურბან ჯორჯიას“ შემოსავალზეც აისახა. კომპანიის ანგარიშგების მიხედვით, 2018 წელს „ტავ“-ის შემოსავალმა 250,976 მლნ ლარი შეადგინა, რაც 37,704 მლნ ლარით (17,5%) მეტია 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით (214,272 მლნ ლარი). ამასთან, კომპანიის ანგარიშგების მიხედვით,...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის 1 პროცენტიანი განაკვეთი 8.5 პროცენტამდე გაზარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის 1 პროცენტიანი განაკვეთი  8.5 პროცენტამდე გაზარდა
access_time2019-10-23 14:04:46
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 23 ოქტომბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით, 8.5 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 6.4 პროცენტი შეადგინა. მიზნობრივზე მაღალ ინფლაციას დროებით ფაქტორებთან ერთად ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურების ინფლაციაზე გადმოცემა განაპირობებს. პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივი დონის ზემოთ...

ირაკლი ბურდილაძე-„იპოთეკური სესხების კუთხით რეგულაციები დღესდღეობით საკმაოდ მკაცრია და მათ შერბილებას ველოდებით“

ირაკლი ბურდილაძე-„იპოთეკური სესხების კუთხით რეგულაციები დღესდღეობით საკმაოდ მკაცრია და  მათ შერბილებას ველოდებით“
access_time2019-10-23 13:30:53
...


მსგავსი სიახლეები

up