თბილისში  სამი ახალი კლინიკა შენდება

თბილისში სამი ახალი კლინიკა შენდება

access_time2019-08-13 16:00:10

2019 წელს თბილისში 4 ახალი სამედიცინო და ჯანმრთელობის ობიექტი აშენების ნებართვა გაიცა. “კომერსანტის“ მიერ  ​თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ:


გორგასალის  N 93-ში საავადმყოფო აშენდება. წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს არსებული საავადმყოფოს შპს პინეო სამედიცინო ეკოსისტემა-ს ტერიტორიაზე ახალი სამედიცინო დანიშნულების ნაგებობის მშენებლობას. მშენებლობის ნებართვა 2019 წლის მაისში გაიცა. პროექტის დამკვეთი იაგორ კალანდაძეა. საპროექტო შენობა არსებული საავადმყოფოს შენობის დასავლეთითაა განთავსებული. შენობა რვასართულიანია სარდაფით. შენობის I სართულზე მიმღები განთავსდება, სარდაფში რადიოლოგიური კაბინეტები. II-VII სართულები სხვადასხვა დანიშნულების სტაციონარები, ხოლო VIII სართულზე ადმინისტრაციული განყოფილება იქნება განთავსებული. ტერიტორიაზე 45 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი მოწყობა.



არქიტექტურის ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედით, პროექტის კონცეფცია და მისი სივრცით-მოცულობითი გადაწყვეტა განაპირობა მისმა ფუნქციამ და გარემომ, რომელიც გადაწყვეტილია თანამედროვე საავადმყოფოს სტილში, სადაც მოსაპირკეთებელ მასალებად გამოყენებულია ბუნებრივი ქვა, აბატ ლამინატი მაღალ-ხარისხოვანი ლესვა, შავ ლითონის მოაჯირებში ჩასმული მინის აივნები და სხვა არქიტექტურული ელემენტები.


შენობა აღჭურვილია ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებით ხოლო მათ მოწყობას და შემდგომ ზედამხედველობას უზრუნველყოფს შესაბამისი სამსახური და სახანძრო სისტემების სპეციალისტი. ტერიტორია უხვადაა გამწვანებული მრავალწლოვანი ნარგავებით, რომლის ნაწილობრივი გადარგვაა დაგეგმილი.


პროექტს თან ახლავს საინჟინრო გეოლოგიური დასკვნა.  შპს „თბილინვესტპროექტის“ გეოლოგიური ჯგუფის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ საავადმყოფოს კორპუსის მშენებლობისთვის გამოყოფილი უბანი აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომლებიც მოცემულია საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებით.

 


 დიდ დიღომში, ნიკო ბურის  2 ნომერში შშმ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება.  დამკვეთი ხათუნა ხალვაშია. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი იქნება ამბულატორიულ პრინციპებზე აგებული, სადაც არ მოხდება პაციენტების დარჩენა დღე-ღამის განმავლობაში და მათი მეთვალყურეობა. მოხდება შესაბამისი ვარჯიშებისა და პროცედურების ჩატარება, ასევე შესაბამისი კონსულტაციები.





შენობა 4 სართულიანი იქნება.  -1,+2+3 სართულებზე განთავსდება სავარჯიშო სივრცეები სადაც მასაჟები ჩატარდება. 0 სართულზე განთავსებულია მისაღები და რეგისტრატურა ხოლო მეოთხე სართულზე კლინიკის მენეჯმენტისთვის საოფისე სივრცე მოეწყობა.

 

ლუბლიანას ქუჩა 21ა-ში  კი ბავშვთა პალიატიური კლინიკა აშენდება. საავადმყოფოს „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ააშენებს. უნივერისტეტში დღეს „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ ინვესტიციის ოდენობა მათვის ჯერ-ჯერობით უცნობია, მათი თქმით, ხარჯთაღრიცხვა დამუშავების პროცესში და ტენდერი  უახლოეს მომავალში გამოცხადდება. შენობა 5 სართულიანია, -1 სართულზე განთავსდება ძირითადი და დამხმარე შესასვლელი, მთავარი ფოიე და კლინიკის ინფექციური განყოფილება შესაბამისი ფუნქციური ოთახებით და სათავსებით. განყოფილება გათვლილია 8 პაციენტზე.




მე-2 სართულზე განთავსებული იქნება კლინიკის ადმინისტრაციული ნაწილი, სადაც ძირითადად განთავსდება კაბინეტები და საკონფერენციო სივრცე. მე-3 სართულზე მოეწყობა კლინიკის საგანმანათლებლო ბლოკი აუდიტორიებით, სამაყურებლო და სადემონსტრაციო დარბაზებით. მე-4 სართულზე დაპროექტებულია კლინიკის ნეონატოლოგიური განყოფილება, სარეანიმაციო და ინტენსიური მკურნალობის დარბაზებით. ასევე იქნება პალატები (6 ერთეული) და განყოფილებისთვის საჭირო დამხმარე ფართები. მე-5 სართულზე მოცემულია კლინიკის პალიატიური განყოფილება (ბავშვთა ხანგრძლივი დაყოვნების ცენტრი), რაც მოიცავს 7 პალატას (14 ბავშვზე) და ჰოსპისს (1 ბავშვზე). გარდა ამისა სათამაშო და თერაპიულ ოთახს, ასევე პერსონალისა და დამხმარე ოთახებს. ტერასაზე განთავსებული იქნება კაფე ღია დარბაზით, საკონფერენციო დარბაზი, ბავშვთა დასასვენებელი ოთახი, ღია ტერასები. სახურავი გამოყენებულია ტექნიკურ ფართად, სადაც განთავსდება ტექნიკური დანადგარები. წყლის რეზერვუარი განთავსებულია მიწისქვეშა სივრცეში. საპროექტო ტერიტორიაზე ასევე განთავსდება ღია ავტოსადგომები. ტერიტორია კეთილმოეწყობა და გამწვანდება.




ბაჩო ადამია





ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები IRI-ს კვლევას აფასებენ

ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან  ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები IRI-ს კვლევას აფასებენ
access_time2019-11-19 20:10:10
„IRI- კვლევებს დიდ პატივს ვცემ მაგრამ იმ ხალხს ვინც საქართველოში სამუშაოებს ასრულებს მე მათი კვლევების არ მჯერა, რადგან შედეგები არასდროს გამართლებულა“ -ასე აფასებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ მათი უმთავრესი პრობლემებად უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბეა.   რატომ ვერ მიიღო მოსახლეობამ...

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ  ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც  მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“
access_time2019-11-19 18:35:56
„საქართველოს ეკონომიკა ბოლო მონაცემებითაც აჩვენებს ისეთ შედეგებს, რომელიც მყარ საფუძველს იძლევა, იმისთვის რომ ლარი ახლო მომავალში დაუბრუნდება ნიშნულს, რომელიც რეალურად ასახავს მის გაცვლით კურსს“--ამის შესახებ „კომერსანტს“  „ საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე სულხან გვალიამ განუცხადა.  მისივე განმარტებით,  ყველა კვლევაც ასე აჩვენებს, ლარის კურსი დაახლოებით 10%-ით მეტადაა გაუფასურებული. „აქვე, ერთმნიშვნელოვნად უნდა...

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“
access_time2019-11-19 18:00:17
„როდესაც ქვეყანაში ისეთი პროექტების მშენებლობა გრძელდება, რომელიც გარემოს აზარალებს, ჩნდება ეჭვი, რომ მსგავსი დიდი პროექტების მეშვეობით ქვეყანაში ფული თეთრდება“- ამის შესახებ „კომერსატს“ არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების კოორდინატორმა ირაკლი მაჭარაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წყალტუბოს განვითარებაც შეიძლება ასეთ საკითხად მივიჩნიოთ თუ წინასწარ არ იქნა მისი დადებითი და უარყოფითი შედეგები...

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?
access_time2019-11-19 14:30:24
ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებას ბრონქიტი ეწოდება, რომელის ყველაზე ხშირი მიზეზიც ვირუსული ინფექციაა. კორონავირუსებს, რომლებიც ამ დაავადებას იწვევენ,ბევრი საერთო აქვთ გრიპისა და ატოპიური პნევმონიის გამომწვევ ვირუსთან. ერთი შეხედვით გარეგნულად სრულიად უწყინარი , თუმცა უკიდურესად სახიფათო არიან. გერმანელი სპეციალისტების გამოთვლით , ზამთრის სეზონზე მხოლოდ გერმანიაში გაციებისა და მისი გართულების შედეგად 12 ათასი ადამიანი იღუპება! ბრონქიტი ნამდვილად ეპიდემიად იქცა, რამდენადაც...

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?
access_time2019-11-19 16:10:05
„აქ არ იყო მთავარი მხოლოდ ის, რომ სტრატეგიულ პარტნიორს და „სოკარს“ არ ვაწყენინოთ, აქ მნიშვნელოვანი სოციალურ ეკონომიკური ფაქტორი იკვეთება. „სოკარი“ ცალსახად არის მნიშვნელოვანი ინვესტორი და ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია, თუმცა ამით ეკოლოგიური მდგომარეობა არ უარესდება“, - ასე აფასებს  „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედების 2021 წლამდე გადავადებას. დიზელის ახალი „ევრო 5“ სტანდარტის...


მსგავსი სიახლეები

up