2019 წელს, საპენსიო ფონდში მხოლოდ ბიზნესიდან 200 მილიონი ლარი აკუმულირდება, რაც ყველაზე მეტად მცირე და საშუალო ბიზნესს დააზარალებს

2019 წელს, საპენსიო ფონდში მხოლოდ ბიზნესიდან 200 მილიონი ლარი აკუმულირდება, რაც ყველაზე მეტად მცირე და საშუალო ბიზნესს დააზარალებს

access_time2018-12-24 11:00:50


„საპენსიო რეფორმის კანონში არ არის ჩადებული გარანტიები, რომ საპენსიო ფონდი დაცული იყოს მთავრობების ცვლილებებისგან და მათი პოლიტიკური შეხედულებებისგან,“ - ასე აფასებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორი ანა გოგოლაძე საპენსიო რეფორმას.


სოციალური და დაგროვებითი პენსია; რეფორმის შესახებ კომუნიკაციის ნაკლებობა სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის, ამ თემებზე ისაუბრა რადიო კომერსანტის გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ გადაცემის სტუმარმა ანა გოგოლაძემ.


„2019 წლის ბიუჯეტი 13 მილიარდია, აქედან პენსიონერებისთვის 2 მილიარდია გამოყოფილი. რაც დამეთანხმებით, საკმაოდ დიდი თანხაა ბიუჯეტისთვის. მიგრაცია იზრდება და შობადობა კლებულობს, ეს ტენდეცია მთელს მსოფლიოშია, იზრდება ასევე მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა და საჭიროა, მნიშვნელოვანი მოქმედება, რათა ბიუჯეტს პენსიონერებისთვის გამოყოფილი თანხა მძიმე ტვირთად არ დააწვეს. 2020-2030 წლისთვის პენსიონერების რაოდენობა გაიზრდება 1 მილიონ ადამიანამდე.


იმისთვის, რომ მთავრობის მიერ შემუშავებული დაგროვებითი პენსიის შესახებ რეფორმა იყოს წარმატებული, აუცილებელია მასშტაბის ეფექტი. რაც მეტი ადამიანი იქნება ჩართული მასში, მით უფრო მეტი პენსიონერის დაფარვა მოხდება და სახელმწიფოსაც წნეხი მოეხსნება. 340 ათასი ადამიანისთვის არის სავალდებულო ამ რეფორმაში ჩართვა. გამოდის, რომ მოსახლეობის 10% ერთვება დაგროვებით პენსიაში და 30 წლის შემდეგ, როცა ფონდი გასცემს პენსიებს, მხოლოდ მოსახლეობის 10%-ს ექნება მაღალი პენსია,
- აცხადებს „რადიო კომერსანტის“ სტუმარი.



ანა გოგოლაძის განცხადებით, საჭიროა კომუნიკაცია და საზოგადოების ინფორმირებულობა, რათა დავარწმუნოთ 40-60 წლამდე 617 ათასი ადამიანი, რომ ისინიც გახდნენ ამ ფონდის წევრები, რომ რეფორმა საბოლოო ჯამში წარმატებული იყოს.




„როგორც აღვნიშნე, რაც უფრო მეტი ადამიანი განახორციელებს ფონდში შენატანს, მოცულობა გაიზრდება და უთანასწორობაც გამოირიცხება. ამასთანავე, ბიუჯეტზე წნეხი შემცირდება.

რეფორმის შესახებ არა მხოლოდ მთავრობამ და პარლამენტმა უნდა ისაუბროს ერთ შენობაში, არამედ, მთავრობამ და მოსახლეობამაც. 5-კაციანი საინვესტიციო საბჭო იქნება არჩეული 5 წლის ვადით და მათ შესარჩევი კომისია აარჩევს. ეს საბჭო გადაწყვეტს, თუ როგორ უნდა განიკარგოს ჩვენს მიერ შეტანილი თანხები. რა მიმართულებით და რა აქტივებში უნდა მოხდეს მათი დაბანდება“.


შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორის მოსაზრებით, 2019 წლის ბოლოს, დაახლოებითი გათვლებით, ნახევარი მილიარდის აკუმულირება მოხდება. აქედან 200 მილიონი ლარი ამოვა დამსაქმებლისგან ანუ ბიზნესიდან, 200 მლნ. დასაქმებულისგან და 100 მილიონი სახელმწიფოსგან.


„ეს ნახევარი მილიარდი რაც ეკონომიკიდან გადაირიცხება, მოაკლდება, როგორც დამსაქმებელს, ისე დასაქმებულს. დამსაქმებელმა შეიძლება გააძვიროს პროდუქცია ან მომსახურება, ბიზნესს კი მოაკლდება გარკვეული სახის მოგება. მაგალითად, ესტონურმა მოდელმა ჩატოვა ბიზნესში 300 მილიონი ლარი და ამ 300 მილიონიდან 200-ს კვლავ უკვან წამოიღებს. ყველაზე მეტად ვფიქრობ, მაინც მცირე და საშუალო ბიზნესი დაზარალდება.


ყურადღება მინდა გავამახვილო ჩანაცვლების კოეფიციენტზე, რითიც ვითვლით იმას, თუ რამდენად ადეკვატურია პენსია. ეს კოეფიციენტი საშუალო ხელფასის 18%-ია. ჩვენთან, თუ საშუალო ხელფასი 1000 ლარია, მაშინ 180 ლარი არის პენსია. საუბარია იმაზე, რომ რეფორმა გაზრდის ჩანაცვლების კოეფიციენტს, მაგრამ აქ სხვა კითხვა ჩნდება. ამ დროისთვის ევროკავშირში ეს კოეფიციენტი საშუალო ხელფასის 50-60%ია, გრძელვადიან პერსპექტივაში, 30 წლის შემდეგ, საქართველოში ეს კოეფიციენტი 30%-მდე გაიზრდება. პენსია, რაც შეიძლება იყოს იმ დროისთვის, ძალიან მცირეა - 300 ლარი. გამოდის, რომ დაგროვებითი პენსია ნაკლები ეფექტის მატარებელია გრძელვადიან პერსპექტივაში, ვიდრე სოციალური პენსია.


როდესაც მეზობელმა ქვეყნებმა საპენსიო რეფორმის განხორციელება დაიწყეს, მსოფლიო ბანკმა მათ დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა. შესაბამისად, ჩვენც რომ იგივენაირად მოგვეძიებინა თანხები, ეს სასტარტო კაპიტალს დაეხმარებოდა. ჩვენ შევერკინეთ რეფორმას დამოუკიდებლად, ყველანაირი დახმარების გარეშე, რაც ცოტა არ იყოს, ბიუჯეტს დააწვება,“ - განმარტავს ანა გოგოლაძე.


კომერსანტი





რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს
access_time2020-07-12 13:00:24
ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მთავრობამ მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდო ორშაბათის ბიუროზე," - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"...

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?

 როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?
access_time2020-07-12 14:00:21
ზაფხულია და კონდიციონერების გამოყენების საკითხი ძალიან აქტუალური გახდა - პანდემიის პერიოდში ეს არც თუ ისე უსაფრთხო სიამოვნებაა, განსაკუთრებით, დახურულ სივრცეში - მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ოფისებში.   როგორც ჩანს, დახურული სივრცე კორონავირუსის გავრცელებას ხელს განსაკუთრებით უწყობს. ჩინეთში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ 120 ქალაქში დაფიქსირებული 318 კლასტერიდან ღია სივრცეში მხოლოდ 1 დაფიქსირდა, შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ დაინფიცირების...

Le Figaro: 2020 წელი ვირტუალური მოდის წელი გახდება

Le Figaro: 2020 წელი ვირტუალური მოდის წელი გახდება
access_time2020-07-12 16:00:51
  8 ივნისს  Chanel-მა თავისი თაყვანისმცემლებს ხმელთაშუა ზღვაში გასეირნება შესთავაზა. კრუიზში მონაწილეობა მარტივად, ყოველგვარი დანახარჯების და ავიაგადაფრენების გარეშე იყო შესაძლებელი - საჭირო იყო მხოლოდ ღილაკ chanel.com-ზე დაჭერა.   22 ივლისს მოდების სახლი Dior ასევე კრუიზს იტალიის სანაპიროსთან მოაწყობს - მაყურებლების გარეშე, დახურული კარების მიღმა. ღონისძიების ნახვა ინტერნეტით იქნება შესაძლებელი.   მსგავსი გზით სხვა...

Le Figaro: Calvin Klein-ის სახე ჭარბწონიანი, შავკანიანი ტრანსგენდერი ქალი გახდა

Le Figaro: Calvin Klein-ის სახე ჭარბწონიანი, შავკანიანი ტრანსგენდერი ქალი გახდა
access_time2020-07-12 11:30:38
...

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...


მსგავსი სიახლეები

up