2019 წლის მონაცემებით, მსოფლიოში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ 1,5 მილიარდი შეადგინა. სტატისტიკა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO) ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
ორგანიზაციის ცნობით, გასული წლის მაჩვენებელი 2018-ის სტატისტიკას (1,4 მილიარდი) 4%-ით აღემატება. ექპერტების პროგნოზით, 2020 წელს ამ მიმართულებით 4%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ზურაბ პოლოლიკაშვილის განცხადებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების მიუხედვად, ტურიზმი მაინც რჩება ეკონომიკის საიმედო სექტორად.
ორგანიზაციის მონაცემებით, 2019 წელს ეგვიპტეში 4%-ით მეტი ტურისტი ჩავიდა. უცხოელი ტურისტების ვიზიტები 5%-ით გაიზარდა აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონში, 4%-ით აფრიკაში. აშშ-ში ეს მაჩვენებელი 2%-ით გაიზარდა. ამის გარდა, ტურისტების რაოდენობა 8%-ით გაიზარდა ახლო აღმოსავლეთში.
imedinews.ge