2019 წელს მოქმედ სასაკლაოებში დღის განმავლობაში მაქსიმუმ 54 421 ერთეული პირუტყვისა და ფრინველის დაკვლა იყო შესაძლებელი

2019 წელს მოქმედ სასაკლაოებში დღის განმავლობაში მაქსიმუმ 54 421 ერთეული პირუტყვისა და ფრინველის დაკვლა იყო შესაძლებელი

access_time2020-06-15 12:03:46

2019 წელს საქართველოში 106 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 23.6 პროცენტი - ქვემო ქართლში, 15.1 პროცენტი - კახეთში, 11.3 პროცენტი - შიდა ქართლში, 11.3 პროცენტი - იმერეთში, 11.3 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 27.4 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.


გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ქვეყანაში 2019 წელს მოქმედ სასაკლაოებში დღის განმავლობაში მაქსიმუმ 54 421 ერთეული პირუტყვისა და ფრინველის დაკვლა იყო შესაძლებელი (ნაკლავის შესაძლო მაქსიმალური დღიური მოცულობა). 2019 წლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 438.6 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 38.0 პროცენტი მსხვილფეხა, ხოლო 62.0 პროცენტი - წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა).


გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 11 084.8 ათასი ერთეულით განისაზღვრა. სასაკლაოების მიერ 2019 წლის განმავლობაში 40 329.1 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 40.4 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 38.8 პროცენტი - ფრინველის, 16.8 პროცენტი - ღორის, 3.9 პროცენტი - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია. 2019 წლის განმავლობაში დაკლული პირუტყვიდან 2 697.2 ტონა შესყიდული იყო სასაკლაოს მიერ, საიდანაც 59.1 პროცენტი მოდის ღორის ხორცზე, 34.2 პროცენტი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, ხოლო 6.7 პროცენტი - თხისა და ცხვრის ხორცზე. მომსახურება გაეწია 40.3 ათას პირს, საიდანაც 38.6 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი.


სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 957 კაცი შეადგინა. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 24.9 ლარი, ცხვრის ან თხის - 11.4 ლარი, ხოლო ღორის - 22.4 ლარი. სასაკლაოების უმრავლესობა (48.1 პროცენტი) სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით, 48.1 პროცენტი აღჭურვილია ნაწილობრივ, ხოლო 3.8 პროცენტი არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით. სასაკლაოების 67.9 პროცენტი არ სარგებლობს სესხით, ხოლო 32.1 პროცენტს აღებული აქვს სესხი სხვადასხვა მიზნით: 61.8 პროცენტს - ძირითადი კაპიტალის შეძენისთვის, 5.9 პროცენტს საბრუნავი კაპიტალისათვის, ხოლო 32.4 პროცენტს, როგორც ძირითადი ასევე საბრუნავი კაპიტალისათვის.



2019 წელს საქართველოში 109 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლის რეგიონშია (50.5 პროცენტი) განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია ქვემო ქართლის (11.0 პროცენტი), კახეთის (10.1 პროცენტი), ქ. თბილისში (9.2 პროცენტი), სამეგრელო-ზემო სვანეთის (8.3 პროცენტი), იმერეთის (5.5 პროცენტი), მცხეთა-მთიანეთის (2.8 პროცენტი), გურიის (1.8 პროცენტი) და სამცხე-ჯავახეთის (0.9 პროცენტი) რეგიონში.


2019 წლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 516 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია - 359 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალოთვიური რაოდენობა 994 კაცით განისაზღვრა. 2019 წლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 232.4 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 61.3 პროცენტი ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 18.7 პროცენტი პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 9.0 პროცენტი ხილი და ბოსტნეული, 6.8 პროცენტი - თევზეული, 2.1 პროცენტი რძის პროდუქტები, ხოლო დანარჩენ პროდუქტებს 2.1 პროცენტი უკავია.


სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2019 წლის განმავლობაში შესყიდულია 19.2 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების საფასურს - 13.2 მლნ. ლარი შეადგინა. 2019 წლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 149.0 მლნ. ლარის ღირებულების (35.8 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში შედარებით დიდი ნაწილი (44.3 პროცენტი) იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების. ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი (საკუთარი) პროდუქციის 88.5 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე. იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (59.5 პროცენტი), ქათამის ხორცი (გაყინულის ჩათვლით) (19.0 პროცენტი) და თევზეული (16.2 პროცენტი) წარმოადგენდა. სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან 3.8 პროცენტი უცხოურ ბაზარზე იქნა რეალიზებული, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს ქათმის ხორცი, თევზეული და ხილი და ბოსტნეული წარმოადგენდა.


გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) იანვარში შეადგენდა 57.9 პროცენტს, თებერვალში - 55.9 პროცენტს, მარტში- 53.3 პროცენტს, აპრილში - 47.0 პროცენტს, მაისში - 53.7 პროცენტს, ივნისში - 52.4 პროცენტს, ივლისში - 50.1 პროცენტს, აგვისტოში - 53.0 პროცენტს, სექტემბერში - 49.8 პროცენტს, ოქტომბერში - 52.9 პროცენტს, ნოემბერში - 53.9 პროცენტს, ხოლო დეკემბერში - 54.1 პროცენტს. სამაცივრე მეურნეობების 50.5 პროცენტი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილია ნაწილობრივ, 45.0 პროცენტი - სრულად, ხოლო 4.6 პროცენტი საერთოდ არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით. სესხით სარგებლობს სამაცივრე მეურნეობების მხოლოდ 63.3 პროცენტი. აქედან, 29.0 პროცენტს სესხი აღებული აქვს ძირითადი კაპიტალისთვის (ახლის შეძენის ან არსებულის გაუმჯობესების მიზნით), 60.9 პროცენტს საბრუნავი კაპიტალისათვის, ხოლო 10.1 პროცენტს როგორც ძირითადი, ისე საბრუნავი კაპიტალისათვის.

თეგები:
სასაკლაო



აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 19:55:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-23 21:00:15
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. თბილისს ხვალიდან 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი...

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-23 18:15:38
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2202 ლარი...


მსგავსი სიახლეები

up