2019 წელს იპოთეკური სესხებით დაფინანსებული ტრანზაქციების წილი შემცირდა - „თიბისი კაპიტალი“

2019 წელს იპოთეკური სესხებით დაფინანსებული ტრანზაქციების წილი შემცირდა - „თიბისი კაპიტალი“

access_time2019-09-11 20:00:25

2019 წლის პირველ ნახევარში იპოთეკური სესხებით დაფინანსებული ტრანზაქციების წილი 2018 წელთან შედარებით შემცირდა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული, რომელიც საცხოვრებელი უძრავი ქონების 2019 წლის პირველი ნახევრის ანალიზს ეხება.კვლევის თანახმად, 2018 წლის მე-4 კვარტალში ახალი იპოთეკური სესხების პროპორციამ თბილისში არსებული ბინებისთვის შესრულებული ტრანზაქციების 50%-ს გადააჭარბა. 2019 წლის პირველ კვარტალში კი პროპორცია 30%-მდე შემცირდა. „თიბისი კაპიტალის“ ინფორმაციით, 2019 წლის მეორე კვარტალში პროპორციამ 42%-ს მიაღწია.


როგორც კვლევაშია აღნიშნული, განახლებული რეგულაციების პირობებში იპოთეკურ სესხზე ხელმისაწვდომობა გიზარდა. იპოთეკური სესხის გაცემისას, 20%-იანი თანამონაწილეობის დროს, ბანკებს შეუძლიათ, მსესხებლის გადახდისუნარიანობა შიდა მოდელების საფუძველზე შეაფასონ.


ამავე კვლევის თანახმად, იპოთეკური სესხების განაკვეთები შემცირდა. სესხების გაცემაზე დაწესებული ახალი რეგულაციებიდან 6 თვის შემდეგ, ეროვნულ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთი შემცირდა ახალ იპოთეკურ სესხებზე და 8.9%-მდე დასტაბილურდა.


„თიბისი კაპიტალის“ კვლევაში აღნიშნულია, რომ ბანკების იპოთეკურის სესხების პორტფოლიომ ზრდა ისევ განაგრძო.


„2019 წლის პირველ ნახევარში, 2018 წლის ბოლოსთან შედარებით, ქვეყნის იპოთეკური სესხების პორტფელი, გაცვლითი კურსის ეფექტის გათვალისწინებით, 3.9%-ით გაიზარდა, რაც სეზონურობის ეფექტის გათვალისწინებით, 6.1%-იან ზრდას ნიშნავს. ამავე პერიოდში თბილისის იპოთეკური სესხების პორტფელი, გაცვლითი კურსის ეფექტის გათვალისწინებით, 3.3%-ით გაიზარდა, რაც სეზონურობის ეფექტის გათვალისწინებით, 5.5%-იან ზრდას ნიშნავს“, - აღნიშნულია კვლევაში.


2019 წლის ივნისის მდგომარეობით, ქვეყნის იპოთეკური სესხების პორტფელმა 6.5 მილიარდ ლარს, ხოლო თბილისის იპოთეკური სესხების პორტფელმა კი 5.1 მილიარდ ლარს მიაღწია.2018 წლის 1-ელ ნახევარში, შედარებისთვის, საქართველოსა და თბილისის იპოთეკური სესხების პორტფოლიომ ერთად 14.6%-იანი ზრდა განიცადა.


bpn.ge





5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-05 19:00:29
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 5 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გამყარდა და ერთი...

Forbes - მაღალტექნოლოგიურ გიგანტებს მილიარდიანი ჯარიმები ელის

Forbes - მაღალტექნოლოგიურ გიგანტებს მილიარდიანი ჯარიმები ელის
access_time2020-06-05 20:00:48
საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში აშშ-ს უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებს - Facebook, Google, Amazon და Apple-ს ანტიმონოპოლური დავები ემუქრება, რის გამოც მათ შესაძლოა მილიარდობით დოლარი დაკარგონ. შტატებში კორონავირუსის დაწყებამდე, უმსხვილესი IT-კომპანიები ვაშინგტონში საკუთარი ინტერესების ლობირებაზე რეკორდულ თანხებს ხარჯავდნენ. დემოკრატი სენატორი ემი კლობუშარი Uber-ის მიერ საკვების მიტანის სერვისის Grubhub-ის შეძენის სურვილს აპროტესტებს, ხოლო რესპუბლიკელი ტედ კრუზის თქმით,...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა
access_time2020-06-05 15:05:18
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წევრი კომპანიების წარმომადგენელთა მონაწილეობით, ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის ონლაინ შეხვედრას უმასპინძლა, რომლის მთავარი თემა საქართველოს მთავრობაში მომზადებული „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტი გახლდათ. კანონპროექტი, რომელიც თვისობრივად ახალ მიდგომებს ითვალისწინებს გარემოს დაცვის მიმართულებით, ბიზნესსექტორის განსაკუთრებული ინტერესის საგანი ჯერ კიდევ გასულ წელს გახდა, როდესაც მისი პირველადი ვერსია იქნა...

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში
access_time2020-06-05 15:30:42
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ეკონომიკის გახსნის საკითხზე ისაუბრა. გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე შიდა ტურიზმის განვითარება. „პირველ ეტაპზე გაიხსნება შიდა ტურიზმი და დარწმუნებული ვარ, შიდა ტურიზმიც საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს.დღეს ფაქტია, რომ ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ, ბოლო რამდენიმე წელია, ძალიან შეუყვარდათ, არ...

რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?

რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?
access_time2020-06-05 12:00:42
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების დაბალი ხარისხისა და გადაადგილების პრობლემების გამო, ბოლო პერიოდში კერძო ავტომობილებით მოძრავი მოქალაქეების რაოდენობა უფრო გაიზარდა, შესაბამისად საპარგინგე ადგილებზე მოთხოვნამაც მოიმატა. როგორც აღმოჩნდა, დედაქალაქის მაცხოვრებლები არასწორი პარკირების ჯარიმას, საურავებსა და მანქანის გადაყვანის საფასურს ზუსტად იმავე წესით იხდიან, როგორც მანამდე და „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ არაფერი შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კომპანია...


მსგავსი სიახლეები

up