2019 წელს (იანვარი-ივლისი) დანაშაულის რიცხვი 17,23%-ით გაიზარდა

2019 წელს (იანვარი-ივლისი) დანაშაულის რიცხვი 17,23%-ით გაიზარდა

access_time2019-09-11 14:00:28

ერთი წლის წინ IDFI-მ გამოაქვეყნა სტატია, „ მკვეთრად გაუარესებული კრიმინოგენური მდგომარეობა თუ წინა წლებში დამალული სტატისტიკის შედეგი?“, სადაც მიმოხილული იყო 2018 წლის საწყისი 7 თვის სტატისტიკური მონაცემები. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, მინისტრ გიორგი გახარიას პირობებში, გასაჯაროებული სტატისტიკური მონაცემები აჩვენებდა რომ, რეგისტრირებული დანაშაული წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55,8%-ით იყო გაზრდილი, ხოლო გახსნის პროცენტული მაჩვენებელი 17,2%-ით - შემცირებული. დანაშაულის სტატისტიკის მკვეთრი ზრდის ერთ-ერთ ფაქტორად, წინა წლებში ე.წ. „შელამაზებული“ სტატისტიკის წარმოება დასახელდა. მსგავს ვარაუდს ამყარებდა წინა წლებში სამინისტროს მიერ ურთიერთგამომრიცხავი მონაცემების გამოქვეყნება, რაც მნიშვნელოვნად აზიანებდა სამინისტროს მიერ წარმოებული მონაცემებისადმი საზოგადოების ნდობის ხარისხს. მაგალითად, IDFI-ს ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, 2013 წელს დაფიქსირებული დანაშაულის შესახებ სხვადასხვა პერიოდში გამოქვეყნებული მონაცემები დაახლოებით 14 ათასი ერთეულით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან და რადიკალურად განსხვავებულ სურათს ქმნიდა დანაშაულის ტენდენციების თვალსაზრისით.




თუმცა, თავად სამინისტროში, წინამორბედი მინისტრების პირობებში სტატისტიკის დამალვაზე ნაკლებად მიუთითებდნენ და დანაშაულის მკვეთრ მატებას ძირითადად გარკვეულ მეთოდოლოგიურ ცვლილებებს და პოლიციისადმი გაზრდილ მიმართვიანობას უკავშირებდნენ. კერძოდ, 2019 წლის 5 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ნათია მეზვრიშვილმა გამართა ბრიფინგი, სადაც 2018 წელს გაზრდილი დანაშაულის სტატისტიკა შემდეგი ძირითადი ფაქტორებით ახსნა:



- 2018 წელს დანაშაულის გაუმჯობესებული აღრიცხვიანობა, რომლის თანახმად რეგისტრირდება ყველა ის შემთხვევა სადაც დანაშაულის მცირედი ნიშანი მაინც იკვეთება ან პოლიციას გააჩნია დანაშაულის ჩადენის მცირედი ეჭვი მაინც;


 

- საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, პოლიციისადმი გაზრდილი ნდობა და შესაბამისად, გაზრდილი მიმართვიანობა.



ამ მოცემულობით, თუ დავუშვებთ რომ 2018 წლიდან შეიცვალა დანაშაულის სტატისტიკის აღრიცხვიანობის სისტემა, მაშინ დანაშაულის ტენდენციების რეალურ სურათს მხოლოდ 2019 წლის და 2018 წლების შესაბამისი პერიოდების მაჩვენებლების შედარება გვაჩვენებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის საწყისი 7 თვის განმავლობაში სულ დარეგისტრირდა 38 748 დანაშაული, რაც 17,23% ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2019 წელს ასევე, უარყოფითი ტენდენციაა დანაშაულის გახსნის თვალსაზრისით, რომლის მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით, დაახლოებით 4%-ით გაუარესდა. შესაბამისად, თანაბარი მეთოდოლოგიის და აღრიცხვიანობის პირობებშიც დანაშაულის რიცხვი კვლავ ზრდას განაგრძობს, ხოლო მისი გახსნის მაჩვენებლები შემცირებას.




2018 და 2019 წლების განვლილ წლებთან შედარება, მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს წინა წლებში დანაშაულის რეგისტრირებული მაჩვენებელი, რამდენად განპირობებული იყო მხოლოდ მეთოდოლოგიურად არაეფექტიან აღრიცხვასთან და არ იყო კავშირში სასურველი შედეგის მიღების მიზნით სტატისტიკის ფალსიფიკაციასთან. მაგალითად, 2019 წლის მხოლოდ 7 თვის განმავლობაში რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა უკვე აღემატება 2014-2017 წლებში მთელი წლის განმავლობაში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს. ხოლო, შესაბამის პერიოდებთან (საწყისი 7 თვე) შედარებით 2019 წელს აღრიცხული მაჩვენებლები დაახლოებით გაორმაგებულია. ასევე, აღრიცხვიანობის სისტემის შეცვლამ როგორც ჩანს მნიშვნელოვანი გავლენა იქონია გახსნის მაჩვენებლების სიზუსტეზე. მაგალითად 2017 წლის 7 თვეში გახსნის მაჩვენებელი 53,82%-ს შეადგენდა, რაც 2019 წელს 32,28%-მდე არის შემცირებული.

 

 

width=540

 

 

 

width=559

 

 

 

width=572


 


2019 წელს რეგისტრირებული დანაშაულის საერთო მაჩვენებლის გაურესების მიზეზების სრულფასოვანი ანალიზისათვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცალკეული დანაშაულების მიხედვით არსებული დინამიკის ანალიზი. სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის საწყისი 7 თვის განმავლობაში, წინა წელთან შედარებით მხოლოდ სატრანსპორტო და სამოხელეო დანაშაულთა ჯგუფების მაჩვენებლები შემცირდა. სხვა რეგისტრირებულ დანაშაულთა ჯგუფის ზრდის მაჩვენებელი 4%-დან - 33%-მდე მერყეობს. მაგალითად, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა რიცხვი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 33%-ით არის გაზრდილი, რაც უმეტესწილად მუქარის მუხლით გამოვლენილი დარღვევების 393 შემთხვევით მატებამ განაპირობა.



წინა წელთან შედარებით, 26%-ით არის გაზრდილი ნარკოტიკული დანაშაულების რიცხვი. მათ შორის, ნარკოტიკების შეძენა, შენახვა ან გასაღების მუხლით რეგისტრირებულია 257-ით მეტი შემთხვევა, ნარკოტიკული ნივთიერებების განმეორებითი მოხმარებაზე - 227-ით მეტი შემთხვევა. ამ კატეგორიის დანაშაულების მატება, გარკვეულწილად შესაძლებელია წინა წელთან შედარებით კონტროლის გამკაცრებით აიხსნას.



2019 წლის საწყისი 7 თვის განმავლობაში წინა წელთან შედარებით 97%-ით გაუარესდა სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა ჯგუფში გაერთიანებული დანაშაულების მაჩვენებელი. მათ შორის აღსანიშნავია, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრული საქმეების რაოდენობის 15,5%-ით (168 შემთხვევით) მატება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ განზრახ მკვლელობების რიცხვი 54%-ით (25 შემთხვევით ნაკლები) შემცირდა, თუმცა ამავდროულად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობების რიცხვი 43,7%-ით (7 შემთხვევით მეტი) გაიზარდა.


 

2019 წელს კვლავ მნიშვნელოვნად (19,6%-ით) გაიზარდა საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რიცხვი. საიდანაც ყველაზე დიდი ზრდა კვლავ (+2265 შემთხვევა) ქურდობაზე მოდის. ქურდობის მაჩვენებლის მსგავსი ზრდის ფონზე აღსანიშნავია ყაჩაღობის შემთხვევების 8%-ით კლება.



მიმდინარე წელს ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა ოჯახში ძალადობის მაჩვენებელი (+305 შემთხევა, +10,38%) გაუპატიურების მაჩვენებელი (+18 შემთხევა, +36%) და კომპიუტერული დანაშაულის მაჩვენებელი (+610 შემთხვეა, +130%) რომელიც გულისხმობს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას, კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონო გამოყენებას და ხელყოფას.

 

width=587

 

 

 

 

width=601

 



2019 წლის საწყისი 7 თვის განმავლობაში, რეგისტრირებული დანაშაულთა რაოდენობის ზრდამ დანაშაულის ჯგუფების მიხედვით უარყოფითი გავლენა იქონია მათი გახსნის მაჩვენებელზე. მაგალითად, საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელი 27,77%-დან 19,74%-მდე შემცირდა, ნარკოტიკული დანაშაულის - 84,8%-დან 77,04%-მდე. თუმცა, ვხვდებით შემთხვევებს როდესაც დანაშაულის რაოდენობის ზრდასთან ერთად, მისი გახსნის მაჩვენებელი პირიქით გაუმჯობესდა. მაგალითად, მიუხედავად იმისა რომ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა რიცხვი 33%-ით გაიზარდა, მისი გახსნის მაჩვენებელი დაახლოებით 7%-ით გაიზარდა.



აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელი ყოველწლიურად იკლებს იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროს დაფინანსება მნიშვნელოვნად იზრდება.

 

 

width=563

 

 

 

 

width=534

 

2019 წლის საწყის 7 თვეში ცალკეული დანაშაულების (ოჯახში ძალადობა, მუქარა და სხვა) ზრდის მიზეზად, განვლილი წლების მსგავსად შესაძლებელია განხილულ იქნას სამინისტროს დასახელებული ერთ-ერთი ფაქტორი, რაც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და შესაბამისად, პოლიციისადმი მიმართვიანობის მატებას უკავშირდება. თუმცა, წინა წლის ანალოგიური მეთოდოლოგიით სტატისტიკის აღრიცხვიანობის პირობებში, ისეთი დანაშაულების მატება მაგალითად როგორიცაა ქურდობა, ძარცვა, გაუპატიურება, კრიმინოგენური მდგომარეობის გარკვეულ გაუარესებაზე მიუთითებს. ასევე, კრიმინალთან ბრძოლის კონტექსტში სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის ეფექტიანობის ზრდას, მნიშვნელოვნად კითხვის ქვეშ აყენებს დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის კლების ტენდენცია.




IDFI მიესალმება 2018 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანაშაულის სტატისტიკის პროაქტიულად გასაჯაროების დამკვიდრებულ პრაქტიკას. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში აღებული ვალდებულების შესაბამისად, 2019 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა შინაგან საქმეთა მინისტრის N1/39 ბრძანება “სტატისტიკური მონაცემების წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“, სადაც გაიწერა სტატისტიკური მონაცემების წარმოების პროცედურა, ვადები და პასუხისმგებელი ორგანოები. IDFI იმედს გამოთქვამს, რომ სამინისტრო ახალი ხელმძღვანელობის პირობებშიც შეინარჩუნებს დანაშაულის სტატისტიკის აღრიცხვიანობის და ყოველთვიური გამოქვეყნების არსებულ პრაქტიკას, რაც საზოგადოებას მისცემს კრიმინოგენული მდგომარეობის ტენდენციების სრულფასოვანი ანალიზის საშუალებას.



 

 

ანალიზი მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ პროექტის - სადამკვირვებლო ჯგუფების გაძლიერება მთავრობის ანგარიშვალდებულებისთვის - ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ, ვიშეგრადის გრანტების პროგრამით, ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების თანადაფინანსებით. ფონდის მისიაა ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონული იდეების წახალისება.  ანალიზის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის პოზიციას. 


„კომერსანტი“




Reuters - მსოფლიომ შესაძლოა მშპ-ს მეხუთედი დაკარგოს - კვლევა

Reuters - მსოფლიომ შესაძლოა მშპ-ს მეხუთედი დაკარგოს - კვლევა
access_time2021-04-22 20:00:21
გლობალურმა ეკონომიკამ შესაძლოა 2050 წლისთვის მსოფლიოს შემოსავლების მეხუთედი დაკარგოს, თუ კლიმატის ცვლილების შესწავლის პროგრამამ კრახი განიცადა. განსაკუთრებული რისკის ქვეშ აზია იმყოფება - კვლევა  Swiss Re-მ გამოაქვეყნა.   მოხსენება, რომელიც ინსტიტუტმა გაავრცელა, ხაზს უსვამს, რომ შემოსავალი შესაძლოა 18 პროცენტით დაბალი იყოს ვიდრე მსოფლიოში, სადაც კლიმატის ცვლილება არაა მოსალოდნელი.   აღმოჩნდა, რომ თუ პარიზის შეთანხმების...

რუსეთ-ჩეხეთის კრიზისი - დააწესებს თუ არა რუსეთი ჩეხურ ლუდზე ემბარგოს?!

რუსეთ-ჩეხეთის კრიზისი - დააწესებს თუ არა რუსეთი ჩეხურ ლუდზე ემბარგოს?!
access_time2021-04-22 19:00:26
რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის „ფხიზელი რუსეთის“ წევრმა სულთან ჰამზაევმა რუსული რადიოსადგურის ეთერში ჩეხური ლუდის აკრძალვის აუცილებლობაზე ისაუბრა, ეს ყველაფერი კი ჩეხეთის ქმედებების პასუხად.   მისი აზრით ასეთ შემხთევვაში ჩეხეთის პოლიტიკური ჯგუფები გაიაზრებენ, რომ მათი განცხადებები შეიძლება ეკონომიკური შედეგების მომტანი იყოს მთელი ქვეყნისთვის. ჰამზაევის თქმით, რუსები შეძლებენ სასმლის გარეშე არსებობას , ხოლო აკრძალვა კი მოსახლეობაში ალკოჰოლის პოპულარობას...

22 აპრილი - რეგიონში თურქული ლირა ყველაზე მეტად გაუფასურდა

22 აპრილი - რეგიონში თურქული ლირა ყველაზე მეტად გაუფასურდა
access_time2021-04-22 18:15:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 22 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 22 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 23 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის top 10 საინტერესო ამბავი

დღის top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-22 21:00:01
15 -ამდე ბიზნესასოციაციის მიმართვა ირაკლი ღარიბაშვილს - კერძო სექტორი პრემიერთან შეხვედრას ითხოვს   დარგთაშორისი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა, რომ კერძო სექტორთან კომუნიკაციის სურვილი პრემიერმა მსხვილი ბიზნესის წარმომამდგენლებთან...

„BGEO-მ ფინანსური ზეწოლის ტაქტიკა გამოიყენა“ - რომან ფიფია სასამართლო დავას აგრძელებს

„BGEO-მ ფინანსური ზეწოლის ტაქტიკა გამოიყენა“ - რომან ფიფია სასამართლო დავას აგრძელებს
access_time2021-04-22 17:15:51
„დავა არ დასრულებულა, ის მიმართავს კანონით მისთვის მინიჭებულ ყველა საშუალებას რათა გააგრძელოს თავისი უფლებების დაცვა.“, - ამის შესახებ ინფორმაცია „კომერსანტს“  რომან ფიფიას წარმომადგენელმა მიაწოდა. საქმე ეხება  ინგლისის სასამართლოში BGEO PLC ჯგუფის წინააღმდეგ დაწყებულ სასამართლო პროცესს, რომელიც დღეს საქართველოს ბანკის ჯგუფის განცხადებით BGEO GROUP სასრაგებლოდ დასრულდა. ფიფიას წარმომადგენლის ინფორმაციით, „BGEO Group Limited“ გამოიყენა ფინანსური ზეწოლა, რომელიც მოსარჩელისგან...


მსგავსი სიახლეები

up