2019 წელს, დედაქალაქის მასშტაბით, 160 ელექტრომობილის დამტენი დამონტაჟდება

2019 წელს, დედაქალაქის მასშტაბით, 160 ელექტრომობილის დამტენი დამონტაჟდება

access_time2019-03-18 15:30:17

დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ადგილზე ელექტრომობილების დამატებითი დამტენები დამონტაჟდება. როგორც „კომერსანტს“ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ განუცხადა, ელექტრომობილების დამტენებზე აუქციონი (www.iauction.ge) 6 მარტს გამოცხადდა და 19 მარტს დასრულდება.

 

მისივე თქმით, აუქციონზე ვაჭრობა 60 ლარიდან იწყება და პირველ ეტაპზე გამარჯვებული კომპანიის მიერ ჯამში 30 ელექტრომობილის დამტენი დამონტაჟდება.  გარდა ამისა, ერთ თვეში აუქციონი დამატებით 30 ელექტრომობილის დამტენზე გამოცხადდება, წლის ბოლომდე კი დამტენების რაოდენობა ჯამში 160 იქნება. ირაკლი თავართქილაძის განცხადებით, პირველი ერთი წელი მომხმარებლებისთვის ელექტრომობილების დამტენები უფასო იქნება, ხოლო შემდეგ პერიოდში აუქციონზე გამარჯვებული კომპანია ფასს თავად დაადგენს.

 


თავართქილაძის განმარტებით,  იმისათვის, რომ ქვეყანაში მძღოლების ელექტრომობილებზე გადასვლის საკითხი სახელმწიფოს მიერ წახალისდეს, ზონალური და საათობრივი პარკინგი ელექტრომობილებისთვის უფასო იქნება.


 


თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი აღნიშნავს, რომ სპეციალურ საიტზე chargers.tbilisi.gov.ge ელექტრომობილების მესაკუთრეებმა, დედაქალაქის მასშტაბით,  ერთი სასურველი ადგილმდებარეობა უნდა მიუთითონ და სწორედ მოთხოვნების შესაბამისად გადაწყდება, კონკრეტულად სად განთავსდება ელექტრომობილების დამტენები. თუმცა, ირაკლი თავართქილაძის განცხადებით, სააგენტოს აუცილებელი მოთხოვნაა ის, რომ დამტენები ძირითადად მერიის მიერ განსაზღვრულ საპარკინგე ადგილებზე, ან მის გვერდით განთავსდეს.


 

წესებს ჩვენ ვადგენთ და ეს გულისხმობს იმას, რომ აუქციონზე გამარჯვებული კომპანია ჩვენ მიერ მითითებულ დეტალებს გაითვალისწინებს. მაგალითად, რომელ ადგილსაც მეტი ხმა ექნება და შესაბამისად, მეტი მოთხოვნა, სწორედ იქ დამონტაჟდება ელექტროდამტენები. ადგილმდებარეობას ჩვენ განვუსაზღვრავთ და სადაც დამტენები დამონტაჟდება, იქ სხვა ავტომობილი ვეღარ გაჩერდება. დედაქალაქი დამტენებით უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რათა ქალაქი ელექტრომობილებზე ადაპტირებული იყოს,“ - აღნიშნა თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა.


 

რაც შეეხება ელექტრომობილების დამტენების ჯამურ მონაცემს, ირაკლი თავართქილაძის თქმით, მისი აღრიცხვა არ ხდება, რადგან ხშირად დამტენებს კერძო პირები ამონტაჟებენ. ირაკლი თავართქილაძის განმარტებით, მერიის ბიუჯეტიდან თანხა არ იხარჯება და კომპანიამ ყველაფერი თავისი ხარჯით უნდა მოაწყოს.



ლიკა გურაბანიძე





საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...

ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანია და მათი მფლობელები

ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანია და მათი მფლობელები
access_time2021-06-14 15:30:31
„კავკასიის ავტოიმპორტი“, „ბეთლაივი“, „ავიატორი“, „სოკარ ჯორჯია გაზი“, „ენერგო-პრო ჯორჯია“, ეს იმ კომპანიების ნაწილია, რომელთაც 2021 წლის I კვარტალში ყველაზე დიდი ბრუნვა ჰქონდათ.   „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს ინფორმაციას, ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე ტოპ-10 კომპანიის შესახებ:   შპს კავკასიის ავტოიმპორტი - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია...


მსგავსი სიახლეები

up