2019 წელს დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსება 90 მილიონი ლარით განისაზღვრა

2019 წელს დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსება 90 მილიონი ლარით განისაზღვრა

access_time2018-10-02 18:29:51

2019 წელს დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსება 90 მილიონი ლარით განისაზღვრა. აღნიშნულს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროეტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული.

საპენსიო სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა ყველა დასაქმებულისათვის, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც “დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის” ამოქმედებამდე 60 წელი შეუსრულდათ (ქალების შემთხვევაში 55 წელი). ხოლო, იმ პირებს, რომლებსაც ამ კანონის ამოქმედებამდე 40 წელი შეუსრულდათ და არ სურთ აღნიშნულ სქემაში მონაწილეობა, უფლებამოსილები არიან წერილობით მიმართონ საპენსიო სააგენტოს და გავიდდნენ დაგროვებითი საპენსიო სქემიდან.

დაგროვებითი პენსია ნებაყოფლობითია თვითდასაქმებულებისთვის. დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს ვალდებულებები საპენსიო შენატანების განხორციელებასთან დაკავშირებით: დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადარიცხოს დაუბეგრავი ხელფასის მინიმუმ 2% ხელფასის იმ მოცულობაზე, რომელიც წლიურად არ აღემატება 60 000 ლარს. ამასთან, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის სახელით დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადარიცხოს დაუბეგრავი ხელფასის მინიმუმ 2% ხელფასის იმ მოცულობაზე, რომელიც წლიურად არ აღემატება 60 000 ლარს. დასაქმებულის სასარგებლოდ სახელმწიფო ვალდებულია დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადარიცხოს დაუბეგრავი ხელფასის 2%, ხელფასის იმ მოცულობაზე, რომელიც არ აღემატება 24 000 ლარს წელიწადში, ხოლო დაუბეგრავი ხელფასის 1% ხელფასის 24 000-დან 60 000 ლარამდე მოცულობაზე. თვითდასაქმებულისათვის სქემაში ჩართვის შემთხვევაში მინიმალურ კონტრიბუციას წარმოადგენს მისი დასაბეგრი შემოსავლის 4%. თვითდასაქმებულის სასარგებლოდ სახელმწიფო გადარიცხავს თვითდასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე თვითდასაქმებულის დასაბეგრი შემოსავლის ორ პროცენტს (2%) თანხის იმ მოცულობაზე, რომელიც არ აღემატება თვითდასაქმებულის მიერ წლიურად დასაბეგრი შემოსავლის სახით მიღებულ 24 000 ლარს, ხოლო 1%-ს თვითდასაქმებულის მიერ წლიურად დასაბეგრი შემოსავლის სახით მიღებულ თანხაზე 24 000-დან 60 000 ლარამდე. 


 

ipress.ge




„კომერსანტის“ ექსკლუზივი: მარტიდან სათამაშო ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს იტყვის

„კომერსანტის“ ექსკლუზივი: მარტიდან სათამაშო ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს იტყვის
access_time2020-02-27 20:00:25
კომერსანტის ექსკლუზიური ინფორმაციით სათამაშო ბიზნესი მარტის პირველი რიცხვებიდან გარე რეკლამის შეზღუდვას იწყებს.ინფორმაციას ადასტურებს  სათამაშო ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ ბერუაშვილი. როგორც ბერუაშვილი განმარტავს მიღებული გადაწყვეტილება საზოგადეობის მაღალი ინტერსითაა განპირობებული:   „შემიძლია გითხრათ ის, რომ პირველი მარტიდან მინიმუმ თბილისში, მოსახლეობა დაინახავს, რომ სათამაშო ბიზნესის გარე რეკლამა აღარ იქნება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე...

10 000 მაყურებელზე გათვლილი 71 მილიონიანი პროექტი - ახალი საკალათბურთო დარბაზის სამშენებლო სამუშაოები იწყება

10 000 მაყურებელზე გათვლილი 71 მილიონიანი პროექტი - ახალი საკალათბურთო დარბაზის სამშენებლო სამუშაოები იწყება
access_time2020-02-27 18:21:57
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციის თემა 2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატისთვის ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა იყო. შალვა გოგოლაძის თქმით, 10 000 მაყურებელზე გათვლილი სპორტული დარბაზის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება და...

WIZZ AIR იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ცვლის

WIZZ AIR იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ცვლის
access_time2020-02-27 17:45:30
Wizz Air, ევროპის ყველაზე მწვანე, უმსხვილესი დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანია, იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირის შემცირებას აანონსებს. მიზეზი ჩრდილოეთ იტალიაში COVID-19 ტიპის ვირუსის გავრცელებაა. 2020 წლის 11 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით ფრენების სიხშირე იტალიის მიმართულებით 60%-ით შემცირდება. საჰაერო მიმოსვლა სტანდარტული რეჟიმით 2 აპრილიდან აღდგება. მგზავრები, რომლებსაც მიმდინარე ცვლილებები შეეხებათ, მიიღებენ ავტომატურ შეტყობინებას და მათ შესაძლებლობა ექნებათ ბილეთები...

როდის მოგვარდება პარკინგის პრობლემა თბილისში – მერია პარკირების უფლების გაყიდვას აღარ აპირებს

როდის მოგვარდება პარკინგის პრობლემა თბილისში – მერია პარკირების უფლების გაყიდვას აღარ აპირებს
access_time2020-02-27 17:45:28
პარკირების პრობლემა დედაქალაქისთვის დღემდე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად არის ქცეული. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიამ ეს უფლება ”სითი პარკს” ჩამოართვა და ხელშეკრულებაც შეუწყვიტა, ამ მიმართულებით სიტუაცია ფაქტობრივად არ შეცვლილა. რეალურად, ორი წლის განმავლობაში თბილისის მერიის შესაბამისი უწყება იგივე საქმიანობას აგრძელებდა, რასაც მანამდე ახორციელებდა ”სითი პარკი”. ფაქტობრივად არ მოწყობილა ახალი საპარკინგე ადგილები და არც იმის შესახებ არის ცნობილი თუ რისი გაკეთება იგეგმება არსებული...

აჭარის ა/რ უმაღლესმა საბჭომ თითო ავტომობილის ტექნიკურ მომსახურებაზე 3 წელში საშუალოდ 17 341 ლარი დახარჯა

აჭარის ა/რ უმაღლესმა საბჭომ თითო ავტომობილის ტექნიკურ მომსახურებაზე 3 წელში საშუალოდ 17 341 ლარი დახარჯა
access_time2020-02-27 16:40:54
აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ბალანსზე რიცხული 17 ავტომობილის ტექნიკური მომსახურებისთვის 2019 წლის განმავლობაში 60000 ლარი დაიხარჯა. როგორც „ფაქტ-მეტრმა“ აღმოაჩინა, სატრანსპორტო საშუალებებისა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება შარშან უწყებამ ორჯერ შეისყიდა, განსხვავებული ღირებულებებით. პირველი ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე (NAT180019578), რომლის საპრეისკურანტო ღირებულება 407874 ლარი იყო, ხოლო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება - 50000 ლარი, 2019 წლის...


მსგავსი სიახლეები

up