2019 წელს ბიზნესგარემოს მიმართულებით მთავარ გამოწვევად ისევ სასამართლო სისტემა რჩება - ბიზნესომბუდსმენის საქმიანობის  2018 წლის ანგარიში

2019 წელს ბიზნესგარემოს მიმართულებით მთავარ გამოწვევად ისევ სასამართლო სისტემა რჩება - ბიზნესომბუდსმენის საქმიანობის 2018 წლის ანგარიში

access_time2019-02-26 12:05:56



"2018 წელს ბიზნესომბუდსმენის აპარატმა 316 საქმე განიხილა და 167 შუამდგომლობა, დასკვნა და რეკომენდაცია გასცა. გასულ წელს დასრულებლი საქმეების 65%-ში ბიზნეოსმბუდსმენის პოზიცია სრულად ან ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული," — აღნიშნულია  ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2018 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშში, რომელიც ირაკლი ლექვინაძემ დრეს წარადგინა.



ანგარიშის  ხედვით, 2018 წლის მომართვიანობის სტატისტიკის მიხედვით ბიზნესომბუდსმენის აპარატს კერძო სექტორი ყველაზე ხშირად ფინანსთა სამინისტროსთან და სამინისტროში შემევალ სტრუქტურებთან შუამდლგომლობის თხოვნით მიმართავს.


ბიზნესსექტორში არსებული პრობლემების და გამოწვევების შესახებ ინფორმაციის გაცვლის, შესწავლის და შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი პერიოდულ შეხვედრას ატარებს კერძო სექტორის და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებთან. აღნიშნული მიმართულებით 2018 წელს 1008 შეხვედრა გაიმართა, მათ შორის 40-მდე შემდეგ ორგანიზაციებთან.
გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით 2018 წელს საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატმა სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან (საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საქართველოს კონკურენციის სააგენტო, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება(DVW)) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.



2018 წელს საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატასთან, მსოფლიო ბანკის ჯგუფის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) და USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ პარტნიორობის ფარგლებში რეგიონებში ბიზნესის წარმომადგენლებთან ორ ეტაპად (2018 წლის აპრილსა და ნოემბერში) შეხვედრები გამართა. შეხვედრებზე საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ რეგიონული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ბიზნესომბუდსმენის ოფისის საქმიანობის ანგარიში და დაგეგმილი სიახლეები გააცნო.




ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების, ინფორმაციის გაცვლისა და ინსტიტუციური მშენებლობის მიზნით საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებსა და უცხოელ ინვესტორებთან. 2018 წელს საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ორგანიზებულ 20-მდე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციასა და ფორუმში.



2018 წელს საქართველოს პარლამენტს წარედგინა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ბიზნესომბუდსმენის „სასამართლოს მეგობრის'' ფუნქციის გამოყენების არეალი ფართოვდება და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გარდა განხორციელდება საერთო სასამართლოების სისტემაშიც. აღნიშნული ცვლილება საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს საშუალებას მისცემს, მხარი დაუჭიროს ბიზნესსექტორს ადმინისტრაციულ ორგანოებთან მიმდინარე დავებში. კერძოდ, სასამართლოს წარუდგინოს რეკომენდაცია ან/და მიავლინოს ადვოკატი დავის პროცესში.



მიმდინარე წლიდან ბიზნესომბუდსმენის აპარატი იღებს ლიდერის როლს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) რეკომენდაციების მიხედვით შემუშავებულ 2019-2020 წლების ეროვნულ ანტი-კორუფციულ სამოქმედო გეგმაში ბიზნესის კეთილსინდისირების მიმართულებით.
2019 წელს ბიზნესგარემოს მიმართულებით მთავარ გამოწვევად რჩება მოქნილი სასამართლო სისტემა ბიზნესდავების ეფექტურად გადასაწყვეტად, ბიუროკრატია საჯარო სექტორის საშუალო რგოლში და ბიზნესის შესაძლებლობების ადეკვატური და პროპორციული რეგულაციები.



გასულ წელს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისათვის გადადგმულ ნაბიჯებს შორის აღსანიშნავია დღგ-ს დაბრუნების პროცედურის გამარტივება, ელექტრონული საგადასახადო რეზიდენტის რეფორმა, მსოფლიო ბანკის Doing Business-ის რეიტინგში მეease 6 პოზიციაზე დაწინაურება, თანამშრომლობის დაწყება საფრანგეთი საარბიტრაჟო სასამართლოსთან და მცირე ბიზნესის რეფორმა (დაბეგვრის ახალი შეღავათიანი რეჟიმი).


აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით რეგიონში ბიზნეოსბუდსმენის ოფისი გაიხსნა და ბიზნესომბუდსმენის მუდმივი წარმომადგენელი დაინიშნა.


ასევე, 2018 წელს ბიზნესომბუდსმენის აპარატში მსოფლიო ბანკის ჯგუფის საერთაშორისო საფინანსო კოპორაციის (IFC) საკონსულტაციო პროექტის მხარდაჭერით და შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხთა სახელმწიფო სამდივნო (SECO) დაფინანსებით ელექტორნული პორტალი ამოქმედდა, რომლის გამოყენებითაც მეწარმეების ბიზნესომბუდსმენს ელექტრონულად უკავშირდებიან და თვალს ადევნებენ შემოტანილი განცხადების სტატუსებს და საქმის მიმდინარეობას. ურთიერთობების ელექტრონული ფორმატის მეშვეობით ბიზნესომბუდსმენის აპარატს საქმიანობის ზუსტი სტატისტიკის წარმოების შესაძლებელობა მიეცა.






„გიორგი ქიშმარია ქართული სამართლის სახლი“ საქართველოში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ახალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ამკვიდრებს

 „გიორგი ქიშმარია ქართული სამართლის სახლი“ საქართველოში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ახალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ამკვიდრებს
access_time2020-02-26 16:25:48
იურიდიული ჰოლდინგი   „გიორგი ქიშმარია ქართული სამართლის სახლი“ 2009  წელს დაფუძნდა. ჩვენს კორპორაციაში   წარმოდგენილია სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორები და პრაქტიკოსი იურისტები  თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიმართულებით. ქართული სამართლის სახლი  სრულიად ახალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ამკვიდრებს საქართველოში და ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში, რომელიც მთლიანად...

87 906 811 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები ბათუმის მერიასა და „სანდასუფთავებას“ შორის

87 906 811 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები ბათუმის მერიასა და „სანდასუფთავებას“ შორის
access_time2020-02-26 19:50:03
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წლის 13 დეკემბერს შპს „სანდასუფთავებასთან“, გამარტივებული წესით, ორი ხელშეკრულება გააფორმა: ერთი 480 059-ლარიანი, რომელიც ქალაქის ქუჩების, პარკების, მოედნების დასუფთავებას, მორწყვა-მორეცხვას, ქუჩების თოვლის საფარისგან გაწმენდას, მოყინვის საწინააღმდეგო სამუშაოებს, ქუჩაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოძრაობის აღკვეთის მომსახურებას გულისხმობს, ხოლო მეორე - 269 400 ლარის ღირებულების, რომლითაც, იმავე კომპანიისგან, საყოფაცხოვრებო ნარჩენების, ანახვეტის,...

ივანე მაჭავარიანი: „წელს, დაახლოებით 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“

ივანე მაჭავარიანი: „წელს, დაახლოებით 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“
access_time2020-02-26 15:55:01
„წელს, დაახლოებით, 800 მილიონიდან 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - საქართველო და მსოფლიო 2020 წელს ფისკალურ რეფორმებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ. „ჩვენ დამაჯერებელ ნაბიჯებს გადავდგამთ დღგ-ის რეფორმის კუთხით. თქვენ იცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალი დაბრუნება გვაქვს, დაახლოებით, 500-600 მილიონი ლარი. წელს, ჩვენ 800 მლნ ლარიდან 1...

აშშ-მა კორონავირუსის შესახებ რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ქსელი გამოავლინა

აშშ-მა კორონავირუსის შესახებ რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ქსელი გამოავლინა
access_time2020-02-26 18:45:40
აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტმა სოციალურ მედიაში რუსეთთან დაკავშირებული ათასობით ანგარიში გამოავლინა, რომლებიც კოორდინირებულად მოქმედებდნენ, რათა კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკა დაეთესათ, დეზინფორმაცია გაევრცელებინათ და დაეკნინებინათ ეპიდემიასთან ბრძოლის გლობალური მცდელობები.ინფორმაციას ამის შესახებ AFP და Guardian ავრცელებენ. გამოცემის ინფორმაციით, დეზინფორმაციის კამპანია ავრცელებს უსაფუძვლო კონსპირაციის თეორიებს იმის შესახებ, რომ ახალი კორონავირუსის...

საბანკო რეგულაციების შერბილება 1 მარტიდან შესაძლოა ვერ მოხერხდეს

საბანკო რეგულაციების შერბილება  1 მარტიდან შესაძლოა ვერ მოხერხდეს
access_time2020-02-26 16:30:38
2020 წლის 1 მარტიდან ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში დაგეგმილი ცვლილებები, შესაძლოა ვერ ამოქმედდეს. ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განუცხადა. „შერბილებული საბანკო რეგულაციები 1 მარტიდან, შესაძლოა, ვერ ამოქმედდეს, რადგან კომერციულ ბანკებს გარკვეული პერიოდი სჭირდება რომ იმ ცვლილებების...


მსგავსი სიახლეები

up