2019 წელს, აჭარაში 2 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი დაფიქსირდა

2019 წელს, აჭარაში 2 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი დაფიქსირდა

access_time2020-02-01 16:37:00

2019 წელს, აჭარას რეკორდული რაოდენობის საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა. ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, გასულ წელს, რეგიონში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა 2 002 540 შეადგინა, რაც + 3.7%-ით აღემატება 2018 წლის მონაცემებს. 



საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები გაზრდილია აჭარის სამივე ადმინიტრაციულ საზღვარზე, რაც ბათუმის აეროპორტის შემთხვევაში +7.9 %, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე +4.5 %, ხოლო ბათუმის პორტში +17.3 % ზრდას ითვალისწინებს.



რეგიონში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტები ტრადიციული სამიზნე ქვეყნებიდან განხორციელდა, თუმცა მოგზაურების რაოდენობა მზარდია ევროპული ქვეყნებიდანაც.




ესტონეთი +67.3%
ლატვია +103%
ლიეტუვა +59.6%
გერმანია +27.7%



რაც შეეხება ტოპ ხუთეულს, საიდანაც აჭარაში რაოდენობის მიხედვით ყველაზე მეტი მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა ლიდერობს თურქეთი 894 750, აზერბაიჯანი 206 412, რუსეთი 106 276, ისრაელი 100 992 და უკრაინა 59 342.



„2019 წელი ტურისტულად გამორჩეული იყო რეგიონისთვის, როგორც მოგზაურების რაოდენობის ისე საერთაშორისო მიღწევების კუთხით. გასულ წელს, ბათუმმა მოიპოვა ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული ქალაქის პრესტიჟული ჯილდო. ჩვენი რეგიონი დასახელდა ცნობილი გამომცემლობების და პოპულარული ტურისტული პლათფორმების მიერ საინტერესო, ტრენდულ და მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად, რამაც კიდევ ერთხელ შეუწყო ხელი ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის პოპულარიზაციას, ტურისტული პროდუქტების პოზიციონირებასა და ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო ბაზრებზე“, განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.







ლიბერთის პროგრამა აპრილის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით ყველა ასაკის პენსიონერზე გავრცელდება

ლიბერთის პროგრამა აპრილის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით ყველა ასაკის პენსიონერზე გავრცელდება
access_time2020-03-28 10:00:07
ლიბერთი ბანკმა, რამდენიმე დღის წინ (21 მარტს), საკუთარი...

დონალდ ტრამპმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის სტიმულირების კანონს ხელი მოაწერა

დონალდ ტრამპმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის სტიმულირების კანონს ხელი მოაწერა
access_time2020-03-28 10:02:04
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის...

3 თვეც რომ გაჩერდნენ საწარმოები, დეფიციტი არ შეგვექმნება - რა გავლენას მოახდენს ქართულ იმპორტზე რუსეთის ერთკვირიანი შესვენება

3 თვეც რომ გაჩერდნენ საწარმოები, დეფიციტი არ შეგვექმნება - რა გავლენას მოახდენს ქართულ იმპორტზე რუსეთის ერთკვირიანი შესვენება
access_time2020-03-28 11:30:52
დღეიდან, რუსეთში ერთთკვირიანი არასამუშაო პერიოდი დაიწყო. როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განმარტა,  ჯანდაცვასთან დაკავშირებული სტრუქტურები მუშაობას ჩვეულებრივ აგრძელებენ, როგორებიცაა სამედიცინო დაწესებულებები, აფთიაქები, მაღაზიები, ასევე საბანკო სერვისცენტრები, ტრანსპორტი. შესაბამისად, შეჩერდება საწარმოებისა და ქარხნების მუშაობაც. რა გავლენას მოახდენს ქართულ იმპორტზე რუსეთის ერთკვირიანი შესვენება...

„კორონავირუსი ფსიქოლოგიური ზემოქმედების იარაღია და მასების გამოთაყვანებაზეა მიმართული“-ზურაბ გურული

„კორონავირუსი ფსიქოლოგიური ზემოქმედების იარაღია და მასების გამოთაყვანებაზეა მიმართული“-ზურაბ გურული
access_time2020-03-27 19:30:50
აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული სოციალურ ქსელ  facebook-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „დასავლური მედიცინის ყოვლისშემძლეობის მითი დაანგრიაო კორონამ. სინამდვილეში ხდება ეს: დასავლური,...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-03-27 21:30:07
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.დაკეტილი საზღვრები, გაუფასურებული ლარი და მიმწოდებლების მხრიდან მოთხოვნილი ნაღდი ფული - როგორ მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება საქართველოში ამ...


მსგავსი სიახლეები

up