გზების დეპარტამენტმა წელს 800 კმ. გზის რეაბილიტაცია განახორციელა

გზების დეპარტამენტმა წელს 800 კმ. გზის რეაბილიტაცია განახორციელა

access_time2019-12-10 11:56:28

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, 2019 წელს განხორციელებული პროექტების შესახებ, მეგზევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, პრეზენტაცია წარადგინა.


როგორც ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, მიმდინარე წლელს 800 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია განახორციელა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 4-ჯერ მეტია. ასევე განხორციელდა 52 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ჯამში, 2019 წელს სულ 200 რეაბილიტაციის პროექტი განხორციელდა.


2019 წელს რეაბილიტირდა ისედი დიდი და მნიშვნელოვანი გზები, როგორიცაა ნიჩბისი-დიდიგორო-დიდი-თონეთის 26 კმ-იანი გზა, რომელიც მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა, ჭრებალო-ნიკორწმინდის დამაკავშირებელი 26 კმ-იანი გზა, რომლიც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით რეაბილიტირდა და მისმა ღირებულებამ 18 533 700 ლარი შედგინა და კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკას 16 კმ-იანი მონაკვეთი, რომლის ღირებულებამ 13 795 800 ლარი შეადგინა.


ამასთანავე, აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ტურისტული მარშრუტების რეაბილიტაციის მიმართულებით, მათ შორის დასრულდა ცაგერში, ხვამლის მთასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, მიმდინარეობს და 2020 წელს დასრულდება ხონში, ოკაცეს კანიონთან მისასვლელი გზის, ხიდების და ძამას ხეობაში, ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანის გზის რეაბილიტაცია. ასევე, რეაბილიტაცია უტარდება დავით გარეჯის მონასტერთან მისასვლელ გზას.



სამუშაოები აქტიუარდ მიმდინარეობს ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კმ-იან გზაზე, ეს მონაკვეთი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს E-60 ავტომაგისტრალთან აკავშირებს და სრულად 2021 წელს დასრულდება. ასევე, სამუსაოები გრძელდება კახეთის მიმართულებით ახმეტა-თელავი-ბაკურციხის (გურჯაანის შემოვლითი) 15.5 კმ-იან გზაზე, რომელიც ქ. გურჯაანს სრულად განტვირთავს მოძრაობისგან, აღნიშნული გზის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება.


რეაბილიტაცია უტარდება ისეთ გზებს, სადაც აქამდე ასფალტ-ბეტონის საფარი არასდროს ყოფილა. მათ შორის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს თიანეთი-ახმეტას დამაკავშირებელ 28 კმ-იან და ხორნაბუჯი-ერისიმედის 21 კმ-იან გზებზე.




ქართული კლუბები ევროტურნირებზე მაყურებლების გარეშე – უეფას ახალი გადაწყვეტილებები

ქართული კლუბები ევროტურნირებზე მაყურებლების გარეშე – უეფას ახალი გადაწყვეტილებები
access_time2020-08-10 19:00:43
6 აგვისტოს უეფას ორგანიზებით მორიგი ვიდეო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წევრი ასოციაციების გენერალური მდივნები მონაწილეობდნენ. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე უეფას ეგიდით გასამართ უახლოეს საკლუბო და სანაკრებო მატჩებზე იმსჯელეს. გადაწყდა, რომ ევროპა ლიგის ოთხივე ეტაპზე და ჩემპიონთა ლიგის სამ ეტაპზე მატჩები მაყურებლის გარეშე გაიმართება, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის...

დონალდ ტრამპმა ამერიკელებს TikTok-ით სარგებლობა აუკრძალა

დონალდ ტრამპმა ამერიკელებს TikTok-ით სარგებლობა აუკრძალა
access_time2020-08-10 20:00:57
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელებს ჩინური კომპანიების ByteDance და Tencent-ის სერვისებით ყოველგვარი სარგებლობა აუკრძალა - მათ შორისაა მოკლე ვიდეოჩანაწერების სერვისიTikTok და მესენჯერი WeChat. აკრძალვის ქვეშ ყველა გარიგება მოხვდება, მათ შორის მოლაპარაკებები წილების შეძენასთან დაკავშირებითაც. ტრამპის ბრძანებულება ძალაში 20 სექტემბერს შევა. გადაწყვეტილებას წინ პრეზიდენტის მუქარები უძღოდა. შემდეგ, 6 აგვისტოს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა...

წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა - სამთო საექსპედიციო ტურიზმი ჯავშნებს მხოლოდ მომავალი წლიდან ელოდება

წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა - სამთო საექსპედიციო ტურიზმი ჯავშნებს მხოლოდ მომავალი წლიდან ელოდება
access_time2020-08-10 18:00:32
კორონავირუსის პანდემიის გამო, საზღვრების ჩაკეტვამ და ფრენების გადადებამ, ტურიზმზე დამოკიდებული კომპანიების შეჩერება გამოიწვია. ერთ-ერთი ასეთი, მთაში მოგზაურობის და თავგადასავლების სააგენტო Mountain Freak-ია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმარს ალპინისტურ, სალაშქრო, „ტრეკინგ“ თუ კულტურულ -ფოლკროლურ ტურებს სთავაზობს. პანდემიამდე მთელი სეზონი დაჯავშნილი იყო, თუმცა კორონავირუსმა გეგმები შეცვალა და წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა, ამის შესახებ „კომერსანტი“...

მთავრობა „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილს ჰყიდის

მთავრობა „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილს ჰყიდის
access_time2020-08-10 17:00:11
„საპარტნიორო ფონდი“ სს „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილის - 24.5%- ის გასასხვისებლად საჯარო აუქციონს აცხადებს. ინფორმაციას საპარტნიორო ფონდი ავრცელებს. საჯარო აუქციონის საწყისი ფასი შეადგენს 10 511 211.08 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ბიჯის ოდენობაა 50,000 ლარი. აუქციონის დროს დაფიქსირებული ფასი დაკონვერტირდება აშშ დოლარებში აუქციონის გამოცხადების დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად. საჯარო აუქციონი 2020 წლის...

2020 წლის 6 თვეში სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგება თითქმის გაორმაგდა

2020 წლის 6 თვეში სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგება თითქმის გაორმაგდა
access_time2020-08-11 10:00:21
2020 წლის 6 თვის წინასწარი მონაცემების მიხედვით, ამ დროის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 376,9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 9%-ით მეტია წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემებზე. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული. ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 89,5 მილიონი...


მსგავსი სიახლეები

up