2018 წლის პირველ ნახევარში თბილისში ამერიკული ჰოსპიტალი გაიხსნება

2018 წლის პირველ ნახევარში თბილისში ამერიკული ჰოსპიტალი გაიხსნება

person access_time2016-07-27 14:00:57

2018 წლის პირველ ნახევარში თბილისში უმაღლესი სამედიცინო სტანდარტების ამერიკული ჰოსპიტალი გაიხსნება. როგორც ჰოსპიტლის ერთ-ერთი დამფუძნებელი დიმიტრი ტვილდიანი „კომერსანტთან" განმარტავს, ამ დროისთვის მიმდინარეობს ოპერატორის შერჩევის პროცესი, რომელიც ყველა შემთხვევაში ამერიკული კომპანია იქნება და ჰოსპიტალს ოპერირებას გაუწევს.


ტვილდიანი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც მოხდება ოპერატორი კომპანიის შერჩევა, სამშენებლო სამუშოების შემსრულებლის შეასარჩევად ტენდერი გამოცხადდება. მისი ინფორმაციით, ჰოსპიტლის მშენებლობა მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება და 18 თვეში დასრულდება.


„ეკონომიკის სამინისტროსგან მშენებლობის ნებართვა უკვე გაცემულია. უახლოეს მომავალში ტენდერის საფუძველზე შეირჩევა სამშენებლო კომპანია, რომელიც პროექტს განახორციელებს. ზედამხედველები უცხოელები იქნებიან, თუმცა, მონაწილეობის მიღება ქართულ კომპანიებსაც შეეძლებათ"-აცხადებს ტვილდიანი.


მისი ინფორმაციით, პროექტის მთლიანი ღირებულება 46 მილიონი აშშ დოლარი იქნება.

ახალი ჰოსპიტალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. პროექტს ერთობლივად ახორციელებენ კომპანია „თიბისი ჰოლდინგი," ჰოლდინგი „კონტი" და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტი (აიეტი). ჰოსპიტალში 400 ადამიანის დასაქმება იგეგმება.


პროექტი 2014 წელს დაანონსდა. მაშინ ითქვა, რომ 150 საწოლზე გათვლილ ამერიკული სტანდარტების მრავალპროფილიან ჰოსპიტალში დაინერგება JCAO უმაღლესი ამერიკული სტანდარტები და ტექნოლოგიები, რომელსაც ანალოგი არ აქვს საქართველოში. ჰოსპიტალში სამუშაოდ მოწვეულნი იქნებიან ამერიკაში ლიცენზირებული ქართველი ექიმები. მის ბაზაზე, სამედიცინო ინსტიტუტ „აიეტისა" და აშშ-ს წამყვანი სამედიცინო უნივერსიტეტების მონაწილეობით, ჩამოყალიბდება და განვითარდება სასწავლო-სამედიცინო ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს სამედიცინო დარგის პროფესიონალთა ქსელის გაფართოებას.

 

დიმიტრი ტვლიდიანი 2014 წლის აგვისტოში „კომერსანტთან" ინტერვიუში აცხადებდა, რომ ჰოსპიტალში არსებული ფასები არსებულთან დაახლოებით 50 პროცენტით ძვირი იქნება.


„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სახელმწიფო აფინანსებს ძირითად ნაწილს ამ ხარჯებისას, მოსახლეობის 90 პროცენტს ექნება საშუალება, რომ ჩვენი მომსახურება მიიღოს. ჩვენი მომსახურება იქნება რამდენიმეჯერ იაფი ვიდრე ევროპაში, თუმცა ცოტა უფრო ძვირი ვიდრე საქართველოში"-აცხადებდა ტვილდიანი.

 

მისი თქმით, გაკეთდა სპეციალური კვლევა, რომელმაც აჩვენა,. რომ როდესაც ქართველები საზღვარგარეთ სამკურნალოდ მიდიან, ძირითადად მიდიან იმიტომ, რომ ეძებენ ხარისხს. ამერიკული ჰოსპიტლის გახსნის წინაპირობაც ეს გახდა.


„როდესაც ჩვენთან ამერიკიდან ექიმებს მოვიწვევთ, ყველას თავის კლინიკასთან კავშირები ექნება. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ჩავერთოთ ქსელებში, რომელიც მოგვცემს საშუალებას,რომ საჭიროების შემთხვევაში გადასანერგი ორგანოებიც ჩამოვიტანოთ და შევეცდებით, რომ პაციენტები სამკურნალოდ საზღვარგარეთ არ გავუშვათ.ჰოსპიტალი ფართო პროფილის იქნება. აუცილებლად, იქნება თერაპიაც, მეანობა-გინელოკოლგიაც, ქირურგიაც, პედიატრიაც, ონკოლოგიაც, დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული მომსახურებაც და იქნება პოლიკლინიკური მომსახურებაც"-აცხადებდა ტვილდიანი.

 




ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება
access_time2020-05-26 16:00:59
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის...

„საქართველოს ხელისუფლებამ „გაზპრომთან“ მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -"ნაცმოძრაობას” გიორგი გახარიასთან კითხვები აქვს

„საქართველოს ხელისუფლებამ  „გაზპრომთან“  მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -
access_time2020-05-26 15:00:12
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით,როდესაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში კითხვებზე საპასუხოდ მივა, "ნაციონალური მოძრაობა” აპირებს „გაზპრომთან“ დაკავშირებით დაუსვას კითხვა. "რა თქმა უნდა, ჩვენ დავუდებთ პრემიერს გათვლებს, ამ სამი წლის განმავლობაში, როდესაც კონტრაქტი შეცვალა საქართველოს მთავრობამ რუსეთთან, რა რაოდენობის ზარალი განიცადა ქვეყანამ, რატომ აზარალეს ქართული სახელმწიფო, რატომ არაფერს ვიღებთ ჩვენ გაზის...

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას
access_time2020-05-26 12:00:56
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოც წერილს უგზავნის. აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის მეთაურისთვის გამოგზავნილ მილოცვაში ხაზს უსვამს ათწლეულების განმავლობაში აშშ-სა და საქართველოს შორის მტკიცე პარტნიორობას, რომელიც საერთო ღირებულებებს და ინტერესებს ეფუძნება. „ძვირფასო პრემიერ-მინისტრო! ამერიკელი ხალხის სახელით, გულწრფელად მოგესალმებით და გილოცავთ...

სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ ღია აუქციონზე გაიყიდება

სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ ღია აუქციონზე გაიყიდება
access_time2020-05-26 14:30:16
„საპარტნიორო ფონდი“ სასტუმრო „ბორჯომი – ლიკანში“ ინვესტორის შემოყვანას პოსტკრიზისულ პერიოდში გეგმავს.ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ აქტივი ღია აუქციონზე გაიყიდება, თუმცა ამისთვის შესაფერისი გარემო უნდა იყოს. ლიკანში მდებარე სასტუმროს გაყიდვა ფონდმა გასულ წელს დეკემბერში სცადა, თუმცა 37,5 მლნ ლარად გამოტანილ სასტუმროს მყიდველი არ გამოუჩნდა. თუმცა, როგორც ჩანს პროცესი ამით არ დასრულებულა. დღეს დავით საგანელიძემ თქვა, რომ „საპარტნიორო ფონდს“ და ერთ-ერთ მსხვილ...

მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე

მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე
access_time2020-05-25 20:00:15
სომხეთის პრემიერის ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის გავლით სიგარეტის ექსპორტის გამო სკანდალში რომ გაეხვა, ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის ყოფილმა ელჩმა ვატიკანში მიკაელ მინასიანმა გაავრცელა. „კომერსანტმა“ მოიპოვა მასალა, სადაც მინასიანი თავის ვიდეომიმართვაში განმარტავს, რომ სქემის მიხედვით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოჯახი სიგარეტის ექსპორტს ახორციელებს და ეს...


მსგავსი სიახლეები

up