2018 წლის პირველ კვარტალში სადაზღვევო კომპანიებმა 167,39 მლნ ლარის პრემია მოიზიდეს

2018 წლის პირველ კვარტალში სადაზღვევო კომპანიებმა 167,39 მლნ ლარის პრემია მოიზიდეს

access_time2018-06-14 12:00:37

საქართველოს სადაზღვევო სექტორმა 2018 წლის პირველი კვარტალში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 164,39 მილიონი ლარი,რაც 20,59 მლნ ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.



2018 წლის I კვარტლის სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგებამ შეადგინა 7,57 მილიონი ლარი, რაც 1,9 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წლის I კვატლის მონაცემების მიხედვით, აქტივები შეადგენს 650,74 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 178,79 მილიონ ლარს.



დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მოზიდული პრემიის მიხედვით უპირობო ლიდერი „ჯიპიაი ჰოლდინგია, კომპანიამ 2018 წლის პირველ კვარტალში 41,08 მლნ ლარი მოიზიდა, 2017 წლის პირველ კვარტალში კი 40,72 მლნ ლარი.




რეიტინგში მეორე ადგილზეა „იმედი L 26.54 მლნ ლარით, პორტფელი საკმაოდ გაზრდილია (19.02 მლნ) ,სამეულს ასრულებს „ალდაგი 18.82 მლნ ლარის პორტფელით, აღსანიშნავია, რომ პორტფელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,19 მილიონი ლარით არის შემცირებული.




მეოთხე ადგილზეა „თიბისი“ -13.61 მილიონი ლარით, რომელიც 9 მილიონი ლარით მეტია 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.


ხუთეულში შედის „არდი, 2018 წლის პირველ კვარტალში კომპანიამ 12,32 მლნ ლარის პრემია მოიზიდა, 2017 წლის პირველ კვარტალში კი 8,96 მლნ ლარის.




დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკური მონაცემებით, მოზიდული პრემიიდან ყველაზე დიდი წილი სამედიცინო დაზღვევაზე მოდის - 89,86 მლნ ლარი, მეორე ადგილზეა სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა - 24,73 მლნ ლარი, მესამე - ქონების დაზღვევა - 15,20 მლნ ლარი, მეოთხე - სიცოცხლის დაზღვევა - 10,92 მლნ ლარი, მეხუთეზე კი სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა - 5,25 მლნ ლარი.




2018 წლის I კვარტლის ბოლოს რეგისტრირებულია 17 სადაზღვევო კომპანია, 16 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 





მმართველ პარტიაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღების საკითხზე მსჯელობენ

მმართველ პარტიაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღების საკითხზე მსჯელობენ
person access_time2018-06-22 19:40:13
 მმართველ პარტიაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღების საკითხზე მსჯელობენ. „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრის დაწყებამდე დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ ჯერჯერობით აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო პოზიციები შეჯერებული არ არის, თუმცა, თუ სახელმწიფო მდივანი დამტკიცდება, ეს იქნება არა პოლიტიკური თანამდებობა, არამედ კონკრეტული დარგის მენეჯერი.  დეპუტატები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო მდივანი, პოლიტიკური ცვლილებების მიუხედავად, კონკრეტული დარგის...

კახა კალაძე სვეტის დაზარალებულებთან შეხვედრას ამ ეტაპზე არ განიხილავს (ვიდეო)

კახა კალაძე სვეტის დაზარალებულებთან შეხვედრას ამ ეტაპზე არ განიხილავს (ვიდეო)
person access_time2018-06-22 18:33:02
დეველოპერული კომპანია სვეტის დაზარალებული მენაშენეები თბილისის მერთან  შეხვედრას მოითხოვენ. დღეს გამართულ ბრიფინგზე მათ კახი კალაძეს სამშენებლო კომპანიებთან შუამდგომლობა სთხოვეს რადგან, აქციის მონაწილეები სვეტის მენეჯმენტს უნდობლობას უცხადებენ. „მივმართავთ ქალაქის მერს, ბატონ კახი კალაძეს, შეხვდეს სვეტის მიერ დაზარალებული მენაშენეების საინიციატივო ჯგუფს. ერთად განვიხილოთ ჩვენი პრობლემების გადაწყვეტის და მოგვარების გზები. ვერ წარმოვიდგენდით, რომ ცენტრ პოინტის...

რომან კაკულია: ბიზნესის განვითარების 10 ბალიანი სისტემით ჩვენ მთავრობას 7-ს დავუწერდი

რომან კაკულია: ბიზნესის განვითარების 10 ბალიანი სისტემით ჩვენ მთავრობას 7-ს დავუწერდი
person access_time2018-06-22 17:08:00
„ბიზნესის განვითარების მიმართულებით 10 ბალიანი სისტემით ჩვენ მთავრობას  7-ს დავუწერდი“, - ამის შესახებ...

რა თანხას ხარჯავენ თბილისელები დასვენებაში

რა თანხას ხარჯავენ თბილისელები დასვენებაში
person access_time2018-06-22 20:25:00
როგორც ACT-ის კვლევის შედეგებმა აჩვენა, გამოკითხულთა ყველაზე მეტი 43% წელიწადში ერთხელ ახერხებს დასვენებას. აქვე უნდა ითქვას, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა 20% საერთოდ ვერ ახერხებს დასვენებას, აქედან ყველაზე მეტი (46%) არის 65 წელს ზევით რესპოდენტები. საქართველოს ფარგლებში დასასვენებლად ვერ წასვლის მიზეზებს შორის ყველაზე აქტუალური ფულის უქონლობა აღმოჩნდა (63%), მას მოსდევს დროის უქონლობა 37%-ით. დროის უქონლობა ამის განმაპირობებელი ყველაზე მეტად 35-44 წლის გამოკითხულთათვის აღმოჩნდა 73%, ხოლო...

მთავრობის სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში იმდენი ადამიანი არის გაფორმებული შტატგარეშედ რა ზომისაც საქართველოს შეიარაღებული ძალებია

მთავრობის სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში იმდენი ადამიანი არის გაფორმებული შტატგარეშედ რა ზომისაც საქართველოს შეიარაღებული ძალებია
person access_time2018-06-22 17:00:58
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ცენტრალური მთავრობის მიერ დაფუძნებულ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში 38,470 ადამიანი შტატგარეშედ არის გაფორმებული. ეს პირები იმის მიუხედავად, რომ ოფიციალურად შტატში არ ზიან, ანაზღაურებას მაინც იღებენ. ამ საჯარო უწყებებში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა 150,305-ია.   შედარებისთვის, საქართველოს შეიარაღებული ძალების ზომაც დაახლოებით 40 ათასია, ანუ გამოდის, რომ საქართველოს ბიუროკრატიულ აპარატში შტატგარეშეთა არმიაა....


მსგავსი სიახლეები

up