ISET: ბიზნესის განწყობის ინდექსი მოლოდინების და საქმიანობის გაუარესების გამო შემცირდა

ISET: ბიზნესის განწყობის ინდექსი მოლოდინების და საქმიანობის გაუარესების გამო შემცირდა

access_time2018-12-06 12:00:00

ISET-ია კვლევის თანახმად 2018 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) გაუარესდა და 29.9 პუნქტამდე შემცირდა, რაც 5.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით. კვლევაში 28 დიდი და 103 მცირე და საშუალო კომპანია მონაწილეობდა. ბიზნესის განწყობის ინდექსი სამ კომპონენტს მოიცავს, ესაა ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის შეფასება, ბიზნესის მოლოდინების შეფასება მომავალი სამი თვის განმავლობაში აქტიურობასა და დასაქმების მაჩვენებელთან მიმართებით და გასაყიდი ფასების მოლოდინები.




ბიზნესის განწყობის ინდექსის შემცირდება განპირობებულია როგორც მოლოდინების, ისე გასული სამი თვის განმავლობაში ბიზნესის მრავალ სექტორში საქმიანობის გაუარესებით. სხვა სექტორებთან შედარებით, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის სექტორებმა ყველაზე პესიმისტურად შეაფასეს როგორც მიმდინარე საქმიანობა, ისე მოლოდინები. აღსანიშნავია, რომ საცალო ვაჭრობის სექტორი ყველაზე ოპტიმისტურად არის განწყობილი.





მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც გასული სამი თვის ბიზნესის მდგომარეობას ასახავს, 2018 წლის მეოთხე კვარტალში 10.2 პუნქტით არის შემცირებული.




ბიზნესის ოპტიმიზმის ინდექსი მნიშვნელოვნად არის შემცირებული და 50.1 პუნქტს შეადგენს. მრეწველობის სექტორთან ერთად, საფინანსო და სოფლის მეურნეობის სექტორებმა ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ბიზნეს სექტორის შემცირებულ ოპტიმიზმში.



გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი მცირედით შემცირებულია, თუმცა ისევ მაღალია გასული წლის მოლოდინებთან შედარებით. მომსახურების და საცალო ვაჭრობის სექტორი მომდევნო კვარტალში კვლავ ფასების ზრდას მოელის.



მოლოდინები და მიმდინარე საქმიანობა გაუარესებულია დიდი ზომის კომპანიებისთვის, ხოლო გაზრდილია მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის.



დაბალი მოთხოვნა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა კვლავ ბიზნეს საქმიანობის მთავარი შემზღუდველი ფაქტორებია. გამოკითხვაში მონაწილე 131 კომპანიიდან, დიდი ზომის კომპანიების 29%-მა და მცირე და საშუალო ზომის კომპანიების 30%-მა ფინანსებზე ხელმისაწვდომობა დაასახელა ბიზნეს საქმიანობის მთავარ შემზღუდველ ფაქტორად. მაშინ, როცა დიდი ზომის კომპანიების 6%-სა და მცირე და საშუალო ზომის კომპანიების 32%-თვის მოთხოვნის სიმცირე არის საქმიანობის მთავარი შემზღუდველი ფაქტორი.





მარიამ ტიტვინიძე





გია ხუხაშვილი :“მამუკა ხაზარაძესა და ბიძინა ივანიშვილს შორის სერიოზული დაპირისპირებაა მოსალოდნელი“ - ივანიშვილი შეცდომებს არ აღიარებს

გია ხუხაშვილი :“მამუკა  ხაზარაძესა და ბიძინა ივანიშვილს შორის  სერიოზული დაპირისპირებაა მოსალოდნელი“ - ივანიშვილი შეცდომებს არ აღიარებს
access_time2019-07-17 14:30:22
„ბიძინა ივანიშვილის ყველა ნათქვამი, მიუხედავად მისი შერბილებული ტონისა, ძირითადად კონფრონტაციული იყო და არ ასახავდა იმ რეალობას, რაც დღეს არის ქვეყანაში. ის ისევ სისტემას იცავს და არ აღიარებს შეცდომებს.   მე არ მგონია, რომ ივანიშვილი მართლა მიესალმებოდეს მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლას. განსაკუთრებით კომიკური იყო მისი განცხადება ახალგაზრდების შემოსვლასთან დაკავშირებით პოლიტიკაში, არც თუ ისე ახალგაზარდაა ხაზარაძე,“ - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი ბიძინა...

ბიძინა ივანიშვილი - უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ

ბიძინა ივანიშვილი - უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ
access_time2019-07-17 12:55:10
აბსოლუტურად უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა. ივანიშვილის შეფასებით, რუსული ბაზრის დაკეტვისა და ვაჭრობის შეწყვეტის მსურველები ქვეყნის მტრები არიან. “თუ ყურადღებას მიაქცევთ, თვითონ ევროპელები, განვითარებული ევროპული ქვეყნებიც კი, როგორ ცდილობენ რუსულ ბაზარზე...

6 თვეში დასრულებული 42 საქმე, რომლის 80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ბიზნესომბუდსნების პოზიციები გაითვალისწინეს - ირაკლი ლექვინაძის ანგარიში მედიას

 6 თვეში დასრულებული 42 საქმე, რომლის  80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ბიზნესომბუდსნების პოზიციები გაითვალისწინეს - ირაკლი ლექვინაძის ანგარიში მედიას
access_time2019-07-17 11:30:23
ირაკლი ლექვინაძემ მედიას ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა. 2019 წლის 6 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში მეწარმეების მომართვის საფუძველზე 171 საქმე დარეგისტრირდა და აპარატმა ბიზნესის ინტერესების მხარდასეჭერად 44 შუამდგომლობა, 29 რეკომენდაცია და 17 სამართლებრივი დასკვნა გააგზავნა. „2019 წლის 6 თვეში 42 საქმეზე დავასრულეთ მუშაობა და საქმეების 80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ჩვენი პოზიციები სრულად ან ნაწილობრივ...

ტერაბანკის ინოვაციური ბოტი მომხმარებლებს პერსონალურ ფინანსურ ასისტენტობას გაუწევს

ტერაბანკის ინოვაციური ბოტი მომხმარებლებს პერსონალურ ფინანსურ ასისტენტობას გაუწევს
access_time2019-07-17 10:45:20
ტერაბანკმა დისტანციური მომსახურების კიდევ ერთი არხი - ინოვაციური ბოტი შექმნა. ტერა ბოტი პირველი ქართული ფინანსური ასისტენტია. იგი მომხმარებლებს არა მარტო ბანკის სერვისებსა და ოპერაციებზე აწვდის ინფორმაციას, არამედ მათ ფინანსების უკეთ განკარგვაში, ხარჯების შეფასებასა და თანხის დაგროვებაშიც ეხმარება.   ტერაბანკის ინოვაციური ბოტი რეალურ ადამიანთან მაქსიმალურად მიახლოებული, ავტომატურად მოსაუბრე პროგრამაა. იგი იღებს და აანალიზებს მომხმარებლის მიერ მიწერილ ქართულენოვან ტექსტურ...

„ბათუმი რივიერა“ - „სილქ როუდ ჯგუფი“ მილიარდიანი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისთვის ემზადება - (“კომერსანტის“ ექსკლუზიური რენდერები)

„ბათუმი რივიერა“ - „სილქ როუდ ჯგუფი“ მილიარდიანი  მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისთვის ემზადება  - (“კომერსანტის“ ექსკლუზიური რენდერები)
access_time2019-07-17 13:00:03
„ბათუმი რივიერა“ - ასე ეწოდება ახალ მრავალფუნქციურ კომპლექსს, რომლის აშენებასაც  „სილქ როუდ ჯგუფი“ „საქართველოს თანაინვესტირების“ ფონდის მხარდაჭერით ბათუმში გეგმავს. ეს ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული სივრცე...


მსგავსი სიახლეები

up