2018 წლის მარტიდან დღემდე, სამშენებლო კომპანიები დარღვევებისთვის ჯამში 34 მილიონი ლარით დაჯარიმდნენ

2018 წლის მარტიდან დღემდე, სამშენებლო კომპანიები დარღვევებისთვის ჯამში 34 მილიონი ლარით დაჯარიმდნენ

access_time2019-06-19 17:20:50

2018 წლის მარტიდან დღემდე, სამშენებლო კომპანიები დარღვევებისთვის ჯამში 34 მილიონი ლარით დაჯარიმდნენ, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ხმალაძემ აღნიშნა, საჯარიმო სანქციები მეტწილად მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებზეა გამოწერილი.

„2018 წლის მარტიდან დღემდე სამშენებლო დარღვევებისთვის გამოწერილი არის 34 მილიონი ლარის ჯარიმა. აქვე მინდა გავიხსენო რამდენიმე პოლიტიკოსის სკეპტიკური დამოკიდებულება ჩვენს შარშანდელ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც პროგნოზირებდნენ, რომ საერთოდ არ გამოიწერება ჯარიმები და აყვავდება კორუფციაო. რა თქმა უნდა, ეს პირიქით მოხდა, არ აყვავდა კორუფცია და ჯარიმები საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობით იქნა გამოწერილი. დღევანდელი ცვლილების კონტექსტში მინდა ვთქვა, რომ ბიუჯეტში გადახდილი ჯარიმის სახით გადახდილი არც ერთი ლარი არ არის იმ ზარალის საპირწონე, რომელსაც სამშენებლო კომპანიები უკანონო მშენებლობების ან დარღვევების სახით აყენებენ დედაქალაქს და მის მოსახლეობას. სწორედ აქედან გამომდინარე, ეს დარღვევები გადავა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში”,- განაცხადა ხმალაძემ.

ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ

ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ
access_time2020-04-05 17:00:50
კორონავირუსის პანდემიის გამო გლობალური სასურსათო სისტემა უპრეცედენტო რყევებს განიცდის, რამაც შესაძლოა სასურსათო ნედლეულსა და კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვიოს. ამის შესახებ ნათქვამია ნიუ-იორკის...

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან
access_time2020-04-05 18:00:16
„ყოველთვის ასეთი სევდიანი იყო მზის ჩასვლა?“ – კითხულობს ჩემი გერმანელი ფლეთმეითი ანტონი, რომელიც გრანადაში თებერვალში ჩამოვიდა. იქამდე რამდენიმე თვე ერასმუსის პასუხს ელოდა. ამბობს, რომ დადებითი პასუხის შემდეგ ხშირად ესიზმრებოდა, უფრო ხშირად კი წარმოიდგენდა, როგორი იქნებოდა მისი ესპანური თავგადასავალი – ამას არ ველოდი! ამას არავინ ველოდით! ქუჩა – მირადორ დე როლანდო, ნომერი 16. სამსართულიანი სახლი. პირველ ორ სართულზე საძინებელი ოთახები. მესამე სართულზე საერთო სივრცე, დიდი ნათელი...

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
access_time2020-04-05 11:25:08
კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარია 81 წლის ქალზე, რომელიც 3 აპრილს თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული...

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?
access_time2020-04-05 16:00:17
  ბოლო 30 წლის მანძილზე მსოფლიო ეკონომიკამ გადაიტანა რამდენიმე გლობალური კრიზისი, თუმცა, არც ერთს არ შეუცვლია მსოფლიო ასე სწრაფად და კარდინალურად  - კორონავირუსის პანდემია წარმოუდგენელი სისწრაფით ანგრევს სატრანსპორტო და სამრეწველო კავშირებს და საზოგადოებრივი ინსტიტუტების გადაწყობას.   პარალელურად, სწავლების პროცესი და ბიზნეს-საქმიანობის დიდი ნაწილი გადადის დისტანციურ რეჟიმზე.   მაგრამ ეს არის გზა არა უფსკრულისკენ, არამედ ახალი...

მსგავსი სიახლეები

up