2018 წლის განმავლობაში, სააღსრულებო ბიუროებისა და აღსრულების პოლიციის სამმართველოს მიერ მორიგებით  15 000-მდე საქმე დასრულდა

2018 წლის განმავლობაში, სააღსრულებო ბიუროებისა და აღსრულების პოლიციის სამმართველოს მიერ მორიგებით 15 000-მდე საქმე დასრულდა

access_time2019-01-11 16:20:22

აღსრულების ეროვნული ბიურო 2018 წლის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს. ბოლო 1 წლის განმავლობაში, ბიუროს მთავარ სტრატეგიას კვლავ მხარეთა ინტერესების დაცვა და დავების მორიგებით დასრულება წარმოადგენდა. ბიუროს ფარგლებში შექმნილი მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახურისა და სოციალური მუშაკების ჩართულობით, 2018 წლის განმავლობაში, სააღსრულებო ბიუროებისა და აღსრულების პოლიციის სამმართველოს მიერ მორიგებით დასრულდა 15 000-მდე საქმე.


 მორიგებით დასრულებული საქმეების მაჩვენებელი კატეგორიების მიხედვით შემდეგია:

 სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ და სისხლის ჯარიმების შემთხვევაში, მორიგების/განწილვადების მაჩვენებელმა შეადგინა 11 184 ერთეული, რაც საქმეთა საერთო ოდენობის 75 პროცენტს შეადგენს;


ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის კატეგორიაში სულ დასრულებული 312 საქმიდან მორიგებით დასრულდა 304 შემთხვევა, რაც 97 პროცენტს შეადგენს;


2018 წლის მანძილზე შეწყდა 475 აუქციონი და შესაბამისად, არ მოხდა ქონების რეალიზაცია;


აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დარეგულირებული ალიმენტის რაოდენობამ შეადგინა 4 266 ერთეული.


2018 წლის განმავლობაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოების, სააღსრულებო ბიუროების მიერ ჯამში დასრულდა 115 078 სააღსრულებო წარმოება.



მოთხოვნა იზრდება აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებულ საქმისწარმოებაზეც. 2018 წლის განმავლობაში სერვისზე მოთხოვნამ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია წინა წლებთან შედარებით. ასევე მაღალია დასრულებულ საქმეებს შორის მორიგებითა და ნებაყოფლობით გადახდის მაჩვენებელიც.


საანგარიშო პერიოდის ფარგლებში გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურმა დაასრულა 28 328 საქმე. მათ შორის მორიგება და ნებაყოფლობითი გადახდა განხორციელდა 4 ათასამდე შემთხვევაში.


გამარტივებული საქმისწარმოება მოქალაქეს საშუალებას აძლევს, სასამართლოს გარეშე, სწრაფად და ნაკლები დანახარჯით, დაიკმაყოფილოს ფულადი მოთხოვნა. აპლიკანტს შეუძლია, მიმართოს გამარტივებულ საქმისწარმოებას იმ შემთხვევაშიც, როდესაც რესპონდენტს (მოვალეს) აქვს ფულადი დავალიანება, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც დოკუმენტურად დადასტურებულია.


გასულ წლებთან შედარებით, კიდევ უფრო განვითარდა და გაიზარდა მოქალაქეთა კონსულტაცია. განხორციელდა ტექნიკური და პროგრამული გადაიარაღება. 2018 წლის განმავლობაში მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილებამ 250 ათასამდე მოქალაქეს გაუწია კონსულტაცია. მათ შორის:


შემოვიდა და კონსულტაცია გაეწია 202 305 მოქალაქის სატელეფონო ზარს, რაც რამდენიმე ათასი ერთეულით მეტია გასულ წელთან შედარებით;


პირდაპირი კონსულტაცია გაეწია 43 635 მოქალაქეს;


პასუხი გაეცა ელექტრონული ფოსტით მიღებულ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან 1 939 შეკითხვას.  იზრდება ცნობადობა და შესაბამისად, მოთხოვნა, ფაქტების კონსტატაციის სერვისზე. 2018 წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა 1 600 მდე ფაქტის კონსტატაცია.

ფაქტების კონსტატაციის სერვისი გულისხმობს ნებისმიერი ფაქტის დაფიქსირებას (ფოტო-ვიდეო გადაღებას), რომელიც ბუნებაში არსებობს და შესაძლოა, დროთა განმავლობაში აღარ არსებობდეს. ფაქტის კონსტატაცია არის უნიკალური ევროპული სერვისი, რომელიც წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებას სასამართლოში.

მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო კორპორაციის (IFC) კვლევის - ,,Doing Business 2019"-ის თანახმად, აღსრულების ხარისხით მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის საქართველო მე-8 ადგილზეა. ბიზნესის კეთების რეიტინგის ერთ-ერთ შემადგენელ კომპონენტს ქვეყანაში ხელშეკრულებების აღსრულების მაჩვენებლის გამოთვლა წარმოადგენს. აღსრულების რეიტინგის მაჩვენებლის დაწინაურება კი მნიშვნელოვნად დაკავშირებულია სააღსრულებო სისტემის გამართულობაზე. მსოფლიო ბანკის მიერ რეიტინგის გამოთვლის კომპონენტებს სასამართლო გადაწყვეტილებების დროული, ხარისხიანი, ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე აღსრულება წარმოადგენს, რაც აღსრულების ეროვნული ბიუროს ფუნქციაა.


აღსრულების ეროვნული ბიურო მოწოდებულია აღასრულოს კანონი და ამავდროულად, მისი მოქნილი სოციალური პოლიტიკით, დავები მორიგებით დაასრულოს.







რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეექვსე

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეექვსე
access_time2019-06-17 19:00:07
წინა ხელისუფლებასთან შედარებით, ეკონომიკაში მინიმუმ ორჯერ არის ტემპი გაზრდილი ყველა მიმართულებით, — ეს სიტყვები  პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა  ბიძინა ივანიშვილმა მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტთან შეხვედრისას განაცხადა.  ფაქტ-მეტრმა შეისწავლა ივანიშვილის განცხადება,  როგორც ბევრი სხვა “ქართული ოცნების“ დაპირება და დაასკვნა, რომ  ეს განცხადება...

ივა ჭყონია: „იმპორტიორ კომპანიებს გეზ-ში დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ - მარაზმში ვართ“

ივა ჭყონია: „იმპორტიორ კომპანიებს გეზ-ში დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ - მარაზმში ვართ“
access_time2019-06-17 18:00:06
„იმპორტიორ კომპანიებს გაფორმების ეკონომიკურ ზონაში(გეზ-ი) დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ,“— ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ განუცხადა.   „2 თვეა უკვე, როდესაც ტვირთი გეზ-ში შემოდის, ყვითელ დერეფანში ხვდება. ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანიების უმრავლესობა, მნიშვნელობა არ აქვს “ოქროს სიაში“ არის თუ არა, იძულებულია თანხა მომენტალურად გადაიხადოს. აქამდე ჩვეულებრივ...

ჰაბ ჯორჯია: სახელმწიფო ხორბლის ტექნიკური რეგლამენტის მიღების/დამტკიცების დროს აჭიანურებს

ჰაბ ჯორჯია: სახელმწიფო ხორბლის ტექნიკური რეგლამენტის მიღების/დამტკიცების დროს აჭიანურებს
access_time2019-06-17 17:00:57
ქვეყანაში სტრატეგიული მნიშვნელობის ტვირთების, და განსაკუთრებით ხორბლს საეჭვო მოძრაობასთან დაკავშირებით ჰაბ ჯორჯია ხშირად აკეთებს განცხადებას, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლება არაფერს ცვლის. ორგანიზაციის მკვლევარი და ანალიტიკოსი მაია კაციტაძე ხორბლის იმპორტთან დაკავშირებულ პრობლემებზე „კომერსანტთან“ საუბრობს და აცხადებს, რომ  ქვეყანაში ეკონომიკური ქაოსის დარეგულირებას კერძო ბიზნესები...

პრემიერი - დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას და წლის ბოლომდე გავუხანგრძლივებთ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების ვადას

პრემიერი - დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას და წლის ბოლომდე გავუხანგრძლივებთ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების ვადას
access_time2019-06-17 14:35:38
ჩვენ დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას და წლის ბოლომდე გავუხანგრძლივებთ კონსორციუმს საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ფინანსური დახურვის ვადას წლის ბოლომდე გაუხანგრძლივებს. „დღეს მთავრობა იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას „ანაკლიის...

თუ საბანკო და სამშენებლო რეგულაციები არ შერბილდება, შეიძლება, სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანების რაოდენობა 20 ათასამდე გაიზარდოს

თუ საბანკო და სამშენებლო რეგულაციები არ შერბილდება, შეიძლება, სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანების რაოდენობა 20 ათასამდე გაიზარდოს
access_time2019-06-17 13:30:58
 „დღეს, რომ მშენებლობის სექტორში 4000 ადამიანით ნაკლებია დასაქმებული, ზუსტად 6 თვეში იგივე დანაკლისი გვექნება სარემონტო სამუშაოებში , შემდეგ ტექნიკის მაღაზიებში, რადგან ეს ჯაჭვური პროცესია“, - ასე აფასებს მენაშენეთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე აბულაძე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში მშენებლობის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  4 175 კაცით...


მსგავსი სიახლეები

up