2018 წლის 7 თვეში საქართველოს საჰაერო სივრცეში 86 356 ინსტრუმენტალური ფრენა  შესრულდა

2018 წლის 7 თვეში საქართველოს საჰაერო სივრცეში 86 356 ინსტრუმენტალური ფრენა შესრულდა

access_time2018-08-10 14:52:46


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციის“ ინფორმაციით, 2018 წლის იანვარი - ივლისის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულდა 86 356 ინსტრუმენტალური ფრენა. აღნიშნული მაჩვენებელი 7 955 ფრენით და 10.1%-ით მეტია 2017 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე;



2018 წლის 7 თვის განმავლობაში შესრულებული გადაფრენების რიცხვი 60 415 ფრენას შეადგენს, რომელიც 2017 წლის მაჩვენებელზე 3 031 ფრენით, ანუ 5.3% -ით მეტია. აფრენა - დაფრენის რაოდენობა კი 25 941 - ია, რაც 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 4 924 ფრენით, ანუ 23.4%-ითაა გაზრდილი.



საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენი დისტანცია 2018 წლის იანვარი - ივლისის ჩათვლით 23 930 405 კმ-ს შეადგენს, რაც 333 601 კმ-ით და 1,4%-ით მეტია გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე.



საქართველოს საჰაერო სივრცეს ტრანზიტული გადაადგილებისთვის ყველაზე ხშირად იყენებენ TURKISH AIRLINES INC., AZERBAIJAN AIRLINES – AZAL, QATAR AIRWAYS, THAI AIRWAYS INTERNATIONAL LTD.


საქართველოს აეროპორტების   აფრენა-დაფრენის ზონებში ტოპ მომხმარებელად ისევ GEORGIAN AIRWAYS, TURKISH AIRLINES INC, WIZZ AIR HUNGARY KFT დაფიქსირდნენ.

 

 

 






რუსეთში ჩნდებიან ოფშორები

რუსეთში  ჩნდებიან  ოფშორები
person access_time2018-08-17 19:57:59
რუსეთის დუმამ მიიღო კანონი ქვეყანაში 2018 წლის მესამე კვარტალში ოფშორული ზონების შექმნის  შესახებ.  რეალუარდ ეს იქნება სპეციალური ადმინისტრაციული რაიონები, რომლებიც ქვეყნის  სხვადასხვა მხარეს განლაგებულ კუნძულებზე განთავსდება.  ერთი ოფშორული ზონა განთავსდება კალინინგრადის მხარეში,ხოლო მეორე...

მთავრობა პენსიის ზრდის პრინციპის მიღებაზე იწყებს მუშაობას

მთავრობა პენსიის ზრდის პრინციპის მიღებაზე იწყებს მუშაობას
person access_time2018-08-17 19:05:00
მთავრობა საპენსიო რეფორმაში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური საკითხის მოგვარებას იწყებს, რაც პენსიის ზრდის პრინციპის განსაზღვრას გულისხმობს. ამისთვის კი არსებული კანონმდებლობით 9-თვიანი ვადაა ...

ყოფილი „ლეოგრანდი“ დაიხურა

ყოფილი „ლეოგრანდი“ დაიხურა
person access_time2018-08-17 18:32:49
სასტუმრო „ველმონდი“, ყოფილი „ლეოგრანდი“ რამდენიმე წუთის წინ დაიხურა. შენობიდან სტუმრების გაყვანა დილიდან მიმდინარეობდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო სამაშველო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ლევან მაისურაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიუხედავად არაერთი...

ყოფილი "ლეოგრანდის" შენობა თითქმის დაცარიელებულია

ყოფილი
person access_time2018-08-17 17:00:00
ყოფილი "ლეოგრანდის" შენობა თითქმის დაცარიელდა. სხვა სასტუმროებში გადაყვანის პროცესით ტურისტების ნაწილი უკმაყოფილოა. ერთ-ერთმა მათგანმა ფოიეში სამართალდამცავებიც გამოიძახა.   ტურისტი გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას...

დისტრიბუტორთა ასოციაცია: კერძო გამსესხებლებზე დაწესებული შეზღუდვები, სადისტრიბუციო ბიზნესს დააზარალებს

დისტრიბუტორთა ასოციაცია: კერძო გამსესხებლებზე დაწესებული შეზღუდვები, სადისტრიბუციო ბიზნესს დააზარალებს
person access_time2018-08-17 17:05:44
20 აგვისტოდან ე.წ კერძო გამსესხებლებზე მასშტაბური შეზღუდვები ამოქმედდება. დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია აცხადებს, რომ აღნიშნული შეზღუდვა სადისტრიბუციო კომპანიების ბიზნესს მნიშვნელოვნად...


მსგავსი სიახლეები

up