2018 წლის 20 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში თბილისიმარათონის პრესკონფერენცია გაიმართება.

2018 წლის 20 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში თბილისიმარათონის პრესკონფერენცია გაიმართება.

access_time2018-09-20 10:59:36

დედაქალაქის ისტორიულ ქუჩებში რიგით მე-7 თბილისიმარათონი გაიმართება  2018 წლის 20 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში თბილისიმარათონის  პრესკონფერენცია გაიმართება.პრესკონფერენციას დაესწრებიან გერმანიის ელჩი საქართველოში მისი აღმატებულება ბატონი  ჰუბერტ კნირში, ქალაქ თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი სოფიოხუნწარია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ლაშა ჯოხაძე,„ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი მიხაელ ჰამპელი, თბილისი მარათონის სპორტული დირექტორი - ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასთვის“ პრეზიდენტი მაია აზარაშვილი, თბილისიმარათონის გარბენის დირექტორი პიტერ გოთვალდი.



პრესკონფერენციაზე თბილისიმარათონის საორგანიზაციო ჯგუფი მედიასაშუალებების  წარმომადგენლებს და სპონსორებს დაგეგმილი ღონისძიების განრიგს, წლევანდელ ბენეფიციარს და  მარათონთან დაკავშირებულ სხვა საინტერესო დეტალებს გააცნობს.



რიგით მე-7 თბილისი მარათონი, კომპანია ჰაიდელბერგცემენტის ორგანიზებით, 2018 წლის 30 სექტემბერს, თბილისის ცენტრალურ ქუჩებში გაიმართება და სტარტს რუსთაველის გამზირზე, პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან აიღებს. თბილისიმარათონის მარშრუტი კვლავაც ქალაქ თბილისის ცენტრალურ უბნებს მოიცავს - სპეციალურად ღონისძიებისთვის გადაიკეტება ქალაქის ისტორიული
ქუჩები.



თბილისიმარათონი 3 გარბენს მოიცავს:


 ნახევარმარათონს (21,097 კმ) - რეგისტრაციის საფასური - 20 ლარი;
 10 კილომეტრიან გარბენს - რეგისტრაციის საფასური - 15 ლარი;
 ბავშვთა გარბენებს (6-11 წლამდე - 500მ და 11-15 წლამდე - 1,2კმ) - უფასო რეგისტრაცია.




თბილისი მარათონის რეგისტრაციიდან შემოსულ თანხას კომპანია ჰაიდელბერგცემენტი ტრადიციისამებრ გააორმაგებს და წლევანდელ ბენეფიციარს, „პირველი ნაბიჯი - First step-ს“, გადასცემს. შესაბამისად, თბილისიმარათონის თითოეული მონაწილეც ქველმოქმედი ხდება!



„პირველი ნაბიჯი“ მრავალპროფილიანი ორგანიზაციაა, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია წარმატებით მუშაობს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან. 2018 წლის თბილისიმარათონის რეგისტრაცია მიმდინარეობს 27 სექტემბრის ჩათვლით, ვებგვერდზე: www.tbilisimarathon.ge.



შეგახსენებთ, რომ თბილისიმარათონი არის ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენი, რომელიც კომპანია ჰაიდელბერგცემენტის ორგანიზებით, ქალაქ თბილისის მერიის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და გერმანიის საელჩოს პატრონაჟით იმართება. ღონისძიება  ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას და დედაქალაქში სპორტული  ტურიზმის განვითარებას ემსახურება.



წლევანდელი ღონისძიების გენერალური სპონსორი და კვების საკითხებში ოფიციალური  მრჩეველია კომპანია „HERBALIFE NUTRITION“. თბილისიმარათონის მონაწილეებს დააზღვევს, სადაზღვეო კომპანია “ალფა”. მედია მხარდამჭერია ტელეკომპანია „იმედი“. ასევე სპონსორები არიან: „ვისოლ ჯგუფი“, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“, საინფორმაციო ცენტრი 11808, World Class Georgia, სადაზღვევო კომპანია „ალფა“, NEO Black Sea Community, მიკროსაფინანსო კომპანია „კრისტალი“, ვენდი’ს ჯორჯია, დანკინ’ დონატსი, ალმა, Outdoor.ge, TIME, G-SHOCK, სპორტული ინვენტარის მაღაზია GIVOVA, ველო+, ზედაზენი, ბახმარო, ნაბეღლავი,ენგადი, Vitamin Well, OSHEE, რადიო „ენერჯი“, OK! Magazine Georgia, TKT.ge, MY.GE, MYVIDEO.GE,GIFme, The Photo Bus, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი, SamRaan სპა, ROCK TAPE,სასტუმრო Rooms Hotels, სასტუმრო Stamba, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“, სასტუმრო „ამბასადორი“,სასტუმრო „წყალტუბო პლაზა“, სასტუმრო „Crowne Plaza“, სასტუმრო Dreamland Oasis, სატუმრო
„როიალ ბატონი“, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი“.



„ჰაიდელბერგცემენტის“ სოციალური პროექტი თბილისიმარათონი ყოველწლიურად სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს. მონაწილეთა შორის არიან უცხოელი სტუმრები 60-მდე მეტი ქვეყნიდან, დიპლომატიური კორპუსი, ასევე სამთავრობო და ბიზნეს სექტორი. წელს თბილისიმარათონზე, საზოგადოების დიდი დაინტერესებიდან გამომდინარე, 3000-მდე მონაწილეს ველით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის, არამედ ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც.


(R)




„არც ერთი კილოგრამი იმპორტირებული ნიორი, ვაშლი,კარტოფილი...დავავალდებულოთ მიწების მეპატრონეები მოსავალი მოიყვანონ“

„არც ერთი კილოგრამი იმპორტირებული ნიორი, ვაშლი,კარტოფილი...დავავალდებულოთ მიწების მეპატრონეები მოსავალი მოიყვანონ“
access_time2020-03-31 16:00:30
„ჯორჯიან ეარვესის“  ყოფილი გენერალური დირექტორი იასე ზაუტაშვილი  სოციალურ ქსელ facebook-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „მოდი, ცოტა ხნით მოვწყდეთ ამ კორონას თემას და მომავლისკენ გავიხედოთ... მერწმუნეთ, რომ ჩვენ თუ ახლავე არ დავიწყეთ ფიქრი ეკონომიკაზე, ჩვენთვის სულ რამოდენიმე თვეში ეკონომიკური კრიზისი გაცილებით დიიდ ზიანს და ზარალს მოგვიტანს ვიდრე კოვიდი. რამოდენიმე მოსაზრება-წინადადება მექნებოდა და გთხოვთ რომ სახლში ყოფნისას თქვენც მომაწოდოთ...

ვითიბი ბანკი განაგრძობს  COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას

ვითიბი ბანკი განაგრძობს  COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას
access_time2020-03-31 12:30:09
ვითიბი ბანკი განაგრძობს COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს KIA -ს მარკის ავტომობილებს გადასცემს. „აღნიშნულ ვითარებაში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს პანდემიასთან ბრძოლაში. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საველე სამუშაოების შეუფერხებლად წარმოებისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, საჭიროებს დამატებით ავტომობილებს, სწორედ ამიტომ,...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2875 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3600 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2875 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3600 ლარი ღირს
access_time2020-03-31 13:30:46
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.2971-ით დაიწყო, 13:30 საათისთვის 1 დოლარი 3.2875-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 30 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2845 ლარი შეადგინა. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.3300 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2500 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.3600...

ქვეყნის მასშტაბით ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით ჩერდება

ქვეყნის მასშტაბით ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით ჩერდება
access_time2020-03-31 10:49:39
საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით დროებით ჩერდება სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საკრედიტო კავშირების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, აქტივების მმართველი კომპანიების, ცენტრალური დეპოზიტარის,...

ზურაბ ჯაფარიძე: „რაშიც სახელმწიფომ ცხვირი ჩაჰყო, ყველგან პანიკის საფუძველია“

ზურაბ ჯაფარიძე: „რაშიც სახელმწიფომ ცხვირი ჩაჰყო, ყველგან პანიკის საფუძველია“
access_time2020-03-31 11:30:44
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სრულ კარანტინსა და საკომენდანტო საათზე სოციალურ ქსელ faceebok-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „კორონავირუსთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი რამე უცნობია, თუმცა, სხვადასხვა ქვეყნებში არსებული ინფორმაციის საფუძველზე უკვე შესაძლებელია ერთი რამის თქმა: ბრძოლის მიზანი უნდა იყოს ინფიცირებით გამოწვეული გართულებული შემთხვევების რაოდენობა არ გაიზარდოს ისე მკვეთრად რომ ჯანდაცვის სისტემამ ვერ შესძლოს...


მსგავსი სიახლეები

up