2018 წლის 10 ყველაზე მომგებიანი და 10 ყველაზე ზარალიანი ინვესტიცია

2018 წლის 10 ყველაზე მომგებიანი და 10 ყველაზე ზარალიანი ინვესტიცია

access_time2018-09-25 20:00:26


2018 წელს უმსხვილესი ამერიკული კომპანიებისთვის ყველაზე მომგებიანი იყო ინვესტიციები ფილმების ონლაინ-სერვისებში და სერიალში Netflix-ში - ასეთ დასკვნას აკეთებს MarketWatch -ს.


წლის დასაწყისიდან ონლაინ-კინოთეატრის აქციები გაძვირდა 91%-ით, რაც ნიშნავს იმას, რომ ინვესტორებმა გააორმაგეს მათი დაბანდებები.


ყველაზე მომგებიანი კომპანიების სამეულში 2018 წელს შევიდნენ ასევე ავტოსათადარიგო ნაწილების მაღაზიების ქსელი Advance Auto Parts და მექსიკური რესტორნების ქსელი Chipotle Mexican Grill - მათი ღირებულება  70%-ით გაიზარდა.


2018 წლის 9 თვეში 65% გაძვირდა Amazon-ის , 47%-ით ტურისტული ინტერნეტ-სერვისი TripAdvisor, 46%-ით სავაჭრო ქსელი Macy’s-ს  და 43%-ით - საკაბელო არხ  Discovery-ს აქციები.


ამერიკის ეკონომიკის 11 სექტორიდან 2018 წელს ყველაზე აქტიური ზრდა აჩვენა მეორადი აუცილებლობის სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობამ - 19,4%, შემდეგ მოდიან საინფორმაციო ტექნოლოგიები - 18,6% და ჯანდაცვა - 14,3%.


აუტსაიდერებში აღმოჩნდა პირველადი აუცილებლობის სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობა, რომელიც  2,7%-ით დაეცა.


Netflix-ის აქციების ფასის მკვეთრი ზრდის მიუხედავად, ანალიტიკოსები პროგნოზირებენ კიდევ უფორ მაღალ ზრდას, ხოლო ინვესტორები განაგრძობენ კომპანიის აქციების ყიდვას. ონლაინ-კინოთეატრი სტაბილურად ზრდის აუდიტორიას და უსწრებს კონკურენტებს.


GBH Insights-ის კვლევები ცხადყოფს, რომ Netflix-ს მომხმარებლები ფილმების თუ სერიალების ყურებაზე კვირაში საშუალოდ 10 საათს ხარჯავენ, მაშინ, როდესაც კონკურენტ-პლატფორმებზე - მხოლოდ 5-ს.



ასეთმა ერთგულებამ მისცა კომპანიას სერიალების ეპიზოდებს შორის სარეკლამო რგოლების განთავსების საშუალება. ამიტომაც, Netflix -ის მოგება სტაბილურად იზრდება და 2018 წლის მე-2 კვარტალში გაიზარდა 6-ჯერ - 384 მლნ. დოლარამდე.


საპატიო სიის კიდევ ერთი ფიგურანტი -  Amazon  - აგრძელებს ტრანზაქციების ზრდას გლობალურ მასშტაბებში. ონლაინ სავაჭრო ქსელი ავითარებს სერვისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და ზრდის თავის წილს ციფრული რეკლამის ბაზარზე. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, 2018 წელს Amazon-ი დაიკავებს მე-3 ადგილს ციფრული რეკლამის ბაზარზე და   პირველობას უთმობს მხოლოდ Facebook-ს და  Google-ს.


ტელეარხი  Discovery -ს გაყიდვების ტემპმა 2018 წელს გაუსწრო აქციების ფასის ზრდას. კომპანია აქტიურად აფართოვებს აუდიტორიას, შემოსავლები კი სტაბილურად იზრდება. 1 წლის მანძილზე Discovery-ის მოგება გაორმაგდა.


2018 წლის 10 ყველაზე ცუდი ინვესტიცია


2018 წელს ყველაზე საგრძნობლად გაიაფდა კომპანია  L Brands-ს აქციები - სწორედ ეს კომპანია ფლობს მაღაზიების ქსელს Victoria's Secret.


წარუმატებელი იყო მიმდინარე წელს სასურსათო პროდუქციის მწარმოებლის  Kraft Heinz-ისთვის.  ამ ორი კომპანიის აქციები 2018 წელს გაიაფდა 48% და 25%-ით შესაბამისად - თანაც ეს იმ დროს, როდესაც მათი გაყიდვები იზრდება.


L Brands-ის გაყიდვების 50%-ზე მეტს უზრუნველყოფს სწორედ Victoria's Secret-ი, თუმცა ბოლო კვარტლებში ამ ბრენდის გაყიდვები მცირდება, ანალიტიკოსები კი პროგნოზირებენ ზრდის ტემპების შენელებას.


თანაც ბოლო 2 წლის მანძილზე L Brands-ში მიმდინარეობს ბიზნესის რესტრუქტურიზაცია - ასეთი გაჭიანურებული რეფორმა აფრთხობს ინვესტორებს, რაც უარყოფითად მოქმედებს  აქციების ფასზე. ამიტომაც L Brands-ის ღირებულება ეცემა.


Kraft Heinz იმედოვნებს, რომ შეძლებს ზრდის აღდგენას ახალი პროდუქტების და მარკეტინგული ღონისძიებების ხარჯზე, თუმცა, ამ ეტაპზე ამის არ ჯერათ არც ინვესტორებს და არც უოლ-სტრიტის ექსპერტებს, ამიტომაც კომპანიის აქციები იაფდება.


რა უნდა იცოდეს ინვესტორმა


აქციების ამერიკული ბაზრის ზრდას ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური ზრდა, რომელიც ორიენტირებულია სამომხმარებლო მოთხოვნის ზრდაზე. თუმცა მომხმარებლების და ინვესტორების აზრი ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს, ამიტომაც საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისას არაა საკმარისი მხოლოდ გაყიდვების დინამიკის შესწავლა.


ამა თუ იმ კომპანიაში ინვესტირების დროს აუცილებელია მისი საქმიანობის ყველა ასპექტის შესწავლა, და ამ მხრივ უფრო მნიშვნელოვანია არა გაყიდვების მოცულობა თავისთავად, არამედ  გაყიდვების შეფარდება აქციების ფასთან.


Rbc






ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, სამშენებლო სექტორი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მოზიდვაზე გადაერთვება

ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, სამშენებლო სექტორი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მოზიდვაზე გადაერთვება
person access_time2018-10-18 09:00:00
1-ლი ნოემბრიდან სესხის აღების ახალი რეგულაციები ამოქმედდება, რომელიც ექსპერტთა შეფასებით სამშენებლო სექტორს მნიშვნელოვნად დააზარალებს. სებ-ის გადაწყვეტილებით, ადამიანს, თუ ერთი საცხოვრებელი აქვს მას იპოთეკით ვეღარ დატვირთავს, და მეორიც, რომ ჰქონდეს სესხს მაინც ვეღარ აიღებს, თუ შემოსავალი რეგისტრირებული არ აქვს. თუმცა, რეგისტრირებული რომც ჰქონდეთ შემოსავალი, ახლა უფრო ნაკლები თანხის სესხებას შეძლებს, რადგან ბანკებს სესხის ფორმულა ეცვლებათ. თუ აქამდე კლიენტს სესხის დასაფარად...

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი: აშშ მსოფლიოში ყველაზე კონკურენტუნარიანი სახელმწიფოა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი: აშშ მსოფლიოში ყველაზე კონკურენტუნარიანი სახელმწიფოა
person access_time2018-10-17 17:06:56
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) თანახმად, აშშ მსოფლიოში ყველაზე კონკურენტუნარიან სახელმწიფოს წარმოადგენს. გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი 140 ქვეყანას აერთიანებს, სადაც აშშ-მა 100 ქულიდან 85,6 მიიღო. კვლევა 98 ინდიკატორს ემყარებოდა, როგორებიცაა სამუშაო ძალა, თავისუფალი მედია, მშრომელთა უფლებები და სხვ. რეიტინგში მეორე-მესამე პოზიციები სინგაპურმა (საჯაროობა) და გერმანიამ (მაკროეკონომიკური სტაბილურობა) დაიკავეს. განვითარებად...

„აშშ-ის ეკონომიკა ტიტანიკს მაგონებს - წინ ჩქარა მიიწევს, თუმცა აისბერგი ახლოსაა“

„აშშ-ის ეკონომიკა ტიტანიკს მაგონებს - წინ ჩქარა მიიწევს, თუმცა აისბერგი ახლოსაა“
person access_time2018-10-17 21:00:00
საფინანსო სერვისების კომპანიის, Guggenheim Partners-ის საინვესტიციო მიმართულების ხელმძღვანელის, სკოტ მაინერდის განცხადებით, აშშ-ის ეკონომიკა სრული ძალებით ვითარდება, თუმცა აღნიშნული ექსპანსია 2020 წლისთვის შეჩერდება. აღნიშნულთან დაკავშირებით მაინერდმა პოსტი საკუთარ Twitter-ზე გამოაქვეყნა: „როგორც სიბნელეში მყოფი და მთელი სიჩქარით მიმავალი ტიტანიკი შეასკდა აისბერგს, ისეთივე ბედს გაიზიარებს აშშ 2020 წლისთვის, აღნიშნა მან. აღსანიშნავია,...

ვახტანგ ჭარაია: „ლარის გაუფასურება ადგილობრივი ბიზნესისთვის ერთგვარი სტიმულიცაა“

ვახტანგ ჭარაია: „ლარის გაუფასურება ადგილობრივი ბიზნესისთვის ერთგვარი სტიმულიცაა“
person access_time2018-10-18 13:00:02
“ლარის გაუფასურება ადგილობრივი ბიზნესისთვის ერთგვარი სტიმულიცაა,“ --ასე აფასებს თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია ბოლო პერიოდში ლარის მკვეთრ გაუფასურებას. მისი განმარტებით, ლარის გაუფასურება ყველაზე მეტად იმპორტიორებს დააზარალებს. ჭარაიას განცხადებით, ცალსახად იმის თქმა, რომ ლარის გაუფასურება მაინც და მაინც დახურავს რომელიმე ბიზნესს, სწორი არ არის. პირიქით, ადგილობრივი წარმოებისთვის ლარის გაუფასურება ნიშნავს...

იცხოვრე ერთი ღამე მეცხვარის ცხოვრებით - ლაშა პაპაშვილი მთაში უნიკალურ ტურისტულ ზონას აკეთებს

იცხოვრე ერთი ღამე მეცხვარის ცხოვრებით - ლაშა პაპაშვილი მთაში უნიკალურ ტურისტულ ზონას აკეთებს
person access_time2018-10-17 18:00:00
უნიკალური პროექტი - სწორედ ასე უწოდებს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი იდეას, რომელსაც საფუძველი 5 წლის წინ ჩაეყარა და დღეს რეალობად იქცა. საქართველოს საზღვრისპირა  რაიონში, თუშეთის სოფელ ვაკისძირში, სადაც სამანქანო გზაც კი არ არის და თავგადასავლების მოყვარულ ტურისტს ცხენით მოუწევს მანძილის გავლა, უკვე დანიშნულების ადგილას მისულს იშვიათი სანახაობა დახვდება. „მთელი ამბავი არის იმაში, რომ მეცხვარეობის ინდუსტრია, ფაქტობრივად, მსოფლიოში აღარ არსებობს. ყველაფერი ბარში...


მსგავსი სიახლეები

up