2018 წლის 1 ივნისს ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, „ლოპოტა სპა რეზორტმა“  მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს უმასპინძლა

2018 წლის 1 ივნისს ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, „ლოპოტა სპა რეზორტმა“ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს უმასპინძლა

access_time2018-06-01 17:46:43

2018 წლის 1 ივნისს ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, „ლოპოტა სპა რეზორტმა“  მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს უმასპინძლა.ჩვენ ძალიან აქტიურად ვართ ჩართულები სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებში, დღევანდელი დღე ერთ ერთი ასეთი დღეა, რომელიც ტრადიციულად გაგრძლედება.



დღევანდელი ღონსძიება ხორციელდება ჩვენს პარტნიორ კომპანიასთან ერთად - ასოციაცია “საქართველოს SOS ბავშვთა სოფელთან”, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციის “SOS Children's Villages International” ადგილობრივ წარმომადგენლობას. ამჟამად, აღნიშნული ორგანიზაციის ქსელი ფუნქციონირებს მსოფლიოს 132 ქვეყანაში და სხვადასხვა მომსახურების გზითა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ზრუნავს მშობელთა მზრუნველობამოკლებულ და მიტოვების და/ან მშობელთან დაშორების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებზე.



ასოციაციის ერთ-ერთ პროგრამულ მიმართულებას წარმოადგენს ოჯახის გაძლიერების პროექტი, რომლის ძირითადი მიზანია დახმარება გაუწიოს მოწყვლად მდგომარეობაში მყოფ ბავშვებსა და მათ ოჯახებს. პროექტში ერთიანდებიან 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები.




დღევანდელი ღონისძიება მოიცავს, ცხენებზე ჯირითს, სხვადასხვა სპორტულ აქტივობებს, პურის ცხობას და ჩურჩხელების ამოვლებას.მსგავსი საინტერესო და სახალისო აქტივობები დაგეგმილია ივნისიდან რადგან ‘ლოპოტა სპა რეზორტი’ ემზადება 10 წლის იუბილესთვის.



„ლოპოტა სპა რეზორტი“ -ს ისტორია იწყება 2008 წლიდან სულ რამოდენიმე ნომრით. დღეს კი სასტუმრო შედგება 102 ნომრისგან. თვის ბოლოს დაგეგმილია ახალი დამატებითი 84 სასტუმრო ნომრის გახსნა და ღონისძიების დარბაზის, რომელიც დაიტევს 500 ადამიანს. სექტემრის თვეში იგეგმება შატო ბუერას (ღვინის საწარმო და რესტორანი ) გახსნა, რომელიც იქნება გამორჩეული პროდუქტი.


(R) 



ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა - არსებობს იაფფასიანი მწარმოებელი ქვეყნის რიგებში გადასვლის დიდი რისკი

ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა - არსებობს იაფფასიანი მწარმოებელი ქვეყნის რიგებში გადასვლის დიდი რისკი
access_time2020-02-18 19:32:12
ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა. „კომერსანტმა“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული  სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია თუ რომელი ქვეყანა ყიდულობს ქართულ ღვინოს ყველაზე დიდი რაოდენობით. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2018 წელთან შედარებით 2019 წელს რუსეთში 4 366,2 ათასი ლიტრით მეტი ღვინის ექსპორტირება მოხდა. ჯამში 2019 წელს რუსეთში 133 251,5 აშშ დოლარის ღვინო...

„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა

„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა
access_time2020-02-18 15:30:46
17 თებერვალს, „m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში, გაყიდვების ახალი ოფისი გახსნა. ოფისის გახსნას უკავშირდება უპრეცედენტო ფასდაკლების აქციაც, რომელიც თითო ბინაზე 30 000 ლარამდე ფასდაკლებას ითვალისწინებს, ფასდაკლება გავრცელდება როგორც სტუდიოს ტიპის, ისე ორსაძინებლიან 30 ბინაზე. ოფისი თანამედროვედ მოწყობილი საქმიანი სივრცეა. აქ ბინის შეძენის, მსურველები, მიმდინარე თუ დასრულებული კომპლექსების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ, გაეცნობიან ამა თუ იმ პროექტის ძირითად...

ბათუმის ნავსადგურის მენეჯმენტს დასაქმებულების შევიწროებაში ადანაშაულებენ

ბათუმის ნავსადგურის მენეჯმენტს დასაქმებულების შევიწროებაში ადანაშაულებენ
access_time2020-02-18 17:30:29
2018 წლის აპრილის მერე, როცა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში თანამშრომელთა გაფიცვის შედეგად მაშინდელმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა, მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა. ამის თაობაზე „ბანკები და ფინანსებს“ ბათუმის ნავსადგურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა, რომლის ვინაობასაც რედაქცია, გასაგები მიზეზების გამო, ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს. ნავსადგურის თანამშრომლის განცხადებით, თანამშრომელთა დიდ ნაწილს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც 2018 წლის მოვლენებისას...

პასუხი ჯანდაცვის სამინისტროს -„ცხელ ხაზზე ტარიფს სილქნეტი არ განსაზღვრავს“

 პასუხი  ჯანდაცვის სამინისტროს -„ცხელ ხაზზე ტარიფს სილქნეტი არ განსაზღვრავს“
access_time2020-02-18 17:10:54
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ცხელის ხაზის ტარიფთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას კომპანია „სილქნეტი“ ეხმაურება. „კომერსანტი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:  „დილიდან გავრცელდა ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება, რომ ცხელ ხაზზე ტარიფს განსაზღვრავს „სილქნეტი“.განვმარტავთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზის - 1505 მიმართულებით სხვა ოპერატორების აბონენტების მიერ განხორციელებულ ზარებზე სააბონენტო ტარიფს არ განსაზღვრავს კომპანია „სილქნეტი“. ყველა სატელეფონო...

დამსაქმებლებს ორსული და ახალნამშობიარები ქალებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა მოუწევთ

დამსაქმებლებს ორსული და ახალნამშობიარები ქალებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა მოუწევთ
access_time2020-02-18 17:00:49
დამტკიცდა ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველი სამუშაოები.აღნიშნულს ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება ითვალისწინებს, რომელიც ძალაში შევიდა. ბრძანების თანახმად, ორსულობის 27-ე კვირამდე მძიმედ და საშიშად ითვლება რეგულარულად ხუთ კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა ან ცალკეულ შემთხვევებში (არარეგულარულად), 10 კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა. ორსულობის 27-ე კვირიდან კი...


მსგავსი სიახლეები

up