“2018 წლის 1-ელ იანვრამდე მილიონზე მეტი ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირება ვერ განხორციელდება”

“2018 წლის 1-ელ იანვრამდე მილიონზე მეტი ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირება ვერ განხორციელდება”

access_time2017-09-25 17:10:21

ტექდათვალიერება არის ნომერ პირველი საკითხი საზოგადოებისთვის, რომელიც დღის წესრიგში დგას ტრანსპორტის და საგზაო უსაფრთხოების სფეროში, თუმცა ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ეს ხელისუფლებისთვისაც ნომერ პირველი თემაა.


ამის შესახებ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა განაცხადა.


მისივე განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროსგან, რომელიც ტექდათვალიერებას კურირებს, არავითარი ინფორმაცია არ გაიცემა, თუ რას გეგმავს ხელისუფლება ამ მიმართულებით.

ლალიაშვილის თქმით, 2018 წლის 1-ელ იანვრამდე მილიონზე მეტი ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირება ვერ განხორციელდება, იქიდან გამომდინარე, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობს.


„ტექდათვალიერება აქტუალური საკითხია იქიდან გამომდინარე, რომ საგზაო შემთხვევებისას ყველაზე მაღალ რისკ ჯგუფში არიან ძველ ავტომობილებში მსხდომი მძღოლი და მგზავრები. გარდა ამისა, მეორე და უმნიშვნელოვანესი საკითხია გამონაბოლქვი და ჰაერის ხარისხი, რომელსაც ვსუნთქავთ, ამ მხრივ, ძალიან მაღალი რისკის ქვეშ არიან ორსულები და ჩვილი ბავშვები.

მაშინ, როცა 1-ელ იანვარს არის დაანონსებული ტექნიკური ინსპექტირების ძალაში შესვლა, პრაქტიკულად მხოლოდ 3 თვე რჩება იმისთვის, რომ ამხელა პროცესი წარიმართოს. ჩვენ სამწუხაროდ, არარეალისტურად გვეჩვენება 1-ელ იანვარს რეგულაციების ძალაში შესვლა, გამომდინარე იქედან, რომ მილიონზე მეტ ავტომობილს აქვს

 
ტექნიკური ინსპექტირება გასავლელი. დღეს მხოლოდ 34 ტესტირების ხაზი არსებობს, ხოლო მილიონზე მეტი ავტომობილის შემოწმებას მინიმუმ 100 ტესტირების ხაზი მაინც სჭირდება. ამ რეალობიდან გამომდინარე, გვაქვს შეკითხვები, როდის იქნება თუნდაც პირველი კონსულტაცია სამოქალაქო სექტორთან, იმისთვის, რომ გავეცნოთ, რა სტანდარტებზეა საუბარი და რა გეგმები აქვს ხელისუფლებას ამ კუთხით“, - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

 
მისივე განმარტებით, საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში იკისრა ვალდებულება, რომ 2018 წლის 1-ელ სექტემბრამდე ყველა ავტომობილის ტექდათვალიერება განხორციელდებოდა, თუმცა ამ პერიოდში მოთავსებაც კი გარკვეული კითხვის ნიშნების ქვეშ არის.

 
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვაქვს ვალდებულება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი, რომლის მიხედვითაც 2018 წლის 1-ელი სექტემბერი არის ბოლო ვადა. მაშინ, როცა საქართველო ცდილობს გახდეს ევროპის ოჯახის წევრი, არასასურველია მსგავსი საკითხის რისკის ქვეშ დაყენება.

 
2018 წლის სექტემბრამდე ერთი წელია და ჰაერის დაბინძურების პრობლემა კიდევ უფრო მოიმატებს. კვლევებით დადგინდა, რომ ჰაერში აზოტის დიოქსიდი ჭარბი რაოდენობითაა, რაც პირდაპირ კავშირშია სიმსივნური დაავადებების გაჩენასთან“, - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

 
მისი თქმით, საქართველოს ავტოპარკის 90% 10 წელს გადაცილებული ავტომობილებითაა წარმოდგენილი, რის განახლებასაც წლები და გარკვეული რეგულაციები სჭირდება.
 
 
 
bpn.ge



აბრამოვიჩის კომპანია Evraz -მა ბაქო -თბილისი - ყარსის რკინიგზით პროდუქციის გადაზიდვა გატესტა

აბრამოვიჩის კომპანია Evraz -მა ბაქო -თბილისი - ყარსის რკინიგზით პროდუქციის გადაზიდვა გატესტა
access_time2020-01-28 14:46:59
აზერბაიჯანულმა ADY Express -მა ბაქო -თბილისი - ყარსის რკინიგზით კომპანიის Evraz პროდუქციის გადაზიდვა დაიწყო.30 ვაგონი რკინით რუსეთის სვერდლოვსკის ოლქში დაიტვირთა. სატვირთო ვაგონებმა გაირეს რუსეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს ტერიტორიებზე 5175 კილომეტრი და ჩავიდა ყარსში, შემდეგ კი - თურქეთის რკინიგზის სადგურ „პაიასში“. ADY Express-ის ცნობით, ტვირთის საერთო წონა იყო 2053 ტონაა. სატესტო რეჟიმში იგეგმება გადასაზიდი ტვირთების მოცულობის რამდენჯერმე გაზრდა, ყოველთვიური...

ქუთაისის „ტორპედო“ იტალიელებმა იყიდეს

ქუთაისის „ტორპედო“ იტალიელებმა იყიდეს
access_time2020-01-28 13:30:26
ქუთაისის „ტორპედოს“ ახალი მფლობელი ჰყავს. ამის შესახებ ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივართა კლუბმა ჩვენ ვართ ტორპედომ ფეისბუქის გვერდზე დაწერა.მაშ ასე, გვინდა გამცნოთ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს, რომ საგა, რომელიც ტორპედოს თავზე თითქმის ერთი წელია ტრიალებს, დასრულდა. ტორპედოს გულშემატკივრებისათვის ბოლო იმედი ფაბიო მანინის სახით გამართლდა! როგორც ჩვენთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, საფეხბურთო კლუბი ტორპედო იტალიელ ინვესტორს, ფაბიო მანინს გადაეცა. ჩვენი წყარო...

კანონის მიღება დაგვიანებულია- სპეციალისტები უსაფრთხო სათამაშოებზე ინიცირებულ კანონს განიხილავენ

კანონის მიღება დაგვიანებულია- სპეციალისტები უსაფრთხო  სათამაშოებზე ინიცირებულ კანონს განიხილავენ
access_time2020-01-28 15:45:25
სათამაშოების უსაფრთხოების ტექნიკურ რეგლამენტს, რომელიც პირველი იანვრიდან შევიდა ძალაში, სპეციალისტები დაგვიანებულად მიიჩნევენ. მათი განმარტებით,კანონის აღსრულება 2021 წლამდე გადაიწევს,რაც ბაზარზე პრობლემის განვითარებას წინ ვერ აღუდგება....

გაიზარდა თუ არა საქართველოში კორუფციის რისკები?!

გაიზარდა თუ არა საქართველოში კორუფციის რისკები?!
access_time2020-01-28 12:30:07
წინა ხელისუფლებაც მისი მმართველობის ბოლო პერიოდში ასე იქცეოდა და შემოდგომის ბუზივით იკბინებოდა, მაგრამ რა ემართება ზამთარში ბუზს, ყველამ კარგად...

„ქართული ოცნების“ პრემიებზე დახარჯული მილიონები და 112-ის გაუმართავი ინფრასტრუქტურა

„ქართული ოცნების“ პრემიებზე დახარჯული მილიონები და 112-ის გაუმართავი ინფრასტრუქტურა
access_time2020-01-28 10:45:30
ბორჯომი-ხაშურის მაგისტრალზე მომხდარმა ტრაგედიამ, რომელსაც ბანძელაძეების ოჯახის 4 წევრის გარდაცვალება მოჰყვა, კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სისტემის კოორდინირებული და გამართული მუშაობა მაშინ, როდესაც საქმე გადაუდებელ დახმარებას და ადამიანების სიცოცხლეს ეხება.   26 იანვარს ბაქარ ბანძელაძემ, რომელიც მეუღლესთან და 3 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მგზავრობდა, ავტომობილის მართვისას საჭე ვერ დაიმორჩილა, გზაზე მოცურდა და...


მსგავსი სიახლეები

up