2018 წელს თბილისში ამერიკული ჰოსპიტალი გაიხსნება – მემორანდუმი ხვალ გაფორმდება

2018 წელს თბილისში ამერიკული ჰოსპიტალი გაიხსნება – მემორანდუმი ხვალ გაფორმდება

access_time2017-02-13 18:30:51

2018 წელს თბილისში უმაღლესი სამედიცინო სტანდარტების ამერიკული ჰოსპიტალი გაიხსნება. როგორც ჰოსპიტლის ერთ-ერთი დამფუძნებელი დიმიტრი ტვილდიანი „კომერსანტთან" საუბრისას განმარტავს, ტენდერის საფუძველზე უკვე შეირჩა ოპერატორი კომპანია, რომელიც ჰოსპიტალს ოპერირებას გაუწევს. საუბარია, ამერიკულ Innova Health Management-ზე, რომელთანაც მემორანდუმი ხვალ გაფორმდება.


ტვილდიანი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში სამშენებლო სამუშოების შემსრულებლის შესარჩევად ტენდერი გამოცხადდება. მისი ინფორმაციით, ჰოსპიტლის მშენებლობა დაახლოებით რამდენიმე თვეში დაიწყება და 18 თვეში დასრულდება.


„ეკონომიკის სამინისტროსგან მშენებლობის ნებართვა უკვე გაცემულია. უახლოეს მომავალში ტენდერის საფუძველზე შეირჩევა სამშენებლო კომპანია, რომელიც პროექტს განახორციელებს. ეს იქნება საერთაშორისო ტენდერი, რადგან სამუშაოების ნაწილი უცხოელების გასაკეთებელი იქნება. ჩვენთან სამწუხაროდ, ამისი სპეციალისტები არ არის. გარკვეულ სამუშაოებს ადგილობრივებიც ჩაატარებენ"-აცხადებს ტვილდიანი.



მისი ინფორმაციით, პროექტის მთლიანი ღირებულება 46 მილიონი აშშ დოლარი იქნება.

 




ახალი ჰოსპიტალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. პროექტს ერთობლივად ახორციელებენ კომპანია „თიბისი ჰოლდინგი," ჰოლდინგი „კონტი" და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტი (აიეტი). ჰოსპიტალში 400 ადამიანის დასაქმება იგეგმება.


პროექტი 2014 წელს დაანონსდა. მაშინ ითქვა, რომ 150 საწოლზე გათვლილ ამერიკული სტანდარტების მრავალპროფილიან ჰოსპიტალში დაინერგება JCAO უმაღლესი ამერიკული სტანდარტები და ტექნოლოგიები, რომელსაც ანალოგი არ აქვს საქართველოში. ჰოსპიტალში სამუშაოდ მოწვეულნი იქნებიან ამერიკაში ლიცენზირებული ქართველი ექიმები. მის ბაზაზე, სამედიცინო ინსტიტუტ „აიეტისა" და აშშ-ს წამყვანი სამედიცინო უნივერსიტეტების მონაწილეობით, ჩამოყალიბდება და განვითარდება სასწავლო-სამედიცინო ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს სამედიცინო დარგის პროფესიონალთა ქსელის გაფართოებას.



დიმიტრი ტვლიდიანი 2014 წლის აგვისტოში „კომერსანტთან" ინტერვიუში აცხადებდა, რომ ჰოსპიტალში არსებული ფასები არსებულთან დაახლოებით 50 პროცენტით ძვირი იქნება.


„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სახელმწიფო აფინანსებს ძირითად ნაწილს ამ ხარჯებისას, მოსახლეობის 90 პროცენტს ექნება საშუალება, რომ ჩვენი მომსახურება მიიღოს. ჩვენი მომსახურება იქნება რამდენიმეჯერ იაფი ვიდრე ევროპაში, თუმცა ცოტა უფრო ძვირი, ვიდრე საქართველოში"-აცხადებდა ტვილდიანი.



მისი თქმით, გაკეთდა სპეციალური კვლევა, რომელმაც აჩვენა,. რომ როდესაც ქართველები საზღვარგარეთ სამკურნალოდ მიდიან, ძირითადად მიდიან იმიტომ, რომ ეძებენ ხარისხს. ამერიკული ჰოსპიტლის გახსნის წინაპირობაც ეს გახდა.


„როდესაც ჩვენთან ამერიკიდან ექიმებს მოვიწვევთ, ყველას თავის კლინიკასთან კავშირები ექნება. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ჩავერთოთ ქსელებში, რომელიც მოგვცემს საშუალებას,რომ საჭიროების შემთხვევაში გადასანერგი ორგანოებიც ჩამოვიტანოთ და შევეცდებით, რომ პაციენტები სამკურნალოდ საზღვარგარეთ არ გავუშვათ.ჰოსპიტალი ფართო პროფილის იქნება. აუცილებლად, იქნება თერაპიაც, მეანობა-გინელოკოლგიაც, ქირურგიაც, პედიატრიაც, ონკოლოგიაც, დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული მომსახურებაც და იქნება პოლიკლინიკური მომსახურებაც"-აცხადებდა ტვილდიანი


ავტორი: სოფო ქსოვრელი 


 




„ლარს მიხედე, ბიძინა, ლარს“

„ლარს მიხედე, ბიძინა, ლარს“
access_time2019-11-18 14:30:56
ქვეყანა ისევ დესტაბილიზაციისა და კოლაფსის საფრთხის წინაშეა“ ინტერვიუ ანალიტიკოს ვაჟა ბერიძესთან – ბატონო ვაჟა, როგორ შეაფასებდით ქვეყანაში შექმნილ...

პირველი სერიოზული ბიზნესქეისი-კლინიკების ხელმძღვანელები ბიზნესომბუდსმენს შეხვდნენ

პირველი სერიოზული ბიზნესქეისი-კლინიკების ხელმძღვანელები ბიზნესომბუდსმენს  შეხვდნენ
access_time2019-11-18 13:28:03
„კომერსანტისთვის“  ცნობილი გახდა, რომ ახლად დანიშნულმა  ბიზნესომბუდსმენმა პირველ სერიოზულ ბიზნეს ქეისზე დაიწყო მუშაობა-ის კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. განსახილველი საკითხი ეკატერინე ტიკარაძის უწყების მიერ გატარებული რეფორმაა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფის ამოქმედებას გულისხმობს.   8 ნოემბერს „კომერსანტი“ წერდა, რომ 25-მა სამედიცინო დაწესებულებამ, პრემიერ მინისტრს, საქართველოს პარლამენტის...

გია ვოლსკი - ბიუჯეტის ჩაგდება იქნება ქვეყნის ღალატი და უკან დახევა

გია ვოლსკი - ბიუჯეტის ჩაგდება იქნება ქვეყნის ღალატი და უკან დახევა
access_time2019-11-18 12:51:44
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი ოპოზიციური პარტიების აქციებსა და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ვოლსკის შეფასებით, აღნიშნული„ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მეორე ფრთის რევოლუციური სცენარის განვითარებას წარმოადგენს. „ეჭვი მაქვს, იქნებ, ბიუჯეტზეა საერთოდ გალაშქრება, რომ არ მივიღოთ, რადგან ბიუჯეტი არის გათვლილი ადამიანზე. ის შევადგინეთ მას შემდეგ, რაც ათასობით სოფელი მოვიარეთ საქართველოში. ბიუჯეტის და იმ...

უნაღდო გადახდების მომავალი Mastercard-თან ერთად

უნაღდო გადახდების მომავალი Mastercard-თან ერთად
access_time2019-11-18 11:20:21
ციფრული გადახდების გლობალურმა ლიდერმა, Mastercard-მა, პროექტის “Cashelss for future” გამარჯვებულები გამოავლინა. ფინანსური განათლების ასამაღლებელი ტრენინგები Mastercard-მა არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებთან“ ერთად დაგეგმა, პროექტის მოწვეული ტრენერი საქართველოს ეროვნული ბანკის დირექტორის მრჩეველი, გიორგი ბაქრაძეც გახლდათ. პროექტი 2 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და მიზნად საუკეთესო მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვას ისახავდა, რომელიც საქართველოში უნაღდო...

„ჩვენ აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას“

„ჩვენ აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას“
access_time2019-11-18 12:16:29
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს პრესსამსახური  გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებას  ავრცელებს, რომელსაც “კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ: „პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სახელით გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, თუ რა პროცესები ვითარდება რეალურად უკანასკნელ დღეებში. გუშინ, ყველამ ნათლად დაინახა, რომ საპროტესტო აქციის რეალური ორგანიზატორი იყო ნაციონალური მოძრაობა თავისი განშტოებებით. ამ აქციის საბაბი პროპორციული...


მსგავსი სიახლეები

up