5 სასტუმრო  თბილისში, რომლის მშენებლობის ნებართვაც  2018 წელს გაიცა

5 სასტუმრო თბილისში, რომლის მშენებლობის ნებართვაც 2018 წელს გაიცა

access_time2019-08-23 14:00:46

2018 წელს თბილისში 5 ახალი სასტუმროს აშენების ნებართვა გაიცა. “კომერსანტის“ მიერ  ​თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ:

 

7- სართულიანი  სასტუმროს  აშენდება გუჯარეთის ქუჩაზე. პროექტის დამკვეთები იოსებ და გიორგი შიმშილაშვილები არიან.  მშენებლობის ნებართვა არქიტექტურის სამსხურმა 2018 წლის 11 ოქტომბერს გასცა .


 


არქიტექტურის სამსახურის ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, შენობის  პირველი  სართული  დათმობილია  ვესტიბიულისთვის , შემდეგი  5 სართული  სასტუმროს  ნომრებისთვის, ხოლო ბოლო  სართულზე  განთავსებულია  რესტორანი,  თავისი  სამზარეულოთი. 




სასტუმროში არის  58  ნომერი .  შენობის  გარე  პერიმეტრის  კედლები  ამოშენდება  ბლოკით  და  მოპირკეთდება  2 ფერის .  ღიობებში  ჩაჯდება  მეტალო  პლასტმასის  ვიტრაჟები  და  შავი  ფერის ფანჯრები,  აივნებს  გაუკეთდება  შავი ფერის რკინის  მოაჯირი,  სასტუმროს  უკანა მხარეს მოეწყობა აუზი.

 

2018 წლის 1 ოქტომბერს მიიღო მშენებლობის ნებართვა რუბენ ახვერდოვმა. საოჯახო ტიპის სასტუმრო ურიცკის ქუჩის 13 ნომერში აშენდება. საპროექტო ტერიტორია განთავსებულია სამების ტაძრის მიმდებარედ.  ნაკვეთის ფართი 164 მ2-ია.          


     


საპროექტო ტერიტორიაზე განთავსებულია  ამორტიზებული, ავარიული  1-2 სართულიანი შენობა ნაგებობები. ავარიული შენობის ნაცვლად უნდა განთავსდეს ახალი შენობა საოჯახო სასტუმროს ფუნქციით, შენობა სამსართულიანია, სარდაფით და ტერასული გადახურვის სართულით,  სადაც კიბე და ლიფტის სამანქანო და  ორი ქანობიანი სახურავით გადახურული სხვენია  განთავსებული. პირველ სართულზე განთავსებულია სასტუმროს ვესტიბიული და დახურული კაფე. ასევე პირველ სართულზე შენობას ქუჩის გასწვრივ  აკრავს გადახურული ღია კოლონადა, რომელიც ღია კაფეს დანიშნულებისაა და მცირე ზომის ეზო, რომელიც სასტუმროში შესასვლელის ფუნქციას ასრულებს. მე-2 და მე-3  სართულებზე განთავსებულია სასტუმრო ნომრები- 4 ნომერი სართულზე.


     


გარედან შენობა  შემოსილია მოსაპირკეთებელი აგურით. ფასადის დამუშავებისათვის გამოყენებულია ტრავერტინის ქვა, შავი მეტალი და ხით შემოსვა, დაფარული მწვანე მცენარით.  გამოყენებულია ტრანსფორმირებადი ტენტები აივნებზე.

 

კიდევ ერთი სასტუმრო აშენდება ფაბრიციუსის ქუჩაზე . ფუნქციურად შენობა წარმოადგენს მცირე ზომის სასტუმროს. საპროექტო ტერიტორიაზე მდებარე 2 სართულიან ნაგებობაზე გაცემულია დემონტაჟის ნებართვა, პროექტის ესკიზი შეთანხმებულ იქნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოზე. მშენებლობის ნებართვა 2018 წლის 31 ივლისში გაიცა. დამკვეთი გიორგი რაქვიაშვილია.

 



შენობა წარმოადგენს  ოთხ სართულიან სასტუმროს. (ოთხი მიწის ზედა და ერთი მიწისქვეშა სართული). შენობის პირველი სართული დათმობილი აქვს ფოიეს და სასტუმროს ნომრებს, დანარჩენ სართულებზე განთავსებულია სასტუმროს ნომრები და დამხმარე სათავსები. სასტუმროში გათვალისწინებულია 14 ნომერი აქედან ერთი  ადგილი განკუთვნილია შშმ პირთათვის. მინუს ერთ სართულზე განთავსებულია სატუმბო და სარეზერვო ოთახები.




ფასადის მოსაპირკეთებელ მასალად გამოყენებულია წითელი და ნაცრისფერი აგურის სხვადასხვა წყობა, ხის ფაქტურის კომპოზიტური პანელები და ბეტონის ფაქტურის მქონე ლესვა. ღობებზე ასევე გამოყენებულია დარაბები. 

 

ორთაჭალაში ნადიკვარის ქუჩაზე სასტუმროს, კეფე-რესტორნით ააშენებს ნათელა ფხიკლეშვილი . ტერიტორიის ფართი 400 კვ.მ. ზე, მშენებლობის ნებართვა 2018 წლის 17 დეკემბერს გაიცა.


 


პროექტის მიზანს წარმოადგენს სასტუმროს დაგეგმარება კაფე-რესტორნით და ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სხვა სათავსოებით.




შენობას კონსტრუქციულად გააჩნია 5 სართული, ამათგან -3.100 ნიშნულზე განთავსებული სართული მიწისქვეშაა  ხოლო ბოლო სართული წარმოადგენს მანსარდის ტიპის არასრულ სართულს. შესაბამისად -3,100 ნიშნულზე განთავსებული სართული არ იანგარიშება კოეფიციენტებში, ხოლო არასრული მანსარდა კ2 კოეფიციენტში შედის ½-ით. შენობის ძირითადი შესასვლელი 0,000 ნიშნულზეა, რომელიც გათანაბრებულია არსებული ტროტუარის ნიშნულთან, ასევე -3,100 ნიშნულიც, რელიეფის გამო გათანაბრებულია არსებულ საზოგადოებრივ სივრცის ნიშნულთან, შესაბამისად მისაწვდომობა ხორციელდება ორივე ნიშნულიდან. სართულების რაოდენობა არ აღემატება 4-ს. შესაბამისად, შეთანხმებულ პროექტში არ იყო გათვალისწინებული ლიფტის მოწყობა, კორექტირებული პროექტით მოეწყობა მცირე ზომის ლიფტი.


ძველ თბილისში, ცისკრის ქუჩაზე საერთაშორისო ბრენდის  „ნოვოტელის“ სასტუმრო აშენდება. არქიტექტურის სამხარურიდან კომერსანტის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, პროექტის დამკვეთი „შპს ავლაბარი სითია“, რომლის დირექტორიც  რანა ბაბაევაა.

 

 


 მანამდე ავლაბარში სასტუმროს აშენებას კომპანია  შპს ავლაბარი ნოვა გეგმავდა, თუმცა კომპანიამ ტერიტორია და პროექტი, სადაც სასტუმრო უნდა აშენებულიყო „შპს ავლაბარი სითის“ მიჰყიდა. სამართლებრივი ცვლილებაზე აქიტექტურის სამსახურის თანხმობა ახალმა მფლობელმა 18 ივლისს მიიღო.


 

 

 

 როგორც ბაბაევამ „კომერსანტს“ განუცხადა კომპანია პროექტის შეცვლას არ აპირებს. დამატებით დეტალებზე საუბარი კი  „შპს ავლაბარი სითის“ დირექტორმა არ ისურვა.



 

 

არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით,  საპროექტო მიწის ნაკვეთის საერთო ფართობია 4990 კვ.მ. შენობის ძირითადი პერიმეტრული ნაწილი განკუთვნილია სასტუმრო ნომრებისა და მასთან მიბმული შესაბამისი ფუნქციებისთვის და მოიცავს A,B და C ბლოკებს, რომლის პირველი სართული უკავია საკონფერენციო დარბაზებს, რეცეფციას, ბარს, სპას, ფიტნესს და რამდენიმე სასტუმრო ნომერს. მე-2, მე-3 და მე-4 სართულებზე მეტნაკლებად ტიპური გეგმარებით განთავსებულია სასტუმრო ნომრები, ხოლო მე-5 სართულზე მოიაზრება რესტორნის, ბარის და აუზის ტერასის მოწყობა. შენობის მთელ პერიმეტრზე 2-4 სართულები გეომეტრიულად კონსოლის სახით გამოყოფილია შენობის დანარჩენი ნაწილიდან და ღიობების შორის გაჩენილი დამატებითი.

 

 

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ კომპლექსის დამოუკიდებელ ნაწილად კომპანია განიხილავს მრავალფუნქციურ საბანკეტო დარბაზს. შენობის არქიტექტურული იერსახე მკვეთრად განსხვავდება კომპლექსის დანარჩენი ნაწილისაგან, რასაც რამდენიმე ძირითადი ფაქტორი განაპირობებს: 1) 450-500 სტუმარზე გათვლილი ერთიანი დარბაზი კოლონების გარეშე; 2) სივრცე რომელიც იქნება ბუნებრივად განათებული, თუმცა ფუნქციიდან გამომდინარე საჭირო სიმყუდროვეს შეითავსებს და მხოლოდ სტრუქტურისა და სილუეტების აღქმა იქნება შესაძლებელი; 3) კონსტრუქცია, რომელიც სივრცის მარტივი ტრანსფორმაციისა და სხვადასხვა ღონისძიებისთვის ადაპტაციის საშუალებას მოგვცემს. საბანკეტო დარბაზის დაახლოებით 3/4 კონსოლურად არის განთავსებული, რაც ერთის მხრივ შთამბეჭდავ ვიზუალურ ეფექტს, ხოლო მეორეს მხრივ მის ქვეშ ღია ავტოსადგომის (25 მანქანაზე) მოწყობის საშუალებას იძლევა. შენობის ძირითადი სტრუქტურული ელემენტების დინამიური მიმართულებები პოლიკარბონატის ტიპის საფასადე მასალასთან კომბინაციაში განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას მოახდენს კომპლექსის სტუმრებზე.



ირკვევა, რომ პროექტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია საზოგადოებრივი სივრცეების ჩამოყალიბება; ერთის მხრივ ვარდის მოედნის ქუჩის მხრიდან საპროექტო განაშენიანება უზრუნველყოფს მიმდებარე საზოგადოებრივი მოედნის ჩამოყალიბებას, დამატებით იქ განთავსებული ხე-მცენარეების სარეკრეაციო პოტენციალის გათვალისწინებით. შედეგად უნდა ჩამოყალიბდეს მნიშვნელოვანი და აქტიური საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც გამოაცოცხლებს სოციალურ აქტივობას. მეორეს მხრივ პროექტის გეგმარებითი სტრუქტურა ითვალისწინებს საკმაოდ დიდი ზომის (1100 კვ.მ) შიდა ეზოს შექმნას, რომელიც მოედნისგან განსხვავებულ სიმყუდროვეს და გამოცდილებას შესთავაზებს მომხმარებლებს. ეზოს ატმოსფერო დიზაინის მხრივ, ძველ-თბილისური ბაზრობებისთვის დამახასიათებელ ელემენტებს შეითავსებს .

 


ბაჩო ადამია

 






მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება

მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება
access_time2019-10-14 20:51:04
ტაქსების რეფორმის მიმდინარეობის პარალელურად საქართველოში ქართული ლოჯისტიკური ტაქსის ტექნოლოგიური პლატფორმა "აქსელი" ფუძნდება. როგორც საქართველოს ტაქსების ფედერაციაში განმარტავენ,...

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
access_time2019-10-14 18:25:10
ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც კომერსანტი იცვლელად გთავაზობთ:“გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ ვინ არის ამ ინფორმაციის ე.წ. პირველწყარო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია და გაუგებარია, რას ემსახურება. ამ ბატონებმა ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს მისამართით...

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი
access_time2019-10-14 17:36:21
TV პირველის ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს თითქმის ექვსი თევა იკავებს.ტელეკომპანიას მთავრობის საკადრო ცვლილებაზე ინფორმაცია აქამდეც გაუვრცელებია. მიმდინარე წლის აგვისტოში TV პირველი აცხადებდა, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში ბრუნდებოდა. ორივე ეს პროგნოზი გამართლდა.ნათია თურნავას მინისტრად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში პანკისში საპოლიციო ძალები...

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა
access_time2019-10-14 16:39:33
კონსორციუმმა კონკრეტული წინადადება, თუ როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, მთავრობას უკვე წარვუდგინეთ. ეს ითვალისწინეს დამატებით მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას. ბურთი მთავრობის მხარესაა, - ასე ეხმაურება...

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს
access_time2019-10-14 19:30:25
რა შედეგები აქვს საქართველოს მიწის რეგისტრაციის რეფორმის...


მსგავსი სიახლეები

up